x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საიდუმლო, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო კარი საუკუნეზე მეტხანს მალავდა

რუმინეთის ტურისტურმა ბიურომ ბროშურა გამოუშვა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ნათესაური კავშირი აქვს XV საუკუნეში მცხოვრებ, ვალახეთის მმართველ გრაფ დრაკულასთან. ვლად დრაკულამ თავის დროზე, სახელი სისასტიკით გაითქვა, ხოლო საუკუნეების შემდეგ ბრედ სტოკერის რომანის – «დრაკულას» (1897 წ.) პროტოტიპი გახდა. ტურისტულ ბროშურას ბრიტანეთში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მაგ, ბრიტანული The Telegraph-ი წერდა, რომ რუმინელებმა მონარქიული დინასტიის წარმომადგენლები დრაკულას მემკვიდრეებად იმიტომ გამოაცხადეს, რომ ქვეყანაში ბრიტანელი ტურისტების რიცხვი გაეზარდათ.


image


თუმცა, რუმინელებმა წარმოადგინეს მარია ტეკელის (დედოფალი მერი) საგვარეულო ხე, რომლის მიხედვით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კავშირი, ტრანსილვანიერ გრაფთან ნამდვილად დასტურდება.

ორი სამეფო ოჯახი ერთმანეთს XIX საუკუნეში დაუნათესავდა, როდესაც ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V მარია ტეკელზე დაქორწინდა, რომელიც დრაკულას ძმის, ვლად IV-ის პირდაპირი შთამომავალი იყო, მეთექვსმეტე თაობაში.

image


იმას, რამაც ბრიტანეთის პრესის გაღიზიანება გამოიწვია, სავსებით მშვიდად შეხვდა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი. ამ ამბის გახმაურების შემდეგ, მან რუმინეთის ცენტრში მამული შეიძინა და ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა: «ტრანსილვანია სისხლში მაქვს. გენიალოგიამ აჩვენა, რომ მე საერთო ფესვები მაქვს ვლად ცეპეშთან და ამიტომ ეს ქვეყანა მაინტერესებს».


image


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრინცი ჩარლზი რუმინეთის ხშირი სტუმარია. მან იქ ბიზნესიც წამოიწყო და ამჟამად ქვეყანაში ერთ–ერთი მსხვილი ინვესტორია.


არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ პრინც ჩარლზის რძალი პრინცესა კათრინი (კეით მიდლტონი), აშშ-ს დემოკრატიის მამის და I პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის შთამომავალია, VII თაობაში და რადგან აშშ-ს ყველა პრეზიდენტი, ერთის გარდა, ერთმანეთის ახლო თუ შორეული ნათესავია* და ამავდროულად, ყველა ბრიტანეთის სამეფო კარს ენათესავება, გასაკვირი არ არის, რომ ბრიტანეთის პრინცი უილიამი და მისი მეუღლე კეითი, ერთმანეთის შორეული ნათესავები არიან.

კეით მიდლტონის წინაპარი ნორთამბერლენდის III გრაფი ჰენრი პერსი (1421–1461 წწ.), მშობლების ორივე ხაზით, ედუარდ III (1312–1377 წწ.) შთამომავალი იყო. ხოლო, პრინცი უილიამი, როგორც ცნობილია, იგივე მეფის მემკვიდრეა. ასე, რომ, კეითი და უილიამი ერთმანეთის ბიძაშვილები არიან, მეთოთხმეტე თაობაში.


* შენიშვნა: უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი გახდებოდა, ეს სტატისტიკა მაინც არ შეიცვლებოდა, რადგან პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის და აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტის წინაპრები ლანკასტერები (House of Lancaster — ინგლისის სამეფო დინასტია) იყვნენ.


image


პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის წინაპარი ჯოან ბოფორტის (1373–1410 წ.) შვილები იყვნენ: კლინტონს ნათესაური კავშირი პრინცესა მარგარეტთან აქვს, ხოლო ტრამპს, მის ერთ–ერთ ძმასთან. გამოდის რომ, ისინი ერთმანეთისთვის, ბიძაშვილ–მამიდაშვილები არიან. ხოლო, მათი დიდი პაპა, მეცხრამეტე თაობაში, – მეფე ედუარდ III იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპისა და კლინტონის გენიოლოგიურ ხეზე, ასევე მოხვდნენ ინგლისის და შოტლანდიის სხვა მეფეებც.


imageimageimageimageimageimageimage










2
2959
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2959
  
2021, 24 ოქტომბერი, 2:27
კარგად გამოიკვლიეთ რა იქნება მეც მაქვს რაიმე კავშირი დედოფალთან
2020, 1 თებერვალი, 3:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2