ვარსკვლავები სარა ჯესიკა პარკერი Vogue–ის რედაქტორის როლს შეასრულებს 2012, 6 აგვისტო, 14:29 ცნობილი მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი, რომელიც კერი ბრედშოუს როლს ასრულებდა სერიალში "სექსი დიდ ქალაქში" მიიწვიეს ახალ როლზე სერიალში „Glee“.
რომანტიკული, საზრიანი ჟურნალისტის როლის შემდეგ, რომელიც ჟურნალ Vogue–ის უშტატო თანამშრომელი გახლდათ, „Glee“-ს მორიგ სეზონზე სარა ჯესიკა პარკერი გახდება Vogue–ის ამერიკული საიტის რედაქტორი. ის შეასრულებს მთავარ როლს სერიალის რამდენიმე ეპიზოდში. მისი გმირი მხიარული და ექსცენტრული ქალბატონია.
სარა ჯესიკა პარკერი ჰოლივუდში ითვლება მოდის მიმდევარ მსახიობად, ასევე მოდის სამყაროში საკმაოდ გავლენიან ფიგურად, ალბათ ამანაც განაპირობა სარას არჩევა ამ როლისთვის.
მსახიობს როლის კარგად გაცნობიერებაში დაეხმარება ამერიკული Vogue–ის რედაქტორი ანა ვინტური, რომელიც ასევე მოდის კანონმდებლად მიიჩნევა.
77 1-ს მოსწონს
|