x
image
კატაპულტი
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობა ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს
image
გორის რაიონის სოფელ ქერეში რამდენიმე დღის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი QARTLI.GE ავრცელებს. მოსახლეობა გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების მოგვარებას ითხოვდა. მათი განცხადებით, ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ აქცევს ამ სოფელს. საპროტესტო აქცია რამდენიმე თვის წინაც გაიმართა ქერე არსებული სკოლის ავარიულობის გამო. მაშინ აღნიშნული სკოლა დახურეს რეაბილიტაციის მიზნით, ხოლო მოსწავლეები მახლობელი სოფლების, ტყვიავისა და მერეთის სკოლებში გადაანაწილეს.

ქერეს მკვიდრნი აცხადებენ, რომ ბავშვები მეორე ცვლაში დადიან სკოლაში და სახლში ფაქტიურად ღამე ბრუნდებიან, ამასთან, სასწავლო დაწესებულებაში არაა ნორმალური გათბობის სისტემა, მოსაგვარებელია გზის პრობლემა, ხოლო შარშან ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას არანაირი დახმარება არ მიუღია.image
ყველაფერთან ერთად, მოსახლეობის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან ხელისუფლებას გასაყიდად აქვს აუქციონზე გადაცემული საძოვრები.

ქერეს მოსახლეობა ასევე აღნიშნავს, რომ, რაც სოფელი მერეთის თემში გადაიყვანეს, ყურადღებამაც იკლო, ამიტომ კვლავ სოფელ ტყვიავის თემში დაბრუნებას ითხოვენ.

რაც შეეხება გორის მერისა და ადმინისტრაციის პასუხს ამ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, ისინი ამბობენ, რომ 2020 წელი სოფელ ქერეს წელიწადი იქნება, დაგეგმილია გზისა და სკოლის რეაბილიტაცია, შეიცვლება სასმელი წყლის სისტემა, უკვე დასრულებულია გარე განათების მოწყობა.


ამჟამად საპროტესტო აქცია დასრულებულია, თუმცა სტატიის ავტორის პირადი აზრია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება, და შეიძლება, იმაზე მეტიც, ვიდრე სხვა ნებისმიერ სოფელს, რათა მოსახლეობამ თავად არ დაცალოს ესოდენ მნიშვნელოვანი ტერიტორია ან არ წამოეგოს რუსეთის კარგადნაცად ხერხზე, გაჭირვებული მოსახლეობის “პასპორტიზაციაზე".


ასევე იხილეთ:

გზა ცხინვალისკენ – ომგამოვლილი სოფლები და დევნილები

image

1
36
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
36
  
2020, 1 თებერვალი, 3:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1