დედამიწაზე კლიმატის შეცვლამ კატაკლიზმები გამოიწვია, გლობალური დათბობა საფრთხეს უქმნის კაცობრიობას
მე არ მივეკუთვნები ადამიანების იმ კატეგორიას, რომელსაც უიმედობის განცდა ეუფლება, თუმცა ის კატაკლიზმები, რაც ახლა ხდება მსოფლიო მასშტაბით, ნამდვილად ღირს დაფიქრებად.
გლობალურმა დათბობამ, რაც ბუნებრივთან ერთად "მექანიკური" ანუ ჩვენი, ადამიანების ჩარევის შედეგიცაა, მსოფლიოში კატასტროფულად შეცვალა კლიმატი.
მთელი რიგი ტექნოლოგიების გამოყენებამ, მკვეთრად შეცვალა გარემო და მისი ბუნებრივი პირობები.
მაგალითისათვის, საყოფაცხოვრებო მაცივრებში გამოყენებული ფრეონის სითხეც კმარა, რომელიც დედამიწის ოზონის შრეს აზიანებს.
1928 წელს "ჯენერალ მოტორსის" ამერიკელმა ქიმიკოსმა ტომას მიდგლეიმ (უმცროსმა) შეძლო გამოეყო და სინთეზირება მოეხდინა ქიმიური შენაერთის, რომელსაც მოგვიანებით ფრეონი (ლათინურიდან "frigor"-სიცივე) უწოდეს. მოგვიანებით სინთეზირებულ იქნა აღნიშნული ქიმიური შენაერთის მთელი ჯგუფი და მათ აღსანიშნავად გამოყენებულ იქნა ლათინური ასო " R " და ციფრული კოდი.
თავისი თერმოდინამიკური თვისებების გამო ფრეონმა ფართო გამოყენება პოვა მაცივრებში, კონდიციონერებში, პარფიუმერიასა და მედიცინაში.
თუ მაცივარსა და კონდიციონერში ის გამოიყენებოდა, როგორც გაცივების საშუალება, პარფიუმერიასა და მედიცინაში ის გამოიყენებოდა და გამოიყენება აეროზოლის სახით.
მან ასევე ფართო გამოყენება პოვა, როგორც ხანძრის ჩასაქრობად ეფექტურმა საშუალებამ (ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა ფრეონი "13В1").
1987 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროექტის- "გარემოს დაცვის შესახებ", "მონრეალის პროტოკოლით" აიკრძალა ფრეონის გარკვეული სახეობის გამოყენება, პირველ რიგში აიკრძალა ფრეონი "R-12", როგორც ოზონის შრის ყველაზე აქტიური დამზიანებელი. ასევე ფრეონის იმ სახეობის გამოყენებაც შეწყდა, რომელიც გამოიყენებოდა ცეცხლის ჩასაქრობად უფროსი თაობის ადამიანებს გახსოვთ ალბათ ცეცხლსაქრობი, რომლითაც იყო აღჭურვილი "ლაზი"-ს ტიპის ავტობუსები (მე არ მოვსწრებივარ, მაგრამ ვიცი უფროსების გადმოცემით და თავადაც მაქვს სხვისი ნაჩუქარი ცეცხლმქრობი, რომლის გამოყენების საჭიროება არ დამდგარა საბედნიეროდ).
საშიშროების შემცველი ფრეონების შკალაში "ხლადონ 22"-ს საშიშროების მეოთხე დონე აქვს მინიჭებული, მას გააჩნია ნარკოტიკული მოქმედება, იწვევს სისუსტეს, მოდუნებას, რომელიც მოგვიანებით აღზნებადობაში გადადის, ხშირ შემთხვევაში ძილიანობასაც იწვევს, დიდი კონცენტრაციით სასუნთ ორგანოებში მოხვედრისას ადამიანის სუნთქვის ცენტრის ბლოკირებას იწვევს, კანზე მოხვედრისას კი ძლიერი მოყინულობის გამო კანის იმ მონაკვეთის დანეკროზებას იწვევს.
ეს რაც შეეხება ფრეონს, ახლა წარმოიდგინეთ რამხელა ზიანს აყენებს გარემოს მანქანების მიერ გამოყოფილი მავნე აირები, რომლებიც გარემოსათვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს, ასევე ფაბრიკა-ქარხნები, რომლებიც სპეციალური გამწმენდი ფილტრების გარეშე მუშაობენ.
გარდა ამისა წყლის დაბინძურებამ კატასტროფულ ზღვარს მიაღწია, რის გამოც ზღვებსა და ოკეანეებში მასობრივად ნადგურდება იქ ბინადარი პოპულაციები, ბოლო წლებში დელფინების დაღუპვამ შავ ზღვაში მასიური არა საბედნიეროდ, მაგრამ საკმაოდ დიდ რიცხვს მიაღწია.
და ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ მსოფლიო დონის ბუნებრივი კატაკლიზმების ფოტოკოლაჟი, მე არ ვაპირებ ვინმე შევაშინო ან ცუდი მომავალი დავუსახო, უბრალოდ მინდა ვანახო, თუ რა შედეგი მოაქვს გლობალურ დათბობას მსოფლიოსათვის.
აშშ-ში ალასკაში მდებარე პედერსენის მყინვარი, რომელიც 100 წლის წინ ასე გამოიყურებოდა, ქვედა ფოტო კი დღევანდელი რეალობის ამსახველია.
ეს კი ვიქტორიას ჩანჩქერია
ყატარის ტყეები ქრება
წყალდიდობები მატულობს
ზღვების და ოკეანეების ფლორა ნადგურდება
გლობალური დათბობის გამო ათასწლოვანი მყინვარი ტბად იქცა
აკულეოს ტბა 6 წელიწადში სრულად გაქრა
სამხრეთ აფრიკაში ბუნებრივი წყალსაცავი მთლიანად აორთქლდა
მდინარე განგის ადიდების გამო ადამიანებმა საცხოვრებლები დაკარგეს
ასე შეიცვალა და განადგურდა ურმიას ულამაზესი ტბა
ამაზონის ტყეები ხანძრის შემდეგ ასე საშინლად გამოიყურება
მდინარე მისისიპის კატასტროფულმა ადიდებამ ქალაქი დატბორა
ასეთი იყო და დღეს ასე გამოიყურება გრინელას მყინვარი
ოროვილის ტბა კალიფორნიაში 3 წელიწადში პრაქტიკულად გაქრა
ეს კი რუსეთში ერთერთი ყველაზე წყალუხვი მდინარე დონია, რომელიც აზოვის ზღვას ასაზრდოვებდა და მდინარეზეც უზარმაზარი გემები დაცურავდნენ-დღეს ასე გამოიყურება