x
image
კატაპულტი
ნახევრად სახალისო იდეები, თუ როგორი უნდა იყოს ავტომობილები საქართველოში
image

ტექნოლოგიური მიღწევები გამუდმებით იწვევს ადამიანთა გაოცებას. მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს უკვე ჰგონია, ყველაფერი გამოგონილია, რაც ადამიანის გონებას შეეძლოო, სწორედ მაშინ გამოჩნდება ხოლმე ახალი ტექნოლოგიის შედევრი, იქნება ეს ტელეფონი, ავტომობილი, რობოტი თუ სხვა. ასე მაგალითად, ავტომობილის პირველი შემქმნელები, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ დღეს ეს სატრანსპორტო საშუალება ასეთი ფორმით მოგვევლინებოდა. ამას რომ თავი დავანებოთ, რამდენიმე წლის წინ იმასაც ვერ წარმოვიდგენდით, რომ შესაძლებელი იყო ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის შექმნა, მაგრამ დღეს ეს აღარავის უკვირს. ქვემოთ წარმოგიდგენთ, საკუთარ ძალიან მარტივ იდეებს ავტომობილის განვითარების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ზოგიერთი მათგანი საინტერესო და ზოგიერთიც, სახალისო იქნება.აქვე აღვნიშნავ, რომ იდეები გათვლილია ძირითადად ქართულ რეალობაზე. მაშ ასე:


1. დამატებითი მოხვევის ციმციმა (“პავაროტნიკი").

image


ხშირად ხდება ხოლმე, რომ გზაჯვარედინებზე მძღოლები ძალიან იბნევიან იმ დროს, როდესაც მარცხნივ მოხვევის ნაცვლად, მათ წინ მიმავალი მანქანა მობრუნებას იწყებს. საქმე ისაა, რომ მობრუნებისას მანქანის სიჩქარე უფრო დაბალია, ვიდრე მოხვევისას (ნორმალური მძღოლის პირობებში). ერთი შეხედვით, არაფერია აქ უცნაური და საგანგაშო, წინა მანქანას ჩართული აქვს მარცხნივ მოხვევის ციმციმა, თქვენ უკნიდან დისტანციის დაცვით მიყვებით, თუმცა თუ შუქნიშანზე ყვითელი ფერი აციმციმდება, უმალ გაზს მიადგამთ ფეხს და თუ წინა მძღოლი მოულოდნელად ნელა დაიწყებს მობრუნებას, მისთვის გვერდის აქცევა ცოტა არ იყოს, გაგიჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, კარგი იქნება ავტომობილების მარცხენა უკანა მხარეს კიდევ ერთი ციმციმა დაემატოს, რომელიც მობრუნების მაჩვენებელი იქნება.

2. დიდი სარკეები.

სარკეებში გახედვა კიდევ ერთი პრობლემაა ქართველი მძღოლებისათვის, ამიტომ ზოგიერთ დაკვირვებულ მძღოლს საკუთარი სარკის გარდა წინ მიმავალი მანქანის სარკეშიც უწევს ყურება, რომ იმ მძღოლის სახე დაინახოს და მასზე ამოიკითხოს რა მანევრის გაკეთებას აპირებს. დიდი სარკეები კი ერთგვარად გაამარტივებდა საქმეს, იქნებ ვეღარ აარიდონ მძღოლებმა მას თვალი.

3. სიგნალი.

საქართველოში სიგნალს კომპიუტერი უნდა აკონტროლებდეს.ასე თავიდან ავიცილებთ გაბრაზებაზე, ყველა ნაცნობის დანახვაზე და ასე შემდეგ, უამრავ არასაჭირო დროს დასიგნალებას. კომპიუტერი თავად გადაწყვეტს საავარიო სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, როდის დაასიგნალოს თქვენმა მანქანამ.

4. წინსვლის ნათურები.

ავტომობილს უკანა მხარეს გააჩნია მუხრუჭის ნათურები, რომლებიც უკანა მძღოლს აწვდის ინფორმაცია, რომ წინა მანქანა ამუხრუჭებს, თუმცა ავტომობილებს არ გააჩნიათ ნათურა, რომელიც გვაუწყებს, რომ მძღოლმა გაზის პედალს დაადგა ფეხი.

არა და, წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნებოდა, რომ იგებდეთ წინა მძღოლი როდის ადგამს გაზის პედალს ფეხს.განსაკუთრებით შუქნიშანთან, როდესაც წინა მძღოლი მუხრუჭს უშვებს ფეხს, მაგრამ გაზს აღარ ადგამს.


5. ტელეფონი მძღოლებისათვის.

image

ქართველ მძღოლებს ძალიან გვიყვარს საჭესთან ტელეფონის გამოყენება, ამიტომ ვფიქრობ, კარგი იქნებოდა სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც ტელეფონში ცალკე ფანჯარად იმ გზის LIve ვიდეო გამოჩნდებოდა, რომელზეც ვიმყოფებით.

კიდევ მრავალი ასეთი იდეის მოფიქრება შეიძლება, თუმცა დღეისათვის ეს ვიკმაროთ.

ასევე საინტერესოა:

5 რჩევა თქვენი ავტომობილის უსაფრთხო პარკირებისთვის

image

თუ თქვენი ავტომობილი და თქვენი თავი გიყვართ, ეს სტატია თქვენთვისაა

image

რჩევები, რომლებიც ქალაქში მოძრაობისათვის ძალიან დაგეხმარებათ

დაუჯერებელი ფაქტები ავტომობილების შესახებ

1
436
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
436
  
2020, 26 იანვარი, 2:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1