სხვა აფრიკაში კაცი ორ თვეზე მეტია 25 მეტრის სიმაღლეზე,ღვინის კასრში ცხოვრობს 2020, 23 იანვარი, 19:33
ვერნონ კრიუგერი 25 მეტრის სიმაღლეზე 500 ლირტიან ღვინის კასრში უკვე ორ თვეზე მეტია ცხოვრობს და გადაჰყურებს სამხრეთ აფრიკული ქალაქ დულსტრუმის ხედს, თუმცა მთავარი 52 წლის მამაკაცისთვის საკუთარი მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაა, რომელიც 1997 წელს დაამყარა, მაშინ კრუგერმა ბოძზე მიმაგრებულ კასრში 67 დღე იცხოვრა.
2020 წლის 21 იანვარს კრუგერმა ძველი რეკორდი გააუმჯობესა, თუმცა ჯერჯერობით არ აპირებს კასრის მიტოვებას, როგორც თვითონ აცხადებს, აპირებს კასრში ცხოვრება 80 დღემდე გაზარდოს. "ამ კასრში ძილი არც თუ ადვილია"-ამბობს კრიუგერი-ძალზე პატარა ადგილია და მიწევს ემბრიონის პოზაში წოლა" "სახლი, ცაშია"-კრუგერი ბუნებრივი მოთხოვნილებების მოშორებისთის სპეციალური სადრენაჟო სისტემით არის აღჭურვილი, ორ კვირაში ერთხელ ბანაობს პატარა ტაშტში, ხოლო საჭმელს თოკზე გამობმული კალათის საშუალებით აწვდიან. კრუგერს მობილური ტელეფონი აქვს და შესაბამისად გარესამყაროსთან კავშირი. მნახველებს კასრში არ უშვებენ თუმცა მათ შეუძლიათ რამე დაუყვირონ ქვემოდან ან ხელი დაუქნიონ. 596 4-ს მოსწონს
|