x
კულტურის ფსიქოლოგია
კულტურის ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის მეცნიერებისთვის მეტად საინტერესო და საჭირო შესწავლის საგანია. კულტურის ფსიქოლოგიის გათავისებით შევძლებთ უკეთ მივიღოთ სხვა კულტურის წარმომადგენლები, შევამციროთ რელიგიურ-რასობრივი უთანხმოება და გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი სამყაროსკენ.

კულტურას ზოგადად, განსაზღვრავენ, როგორც დასწავლილ ქცევას. იგი მოიცავს ყველა სახის ჩვევაში გადასულ ქცევას, მოქმედებას, იდეას, აზრს და ღირებულებას, ფასეულობას, რომელსაც ჩვენ ვანხორციელებთ, ვეთანხმებით, ვიზიარებთ და მნიშვნელობას ვანიჭებთ, როგორც ორგანიზებული საზოგადოების, კოლექტივის, ოჯახის წევრები. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებისთვის კულტურა იგივეა, რაც მეხსიერება ცალკეული ადამიანისთვის.

რეზნალ ოდნანრეფის (Reznal Odnanref) მიხედვით კულტურა ეს არის წყება დაუწერელი ნორმების, რომელიც ჯგუფის ქცევას განაპირობებს და გამოხატავს რა ითვლება სწორად და რა არასწორად კონკრეტულ საზოგადოებაში.

კულტურა გაზომვადია. კულტურის გაზომვა შესაძლებელია სტატისტიკაზე დაყრდნობით და თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები სხვადასხვა სიტუაციაში.


საზოგადოების წინაშე ძირითადად წამოჭრილია 5 „დილემა“, რომელთაგანაც ან ერთის გზას უნდა დაადგეს სოციუმი, ან მეორეს. ესენია:

  • იერარქია VS თანასწორობა
  • ინდივიდუალიზმი VS კოლექტივიზმი
  • საქმიანობა VS სხვათა ზრუნვა
  • გაურკვევლობასთან ბრძოლა VS გაურკვევლობასთან ადაპრიტება
  • მოქნილობა/ დრეკდობა VS დისციპლინა

  • ტაილანდი იერარქიული კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ტაილანდის მეფის ან ნებისმიერი სამეფო ოჯახის წევრის თანდასწრებით, ისეთი მნიშვნელოვანი და ძალაუფლების მქონე ფიგურაც, როგორიც ქვეყნის პრემიერმინისტრია, იატაკზე ზის ხელშეკრულებების წარდგენისას, რათა გამოხატოს მასზე სოციალურად მაღლა მდგომი პირისადმი პატივისცემა. ტაილანდის საპირისპიროდ ნორვეგია თანასწორობის გამტარებელი კულტურის წარმომადგენელია, სადაც მეფე მატარებლით უბრალო მოქალაქეებთან ერთად შეიძლება მგზავრობდეს (1973 წელს ნორვეგიის მეფე ოლავ მეხუთემ მატარებლით იმგზავრა ნორვეგიაში). ამ ქვეყანაში ძალაუფლების დისტანცია ძალიან დაბალია და ზოგადად დასავლურ კულტურებში. თუმცა თანასწორობა არ გამორიცხავს იერარქიის არსებობას კაპიტალისტურ სამყაროში. ძალაუფლებით განპირობებული დისტანცია თანასწორობის პრინციპებზე დამყარებულ კულტურებშიც გვხვდება, უბრალოდ ეს ნაკლებად შესამჩნევია.
  • აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. ამ პერიოდში ვითვისებთ თუ რომელ გზას ირჩევს ჩვენი საზოგადოება მოცემული დილემის და სოციალიზაციის ბუნებრივი პროცესებით უმეტესწილად ჩვენც ამ გზაზე მდგომი ინდივიდები ვართ.

  • ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი კულტურული დილემის შემდეგი სახეა. ინდივიდუალისტურ კულტურაში ერთი ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელი ჯგუფი. ინდივიდუალიზმის მნიშვნელოვანი მახასიათებლები და ღირებულებებია: დამოუკიდებლობა, საკუთარი აზრის გამოხატვა, კარიერული მიზნები. ამ ყველაფრის საპირისპიროდ კოლექტივიზმი ადამიანს განიხილავს არა როგორც ცალკეულ ინდივიდს, არამედ როგორც ჯგუფის წევრს. კოლექტივიზმის ძირითად ღირებულებას ჰარმონია წარმოადგენს_ რომელიც მიიღწევა არა პირადი, არამედ ჯგუფის და სოციუმის ინტერესების გათვალისწინებით. დასავლური ცივილიზაცია_ ჩრდილო და ცენტრალური ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და ავსტრალია ინდივიდუალისტური კულტურის მატარებელი ქვეყნები არიან, ხოლო აღმოსავლური ცივილიზაციები უმეტესწილად კოლექტივისტურია.

  • მე3 დილემაა წარმოდგენა, საქმიანობა vs ზრუნვა. წარმოდგენაზე ორიენტირებულ კულტურებში მნიშვნელოვანია მიზნის მიღწევა, თავად მიღწევის პროცესი და ადამიანები რომლებიც მაღალი მიღწევადობით გამოირჩევიან ფინანსური ან სტატუსის კუთხით ჯილდოს იღებენ საზოგადოებისგან. ზრუნვაზე ორიენტირებულ კულტურებში ცხოვრების ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია. ასეთ საზოგადოებებში მუშაობა და მიღწევა განიხილება მხოლოდ საშუალებებად, გარდაუვალ პროცესად, რომლითაც შესაძლოა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ამ მხრივ ევროპული ქვეყნები გამოირჩევიან და ძირითადად პოსტმოდერნისტული ქვეყნები დროთა განმავლობაში ზრუნვაზე ორიენტირებულ კულტურებად ჩამოყალიბდნენ.


  • რიგ კულტურებში ადამიანები დაგეგმვისა და საგნების/მოვლენების ორგანიზების ზოგადი ნიშნით ხასიათდებიან. ასეთი საზოგადოების წევრები მუდმივად ამოწმებენ ჰო არ არის წესრიგი დარღვეული მათ ცხოვრებაში. სხვა მექანიზმი გაურკვევლობასთან ბრძოლაში არის რელიგია. ადამიანი ლოცულობს და სწამს, რომ რაც მას სურს დაკმაყოფილებული იქნება ლოცვის შედეგად. ამის საპირისპიროდ არელიგიურ საზოგადოებაში ადამიანი „დინებას მიჰყვება“ და ნაკლებად ღელავს გაურკვევლობაზე.

  • მე5 დილემას წარმოადგენს მოქნილობა და დისციპლინა. მოქნილობა ნიშნავს სიტუაციის მიხედვით წახვიდე ერთი ან მეორე მიმართულებით. კულტურათა გარკვეული ნაწილი კი იზიარებს მოსაზრებას, რომ თითოეულ ინდივიდს აქვს მხოლოდ ერთი გზა, ერთი არჩევანი და აუცილებლად უნდა მიჰყვეს მას. დისციპლინა, რაც გამოიხატება ერთი მიმართულებით მოძრაობაში უმნიშვნელოვანესია. დისციპლინაზე ორიენტირებულ კულტურებს მიეკუთვნება შორეულ-აღმოსავლური ცივილიზაციები, რომლებიც გაჟღენთილია კონფუციანისტური ფილოსოფიით.
  • რეალურ ცხოვრებაში ამ 5 დილემისგან შემდგარ უმრავ კომბინაციას ვაწყდებით. ამ კომბინაციებს კიდევ თავიანთი სახელები აქვთ. მაგალითად: ამერიკელები ნაწილს წარმოადგენენ იმ საზოგადოების, რომელთაც კონტექსტის კულტურას უწოდებენ. დანიელები კავშირის კულტურას, ხოლო ბულგარელები პირამიდის კულტურას.

    ფსიქოლოგებისასთვის და განსაკუთრებით ორგანიზაცული ფსიქოლოგიის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია ცოდნა კულტურათა ძირითადი მახასიათებლების. კულტურა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარემო ფაქტორი ინდივიდუალის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას, რომლის „შესწავლაც“ ფსიქოლოგიის მეცნიერების ამოცანაა.

    0
    56
    შეფასება არ არის
    ავტორი:მარიამი კუბლაშვილი
    მარიამი კუბლაშვილი
    56
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0