რელიგია ვინ არის ანტიქრისტე?! რა ვიცით მასზე?! 2020, 30 იანვარი, 19:28 “ანტიქრისტე" ბერძნული სიტყვაა და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “ქრისტეს მოწინააღმდეგეს", “ქრისტეს ნაცვლად".
![]() ![]() აღსანიშნავია, რომ ანტიქრისტეს შესახებ საუბარია ისლამურ სწავლებებშიც, და მას მოიხსენიებენ “მასიჰ-ად-დაჯალის" სახელით. ქრისტიანულ წინასასწარმეტყველებებში ანტიქრისტეს მოსვლის ნიშანი იქნება მსოფლიოში მომრავლებული ომები, ბუნებრივი კატაკლიზმები, სხვადასხვა ეპიდემიები, ცრუწინასწარმეტყველნი და ცრუქრისტენი. ბიბლიაში შეფარვით, სიმბოლური ეპითეტებითა და ფრაზებითაა მოხსენიებული “ბოლო ჟამი" და ანტიქრისტე, სწორედ ამიტომ ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა ამ წინასწარმეტყველების ზუსტად გაშიფვრა, კერძოდ, როდის გამოჩნდება ანტიქრისტე? სად? როგორ გაიშიფრება მისი სახელი, როგორც 666. ქრისტეს შობიდან დღემდე ანტიქრისტედ მონათლეს არაერთი ადამიანი, მაგალითად, ნერონი, ნაპოლეონი, ლენინი, სტალინი და ა.შ. ზოგიერთი იმასაც ამბობდა და ამბობს, რომ ანტიქრისტე თავდაპირველად შეეცდება ყველაფრით დაემსგავსოს იესოს, თუმცა მორწმუნეთათვის მისი შემჩნევა რთული არ იქნება. ის სიმაღლითაც კი სატანის მსგავსი იქნება.ამ მიმართულებით მოაზროვნეებმა ანტიქრისტედ მოიხსენიეს თავის დროზე ნაპოლეონი, ლენინი და ახლა პუტინი. ![]() ![]() ამ მოსაზრებით სამყაროს აღსასრულის ჟამი დაწყებულია, რადგან მკაფიოა მორწმუნეთა და არამორწმუნეთა ჭიდილი მსოფლიოში, ზოგიერთი სარწმუნოებებს შორის ომებსაც მოიხსენიებს “ბოლო ჟამად". ზოგიერთი მოსაზრებით, ანტიქრისტე იქნება მასონური ორგანიზაციების მიერ არჩეული პიროვნება, რომელიც მსოფლიოს მმართველი გახდება.ამის დასტურად მოჰყავთ “ქვისმთლელთა"(მასონები) მისწრაფება, რომ გაქრეს ერებში სარწმუნოებები და ყველა მათგანი იყოს ერთი სარწმუნოების ქვეშ, ან ათეისტი. ამის დასტურადვე მოჰყავთ მასონთა ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, გახადონ ადამიანი უფრო სრულყოფილი, რაც მიჩნეულია ქრისტეს მსგავსის შექმნის მიზნად.აქვე წარმოიშვა აზრი, რომ ანტიქრისტე იქნება ცალთვალა, ის ცალი თვალით უყურებს სამყაროს, ( “ყოვლისმხედველი თვალი")რაც პირდაპირ კავშირშია მასონთა სიმბოლოსთან, თუმცა ამ იდეის წარმომავლობის დასაბუთება არ არსებობს. ![]() ასევე საინტერესოა: როდის და როგორი იქნება აპოკალიფსი?! 1779 5-ს მოსწონს |
საინტერესო სტატიაა ნამდვილად...