საზოგადოებრივი შავაანი - მჭედელი ღმერთ-კაცი სვანურ მითოლოგიაში 2020, 26 იანვარი, 10:07 შავაანი არის მითური მჭედელი სვანურ მითოლოგიაში. შავაანი გახლავთ ჯაჭვის და უფსკრულზე გადადებული რკინის ხიდის გამჭედავი და დამამზადებელი. ის იყო მჭედელთა თაობების მამამთავარი (საინტერესოა, რომ მე-20 საუკუნეში სვანეთის სოფელ ჭუბერში ოსტატი მჭედელი სახელად შავხანი). შავაანი იყო არა მხოლოდ დიდი მჭედელი, არამედ ნახევარ-ღმერთი, ისეთ რკინის ხიდს ჭედდა, რომელზეც ჩვეულებრივი ადამიანები გადადიოდნენ, მაგრამ დევები ძირს ვარდებოდნენ და უფსკრულში იჩეხებოდნენ. ერთ-ერთი დევი თავისი მოდგმის მტერ, მძინარე შავაანს მიეპარა და მძინარეს გრდემლი დაჰკრა, რის მერეც შავაანი ცალი ფეხით დაკოჭლდა. საინტერესოა პარალელია, რომ ბერძნულ მითოლოგიაშიც მჭედლობის ღმერთი ჰეფესტოც კოჭლია. წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 120 1-ს მოსწონს
|