საქართველო "მკვდრებთან ანგარისშწორება მთლად მართალი არ მგონია, ცოცხლებს მოვთხოვოთ, ცოცხლებს"-ნინო კვაჭანტირაძე 2020, 24 იანვარი, 13:25 ![]() მე ამ ქვეყნის ჭირისუფალი კი ნამდვილად ვარ, სულით. გულით, ხორცით და ყველაფრით, მაგრამ ძალიან ვწუხვარ, ადამიანურად, მკვდრებთან ანგარისშწორება მთლად მართალი არ მგონია, ცოცხლებს მოვთხოვოთ, ცოცხლებს, დანარჩენი ისტორიის საქმეა და ყველას თავის ადგილს მიუჩენს!!! ნუ ვჩქარობთ!!! რა კარგი სიტყვაა ღვთისნიერი და სხვამ თუ ვერ იცხოვრა ღვთისნიერად, შენ იყავი უკეთესი, დამნდობი, შენმდობი, მოწყალე, ესაა ადამიანობის ფორმულა და ამით უდგას სული დედამიწას… ღმერთო, შენ მიშველე მეც და ყველას, ვისაც თავი მართალი ჰგონია!!! “-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო კვაჭანტირაძე. ![]() საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას სოციალური ქსელით გამოეხმაურა, თან გააზიარა საკუთარი საავტორო დოკუმენტური ფილმი "დახვრეტილი საქართველო” აღნიშნა:“ვისაც სიგუას ჭირისუფლობისკენ უწევს გული, ჯერ ამ ფილმს უყუროს!.. თენგიზ სიგუას სიონის ტაძარში გადასვენება არის ფსკერი!”. შეგახსენებთ“ საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1990-1991 წლები, შემდგომში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1992-1993 წლებში თენგიზ სიგუა 21 იანვარს გარდაიცვალა 85 წლის ასაკში. 532 2-ს მოსწონს
|