დიეტოლოგია გვითხარი, რისი ჭამა გიყვარს და გეტყვით, თუ რას გრძნობ 2020, 28 იანვარი, 16:37 ის, რასაც ჩვენ ვჭამთ, ბევრის თქმა შეუძლია იმაზე, თუ როგორი ემოციების დათრგუნვა გვსურს.
ადამიანები გამოხატავენ თავიანთ დათრგუნულ ემოციებს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის საკვებითაც. ადამიანი, რომელიც უარს ამბობს საჭმელზე ან ძალიან ცოტას ჭამს, რაღაცნაირად ცდილობს, რომ შეწყვიტოს სიცოცხლე. თუ ვინმე ჭამს ძალიან ბევრს, ეს იმას ნიშნავს, რომ აქვს სურვილი, თავი დააღწიოს რეალურ ან გამოგონილ საფრთხეს.
ცხარე საჭმელი და სევდა პროფესორი მინიხი ფიქრობს, რომ მწარე საკვებისკენ მაშინ გვაქვს მიდრეკილება, როცა გვსურს ჩვენი მოსაწყენი ცხოვრების შეცვლა. ამით გამოვხატავთ, რომ გვსურს ჩვენს ცხოვრებაში მეტი ემოცია, მეტი აღტაცება იყოს. ნამცხვრები და ტკბილეული
ამ კატეგორიიის საკვებისადმი მიდრეკილება საკმაოდ ხშირია. რატომ ხდება ასე? ადამიანებს, რომლებსაც იზიდავთ ამ კატეგორიის საჭმელი, სურთ ყოველდღიური რუტინის გარღვევა. ისინი საკვებს ისე ეჭიდებიან, როგორც დაკარგულ ენერგიას, რომელიც მათ დაეხმარება სხვადასხვა პრობლემებთან გამკლავებაში. ტკბილეული ეხმარება მათ სიმბოლურად დაიბრუნონ ის სიხარული, რომელიც ასე აკლიათ ცხოვრებაში. მარილიანი საჭმელის მოყვარულებიადამიანები, რომლებიც ამატებენ უკვე მარილიან საჭმელს მარილს, ისე, რომ არც კი სინჯავენ, ყველაზე ხშირად იტანჯებიან შინაგანი არეული ემოციებით. ისინი განიცდიან ძლიერ მოუსვენრობას, ქრონიკულ შფოთვას. მარილს შეუძლია ააჩქაროს ორგანიზმში წყლის მოძრაობა, ამით კი სხეულში შინაგანი მოსვენრობა იწყება. რბილი ტექსტურა
ადამიენბი, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება რბილი საკვებისკენ (ბრინჯი, მაკარონი), არიან კომფორტის მოყვარულები. მათ უნდათ, რომ ვიღაც ცდილობდეს მათ დამშვიდებას. ასეთი საკვებისკენ მაშინ ვართ მიდრეკილნი, როცა ჩვენს ცხოვრებაში ცუდი პერიოდი დგება.
კავშირი საჭმელსა და ჩვენს ქვეცნობიერს შორის საკმაოდ რეალურია.
გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება და დააფიქსირეთ, ემთხვევა თუ არა ზემოთ ნათქვამი თქვენს შემთხვევაში . 168 2-ს მოსწონს
|