საზოგადოება გოგონას,რომელიც ღამურას ჭამდა,მოკვლით დაემუქრნენ 2020, 31 იანვარი, 13:56 გამოცემა SUN გვამცნობს, რომ ჩინელ ბლოგერს ვან მენიუნს, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ის ღამურის წვნიანს შეექცევა, სიკვდილით დაემუქრნენ.
ვიდეოში გოგონა მეგობართან ერთად აგემოვნებს წვნიანს და ქებასაც არ აკლებს. ზოგიერთი მომხმარებელი ვარაუდობს, რომ ვიდეო გადაღებულია ჩინეთში, ქალაქ უხანში, სადაც პირველად დააფიქსირეს ახალი ვირუსით დაინფიცირებულნი, თუმცა მენიუნი ირწმუნება, რომ ვიდეო გადაღებულია პალაის რესპუბლიკაში 2016 წელს.
ბლოგერმა მოიბოდიშა და აღიარა რომ არ უნდა დაეგემოვნებინა ღამურები, ასევე დასძინა, რომ ვიდეოს გადაღების დროს, არც კი იცოდა რომ ეს ცხოველები იყვნენ ინფექციის მატარებლები. " მე არ გადამიმოწმებია ინფორმაცია ამ ცხოველებზე და არ გამიაზრებია თუ რამდენად სახიფათო იყო მათი დაგემოვნება, თანაც ინტერნეტში არც თუ ისე ბევრი ინფორმაციაა გარეული ცხოველებზე"-განმარტა მან 1172 2-ს მოსწონს
|