შოუბიზნესი ვარსკვლავები, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ 2020, 30 იანვარი, 16:45 ყოველწლიურად მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება, თუმცა, მათი უმრავლესობა ამაზე ხმამაღლა საუბარს საჯაროდ ერიდება. სელებრითებმა, რომლებზეც აღნიშნულ სტატიაში გვექნება საუბარი, საკუთარ თავში იმის ძალა იპოვეს რომ წლების წინ, გადატანილ წარმოუდგენელ კოშმარზე საქვეყნოდ ესაუბრათ.მადონაპოპ - დივა კარიერის დასაწყისში უცნობმა მამაკაცმა საკუთარი სახლის შესასვლელში გააუპატიურა. მომღერლისთვის ეს იმდენად დამამცირებელი ფაქტი იყო, რომ ვარსკვლავმა ამჯობინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიემართა, ამის შესახებ პირველად, ლუიზა ჩიკონემ ჟურნალისტებს მხოლოდ რამდენი წლის წინ უამბო.შაია ლაბაფიამერიკელი მსახიობი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 2014 წელს არტ- ინსტალაციის დროს გახდა. შაიას იდეის თანახმად, მას თავზე ტომარა წარწერით "I’m not famous anymore" (მე აღარ ვარ ცნობილი) უნდა ჩამოეცვა და ოთახში ჩუმად მჯდარიყო, მაშინ როდესაც ღონისძიების ყველა სტუმარს შეეძლო მისთვის ის გაეკეთებინა რაც სურდათ. სწორედ ამ დროს ფილმ "ტრანსფორმერების" ვარსკვლავის ერთ - ერთმა თაყვანისმცემელმა გოგონამ მსახიობს სამოსი გახადა და მასზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა ორგანიზატორებმა ყველაფერი გვიან შეამჩნიეს, ახირებულმა გულშემატკივარმა კი გაქცევა შეძლო.მერლინ მონროამერიკის სექს - სიმბოლომ ერთ - ერთ ინტერვიუში ერთხელ აღიარა, რომ სექსუალური ძალადობის მხვერპლი პირველად, ის 9 წლის ასაკში გახდა. თუმცა, ლეგენდარული მსახიობის მხრიდან იმ დროისთვის, ეს იმდენად ხმამაღალი განცხადება იყო რომ ბევრმა მერლინ მონროს მიერ მოყოლილი ეს ისტორია არარეალურად მიიჩნია და ვარსკვლავის წარმოსახვის ნაყოფად ჩათვალა.ოპრა უინფრითავის ერთ – ერთ ცნობილ შოუში ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ აღიარა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი თავადაც იყო, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ფერადკანიანი ქალბატონის თქმით, ეს არც მეტი, არც ნაკლები მთელი 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა: მას პერიოდულად როგორც მისი ბიძაშვილი, ასევე ბიძა და ოჯახის მეგობარი აუპატიურებდა. შეშინებულმა გოგონამ ამ ფაქტის შესახებ დედას მხოლოდ მას შემდეგ უამბო, რაც დაფეხმძიმდა, დედამ გოგონა მალევე მამასთან გაგზავნა, 14 წლის ოპრამ ბავშვი გააჩინა, თუმცა ახალშობილი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა, სწორედ მაშინ უთხრა მამამ საკუთარ შვილს, რომ ღმერთი მას ცხოვრებაში მეორე შანსს აძლევდა.ტიმ როტი2009 წელს ბრიტანელმა მსახიობმა ტიმ როტმა გულწრფელად აღიარა, რომ ბავშვობაში ის ახლო ნათესავის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას განიცდიდა, თუმცა ისიც დასძინა, რომ ამ ფაქტთან მის მშობლებს საერთო არაფერი ჰქონდათ. 58 წლის მსახიობის თქმით, ის თავს მსხვერპლად არასდროს თვლიდა, პირიქით, აღნიშნულმა არცთუ სასიამოვნო ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ის უფრო ძლიერ პიროვნებად აქცია.185 შეფასება არ არის |