მუსიკა რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და აქვს საქართველოს ჰიმნებს ,,დიდება"-სა და ,, თავისუფლებას"-ს?! 2020, 25 იანვარი, 23:11
დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ საქართველოს ჰიმნებს “დიდება"- სა და “თავისუფლებას". პირველი მათგანი, სახელმწიფო ჰიმნს წარმოადგენდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის 1918-1921 წლებსა და საქართველოს რესპუბლიკისათვის 1991-2004 წლებში.მისი ტექსტი შემდეგი სახის იყო: “დიდება ზეცით კურთხეულს! დიდება ქვეყნად სამოთხეს! ტურფა ივერსა, დიდება ძმობას, ერთობას! დიდება თავისუფლებას! დიდება სამარადისო ქართველ მხნე ერსა! დიდება ჩვენსა სამშობლოს! დიდება ჩვენი სიცოცხლის მიზანს დიადსა! ვაშა! ტრფობასა, სიყვარულს, ვაშა! შვებასა, სიხარულს, სალამი ჭეშმარიტების შუქ - განთიადსა." აღნიშნული ჰიმნის ტექსტისა და მუსიკის ავტორი გახლდათ კოტე ფოცხვერაშვილი. “დიდება" 1918 წლის ქართველი ერის შემართების ზუსტი გამომხატველია. ჰიმნის ტექსტი თავისუფლებისათვის ბრძოლის აღმნიშვნელია.ის სიყვარულისა და ერთობისაკენ მოწოდებაცაა.ამასთან, სიტყვა “დიდება" შვიდჯერაა ნახსენები, რაც სრულყოფილებისა და ჰარმონიულობის გამომხატველია. “დიდებისაგან" განსხვავებით, “ თავისუფლების" ტექსტი შედგენილია ფრაზებით ქართველი კლასიკოსების შემოქმედებიდან ( აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანისა და გალაქტიონ ტაბიძის). მუსიკის ავტორია ზაქარია ფალიაშვილი, ჰიმნად კი დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ. ამჟამინდელი ჰიმნი გამოხატავს თავისუფლემოპოვებული ერის სათქმელს, რომ ქვეყანა დამოუკიდებლობის შემდეგ პირველი ნაბიჯების გადადგმას იწყებს.აი, მისი ტექსტიც: “ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, განათებული მთა-ბარი წილნაყარია ღმერთთანა, თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას. ცისკრის ვარსკვლავი ამოდის, ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება, დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!"
ამ ორი ჰიმნის თაობაზე დღესაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ზოგს “დიდება" ურჩევნია, ზოგსაც “თავისუფლება", თუმცა თითოეული ქართველისათვის ორივე მათგანი პატივსაცემი უნდა იყოს. ასევე საინტერესოა: ბევრისთვის უცნობი მსოფლიოს საოცარი ნაგებობები (+ფოტოები) აფხაზური ანდაზები – ეს საინტერესოა! 152 1-ს მოსწონს 1-ს არა
|