x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა არის სიმართლე და რა სიცრუე? ინგლისელი პროფესორი კორონავირუსის შესახებ

image

BBC-ის კორესპონდენტს პასუხობს ლონდონის იმპერიული კოლეჯის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი, რობინ შატოკი.




BBC: რით განსხვავდება ეს ვირუსი მწვავე რესპირატორული მწვავე სინდრომის კორონავირუსისგან, ანუ ე.წ. SARS– გან, რომელმაც 2003 წელს 813 ადამიანი შეიწირა?


რობინ შატოკი: SARS ვირუსის შემთხვევაში, ადამიანებს ჯერ ჰქონდათ დაავადების სიმპტომები, შემდეგ გახდა გადამდები. ამჟამინდელი კორონავირუსით, თუმცა ეს მოითხოვს დამატებით გამოკვლევას, ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამ მაინც არ გამოავლინოს რაიმე სიმპტომები რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ გადამდებია.



თუ ეს მართალაც ასეა, მაშინ ვირუსის გავრცელების კონტროლი უფრო რთული იქნება, რადგან ძნელია იმ ინფიცირებულის გამოვლენა, რომელსაც სიმპტომური გამოვლენა არა აქვს, მაგალითად, ტემპერატურის გაზომვით. ისინი საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურებიან, არ სჭირდებათ ექიმთან ვიზიტი, თავისუფლად შეუძლიათ კომუნიკაცია სხვებთან, მაგრამ ამავდროულად შეუძლიათ ინფექციის სწრაფად გავრცელება.


BBC: ვინ არის რისკის ქვეშ?


რ.შ .: ხანდაზმული ადამიანები, და ისინი ვისაც რესპირატორული დაავადებები აწუხებს, ყველაზე მეტად სწორეს ისინი არიან სერიოზული რისკის ქვეშ ჯანმრთელი ადამიანებისთვის ეს ვირუსი დიდი პრობლემას არ წარმოადგენს.


BBC: ნიშნავს ეს იმას, რომ თუ ადამიანი, მაგალითად, 30 წლისაა და ის ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, დაინფიცირების შემთხვევაში არ მოკვდეს?




რ.შ .: რა თქმა უნდა, გარანტირებული არავინაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალგაზრდების დიდი უმრავლესობაში სიმპტომებს ზომიერი ფორმით აჩვენებს, დიდად არ განსხვავდება მძიმე გრიპისგან.


BBC: როგორ დავიცვათ თავი ამ ვირუსისგან, თუ ადამიანი იმყოფება ქალაქში, სადაც დაავადება უკვე გავრცელდა?



რ.შ .: საუკეთესო საშუალება ვირუსისგან დასაცავად, ჩვეულებრივი ჰიგიენა . შეეცადეთ მოერიდოთ იმას, ვინც თქვენ გვერდით აცემინებს ან ახველებს, თუ ავად ხართ, გამოყენების შემდეგ გულმოდგინედ მოიშორეთ ერთჯერადი ცხვირსახოცები. ხშირად დაიბანეთ ხელები - იმის გამო, რომ ვირუსი შეიძლება გადავიდეს არა მხოლოდ ჰერ-წვეთოვანი გზით, არამედ ინფიცირებული ზედაპირით ან ინფიცირებულ პირთან შეხებით. ასე რომ, ვიმეორებ, რეგულარულად ხელების დაბანით, იცავთ თავს ინფექციისგან.


BBC: სამედიცინო ნიღბები შველის?

რ.შ .: ნიღაბს აქვს დამცავი თვისებები, მაგრამ ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს, რადგან საყოფაცხოვრებო სამედიცინო ნიღბებს არ შეუძლიათ ვირუსის შეკავება. გარდა ამისა, ადამიანი როდესაც სახეს ეხება ნიღბის მოხსნის დროს, ამ დროს ნიღაბი შესაძლოა დაბინძურებული იყოს ვირუსით, ამიტომ მის ეფექტურობაზე ლაპარაკი ზედმეტია.


BBC: რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა, რომ ვირუსის გავრცელება არ მოხდეს?


რ.შ.: ცალკეული ქვეყნისთვის ძალიან რთულია დაიცვას თავი ვირუსებისგან, თუ გავითვალიწინებთ ხალხის გლობალურ გადაადგილებას. ეპიდემიის შემთხვევაში, ინფექციის ახალი შემთხვევები დაფიქსირდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

რასაც ჩინეთი აკეთებს -მთელი ქალაქების კარანტინით გადაკეტვით და მოძრაობის შეზღუდვით, უნდა შეანელოს ვირუსის გავრცელება. თუ ეს ზომები ეფექტური იქნება, ეს შეანელებს მის გავრცელებას, მაგრამ ჩვენ მაინც გლობალური ეპიდემიის მომსწრენი ვიქნებით.


