x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
ჩინელი მედდა კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდა
image

38 წლის მედდა გო ცინი, რომელიც ჩჟუნანის გადაუდებელი დახმარების ცენტრში მუშაობს ქალაქ უხანში, დაუბრუნდა სამუშაოს 14 დღიანი კარანტინის შემდეგ, მას შემდეგ, როდესაც დაუდგინდა ახალი კორონავირუსი, ამის შესახებ წერს გამოცემა China Daily


გო ცინი 15 წელიწადია მედდად მუშაობს, ახალი ვირუსისგან გამოწვეული პნევმონიის დროს იგი დღეში საშუალოდ 10 საათი მუშაობდა, რა დროსაც დახმარებას უწევდა მძიმე პაციენტებს გადაუდებელი დამხარების ცენტრში.

image


12 იანვარს ღამით მედდას დაეწყო გაციების სიმპტომები, ტემპერატურა 37, 8 -ს უჩვენებდა, ამასთანავე დაეწყო მუცლის ყრუ ტკივილები. ანალიზის აღების შემდეგ დადასტურდა, რომ მედდას კორონავირუსი შეეყარა.



ორკვირიანი კარანტინის შემდეგ გო ცინი სამუშაოს დაუბრუნდა და კვლავ განაგრძობს პაციენტებზე ზრუნვას:

"ჩემმა გამოცდლილებამ აჩვენა, რომ დაავადება არც ისეთი საშინელია, მისგან განკურნება შესაძლებელია" - განაცხადა მედდამ.

image

გუშინდელი მონაცემებით, კორონავირუსი დაუდასტურდა 7 711 პაციენტს, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. აქედან 1370 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, განიკურნა და სახლში გაწერეს 124 ადამიანი, მთლიანად 88 693 პაციენტს ჰქონდათ დაინფიცირებულთან კონტაქტი, აქედან 2364 გაათავისუფლეს, დანარჩენებზე მიმდინარეობს სამედიცინო დაკვირვება.

0
311
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0