"და ღმერთმა შექმნა ქალი....მას შემდეგ არ აქვს მოსვენება არც კაცს და არც ღმერთს-პინო დაენის ნახატები
"და ღმერთმა შექმნა ქალი.... მას შემდეგ არ აქვს მოსვენება არც კაცს და არც ღმერთს"
პინო დაენის დამატყვევებელი ფოტოები:
ერთხელ მაინც, რომ ნახოთ იტალიელი მხატვრის, პინო დაენის ნახატები, არასდროს დაივიწყებთ მას. გეგონებათ, რომ ნახატებზე გოგონები უბრალოდ წამიერად გაშეშდნენ და საცაა გაცოცხლდებიან.



ნახატებზე გოგონები ქალღმერთებივით გამოიყურებიან და ამასთან ერთად აბსოლიტურად მიწიერი არსებები არიან. თითქოს ისინი უმენენ შინაგან ხმას. მათი გამოხედვა სავსეა საიდუმლოებებით, ისინი უმშვენიერესები არიან. მათი შემქმნელი კი იტალიელი მხატვარი პინო დაენია. ის დაიბადა 1939 წელს, იტალიაში.



ეძებდა რა თავისუფლებას ხელოვნებასი, პინო დაენი ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, 1978 წელს . იქ მან 3000 -ზე მეტი წიგნის ყდა დახატა და ამასთან ერთად ქმნიდა არაჩვეულებრივ ქალის პორტრეტებს.



მის ნახატებზე ქალის სილამაზე, სინაზე, ემოცია- ყველაფერი იგრძნობოდა.

პინო დაენი გარდაიცვალა 2010 წელს, 70 წლის ასაკში. მისი ნახატები კი აგრძელებენ მნახველთა დატყვევებას.