სხვა 10 გარეგნული ნაკლი,რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში აღმერთებენ 2020, 1 თებერვალი, 12:53 რას იტყოდით, რომ ღიმილი ფერადი ბრეკეტებით გაგელამაზებინათ? ან ცხვირზე დიზაინერული პლასტირით გეპოზიორათ? შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ უამრავი ადამიანია, რომლებიც იმით იწონებენ თავს, რაც სხვა ქვეყნებში ფიზიკურ ნაკლად ითვლება.
მაგალითად:
1. ტომრები თვალის ქვეშ-სამხრეთ კორეა სანამ ქალები სხვადასხვა კრემებისა და ნიღბების დახმარებით ცდილობენ თვალიდან არასასურველი “ტომრები" მოიშორონ, სამხრეთ კორეაში პირიქით, ამ “ტომრების" ბუმია. ამ ეფექტის მისაღწევად ან მაკიაჟს იყენებენ, ან პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ და ქვედა ქუთუთოში სპეციალური ხსნარი შეჰყავთ. ჩვეულებრივ, ასეთი ეფექტი ბუნებრივად მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი იცინის, ამიტომ, კორეელ ქალებს სურთ, რომ მათი სახე ყოველთვის ისე გამოიყურებოდეს, როგორც სიცილის დროსაა, ანუ-ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდეთ. 2.გატეხილი ცხვირი-ფემინისტი თინეიჯერები შესაძლოა სოსციალურ ქსელში ნანახი გაქვთ თინეიჯერი გოგონების ფოტოები, რომელთაც ცხირზე პლასტირები აქვთ დაკრული. ის, რაც უფროსი თაობისთვის ტრავმასთან ასოცირდება, მათთვის თვითგამოხატვის საშუალებაა. ინტერნეტ-მაღაზიებში კი დიზაინერული პლასტირებიც შეგიძლიათ შეიძინოთ. ზოგიერთი თინეიჯერი ასე საყვარელი ანიმეს გმირებს ჰბაძავს, ზოგი შინაგანი ტკივილის გამოსახატავად იყენებს, ზოგისთვის კი ეს პლასტირი ფემინისტური იდეების გამომხატველია. 3.სიმსუქნე-მავრიტანია მავრიტანიაში Victoria’s Secret-ის ანგელოზები ნამდვილად არ მოეწონებათ. ამ ქვეყანაში სილამაზედ ზედმეტი კილოგრამები ითვლება. წონა აქ სიმდიდრის ნიშანია. ზედმეტი კილოგრამები ადამიანებს არა მარტო საწინააღმდეგო სქესის ყურადღების მიქცევაში ეხმარება, არამედ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის მოპოვებაშიც. გოგონებს პატარაობიდანვე ცხიმიანი კერძებით კვებავენ, რომ “საოცნებო სხეული" ჰქონდეთ. 4.გაღუნული ფეხები-იაპონია იაპონიაში გაღუნული ფეხები მიმზიდველად ითვლება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამას ისტორიული საფუძველი აქვს: იაპონელებისთვის ტრადიციული ჯდომის პოზაა სეიძა. ქალებს, რომლებიც დიდხანს ისხდნენ ამ პოზაში, ფეხები უმრუდდებოდათ. თუმცა, ქალები, რომლებიც ასე ჯდომის ხელოვნებას ფლობდნენ, სასურველ საპატარძლოებად მიიჩნეოდნენ. ამიტომ, იაპონელი გოგონები, რომლებსაც მრუდე ფეხები აქვთ, ნამდვილად არ კომპლექსდებიან თავისი გარეგნობის გამო. 5.მონოწარბები-ტაჯიკეთი მსხვილი და გადაბმული წარბები ბევრ ქვეყანაში ნაკლად ითვლება. აი, ტაჯიკეთში კი ის მიმზიდველად ითვლება ქალებშიც და მამაკაცებშიც. ქალებში ასეთი წარბები მათი უმანკოების გამოხატულებაა, მამაკაცებში კი-სიმამაცისა და მამაკაცურობის. თუ გოგონას ბუნებრივად არ აქვს ასეთი წარბები, მას ყაიალით(შავი ფანქარი) იხატავენ. 6.შრამი-ახალი გვინეა პაპუა-ახალ გვინეაში შრამი მამაკაცის მოწიფულობის სიმბოლოა. შრამებს ზოგჯერ სპეციალურადაც კი იკეთებენ. ამ ადამიანებს ნამდვილად გაუკვირდებოდათ იმის გაგება, რომ დანარჩენ მსოფლიოში შრამებისგან გათავისუფლებას ადამიანები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ. 7.თმიანი იღლიები-თურქეთი თურქეთში თმიანი იღლიები მამაკაცურობის სიმბოლოა. აქ სპეციალიზებული კლინიკაც კი არსებობს, სადაც მამაკაცებს იღლიაში თმას უნერგავენ და მრავალი კლიენტიც ჰყავთ. 8.ბრეკეტები-აზია ბრეკეტები პოპულარულია ტაილანდში, მალაიზიასა და ინდონეზიაში. ამ ქვეყნებში ბრეკეტები სიმდიდრის სიმბოლოა, რადგან მაგალითად ტაილანდში მათი გაკეთება 1200 დოლარი ჯდება. 9.კბილებს შორის დაშორება-დიდი ბრიტანეთი დიდი ბრიტანეთში კბილებს შორის დაშორება ნამადვილად არ ითვლება ნაკლად. ქალები ხშირად აკითხავენ ორთოდონტს და ასეთი დიასთემის გაკეთებას ითხოვენ (სწორედ ასე ეწოდება კბილებს შორის დაშორებას) 10.დამტვრეული ყურები-დაღესტანი დამტვრეული ყურები-საბრძოლო სპორტის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, მამაკაცი ასეთი ყურებით-უფრო მიმზიდველი და მამაკაცურია-ასე ფიქრობენ დაღესტანში და ზოგჯერ ხელოვნური ჩარევით აყენებენ თავს ასეთ ტრავმებს. 188 1-ს მოსწონს
|