ჩვენ ვიცით, რომ ვირუსის საწყისი მატარებლები იყვნენ ღამურები, შეიძლება არიან შუალედური გადამტანებიც, მღრღნელები ან სხვა რომელიმე სახეობა და ცოცხალი ცხოველების ბაზარი უხანში გახდა ადგილი, სადაც ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა.

ვფიქრობ, რომ მომავალში ძალიან რთული იქნება ცხოველებიდან ვირუსების გადაცემის თავიდან აცილება, რადგან ეს ხდება პერიოდულად.. დედამიწაზე რაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი იცხოვრებს ცხოველების მახლობლად, მოსახლეობის სიმჭიდროვე თავად გაზრდის ამ ალბათობას .


BBC: XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ვირუსი იყო ე.წ. ესპანური გრიპი. მაშინ ეპიდემიამ შეიწირა ათობით მილიონი ადამიანი. შეიძლება ანალოგიური მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდეს 21-ე საუკუნეშიც?


რ.შ .: ამ ეტაპზე, ჩვენ არ ველით, რომ ეს ვირუსი ისეთივე სასიკვდილო იქნება, როგორც "ისპანკა", რადგან ბევრი ახალგაზრდა გახდა ამ ვირუსის მსხვერპლი. ამ შემთხვევაში, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.

შეიძლება, პრინციპში, "ესპანურის" მსგავსი განმეორდეს? დიახ, ჩვენ- გლობალური საზოგადოება მუდამ პანდემიის საფრთხის წინაშე ვართ. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მზად ვიყოთ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის.

მაგრამ დღეს ჩვენ ბევრად უფრო განვითარებული ჯანდაცვის სისტემა გვაქს, წვდომა ჟანგბადზე, ანტიბიოტიკებამდე, ჩვენ უკეთესად ვართ მომზადებული ასეთი სცენარებისთვის. და მაინც ეჭვგარეშეა, რომ ადრე თუ გვიან მოხდება გრიპის ახალი პანდემია.


BBC: ინტერნეტი განიხილავს იმის ალბათობას, რომ სავარაუდოდ ეს ვირუსი ხელოვნურად შექმნეს. შესაძლებელია ეს?



რ.შ .: აბსოლუტურად არა! იმის გამო, რომ ჩვენ უკვე მოვიძიეთ ორიგინალური ვირუსი ღამურებში. ესე იგი, მანამდეც არსებობდა, შემდეგ კი ადამიანს გადაეცა. თუ გინდათ, დეტექტიური ამბავი, აქვე მთავრდება.... ეს ვირუსი ხელოვნურად არ შეიქმნა ლაბორატორიაში, ჩვენ უბრალოდ საქმე გვაქვს სახეობათშორისო გადასვლასთან.


BBC: როგორ მუშაობს ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ?



რ.შ .: როდესაც ვირუსს წარმოვიდგენთ, ჩვენ ვამბობთ, რომ იგი შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას ვირუსის ნაწილაკში - ვირიონში. ცილა განლაგებულია ვირუსის ზედაპირზე, რომლის დახმარებით იგი უერთდება სხეულის უჯრედებს და იწვევს ინფექციას.




ვაქცინის შემუშავებისას, ჩვენ ვიღებთ ამ რნმ-ის ჯაჭვს და ვარკვევთ, თუ რა ნაწილი პასუხობს ცილოვანი პირველადი სტრუქტურის მონაცემების კოდირებაზე. შემდეგ ჩვენ ჯაჭვის ამ კონკრეტულ ნაწილს ვიღებთ და ვაქცინაციას ვაკეთებთ, რომელშიც ვირუსი გამოიხატება მხოლოდ ამ ცილის სინთეზირების მონაცემებით.

ვირუსის ამ ნაწილს პასუხობს ადამიანის იმუნური მექანიზმი, რომელიც წარმოქმნის ანტისხეულებს, რომელსაც ეს ცილა აკავშირებს.

ამრიგად, თუ ეს ვირუსი იმ ადამიანის სხეულში მოხვდება, რომელსაც უკვე აქვს ანტისხეულები გამომუშავებული, ისინი ბლოკავს მას და სამიზნე უჯრედებში შეღწევას ხელს უშლის . ანუ ადამიანი არ ინფიცირდება.


0
1620
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1620
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0