სხვა როგორ იზრდიდნენ მკერდს ქალები XIX საუკუნეში 2020, 23 იანვარი, 20:42
დიდ მკერდზე მოთხოვნა ყოველთვის იყო, მის შთამბეჭდავ ზომებზე XIX საუკუნეშიც კი არაერთი ქალი ოცნებობდა, თუმცა, მაშინ მოცულობაში მისი გაზრდა მხოლოდ ვიზუალურად, სპეციალური თეთრეულისა და აქსესუარების საშუალებით ხდებოდა.
იმდროინდელი ქალთა ჟურნალები ძირითადად სასწაულმოქმედი აბებისა და საგანგებოდ დამზადებული მიქსტურის რეკლამებით იყო გადავსებული, სადაც მწარმოებლები საკუთარი პროდუქციის ეფექტურობაში სუსტი სქესის წარმომადგენლების დარწმუნებას ყველა მარკეტინგული ხრიკის გამოყენებით ცდილობდნენ. სწორედ ამ კატეგორიაში ნახავდით იმ პერიოდის ცნობილი ბრენდების მიერ შეთავაზებულ მაგალითად, კანზე შესაზელ სპეციალურ "საცხს ბიუსტითვის", რომლის რეკლამაც მკერდის გადიდების მსურველებს მისი რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში ჯადოსნურ შედეგს ჰპირდებოდა.
XIX საუკუნის საფრანგეთში მკერდის მოცულობის გასაზრდელი "აღმოსავლური აბები" საკმაოდ ეფექტურად ითვლებოდა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტები არსებულ პრობლემას მაინც ვერ აგვარებდა, მაშინ საქმეში უკვე სპეციალური - "Princess Bust Developer" - ის აპარატი ერთვებოდა, რომელიც ერთი შეხედვით ვანტუზს (მოწყობილობა წყალსადენის მილებში დაგროვებული ჰაერის ავტომატურად გამოსადევნად) მოგაგონებდათ. რეკლამის თანახმად, აღნიშნული მოწყობილობა არა მხოლოდ მკერდის კუნთებს ავითარებდა, არამედ კაპილარებსაც ამაგრებდა და მოშვებულ კანს გამკვრივებაში ეხმარებოდა.
ქალებმა არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით, საკუთარ თავზე არაერთი, კარგად აპრობირებული მეთოდი სცადეს, ხოლო ისინი ვინც სასურველ შედეგს - აბების, კრემებისა და აპარატის საშუალებით მაინც ვერ აღწევდა, დახმარებისთვის მკერავებს მიმართავდა.
ამგვარად, 1860 - იან წლებში კაბისთვის საჭირო მოცულობის მისაცემად, მკერდის არეში ბამბის ან რეზინის სპეციალური საფენების ჩადება დაიწყეს, რომელსაც შიდა საცვლის გარედან ამ შიგნიდან ამაგრებდნენ.
მოგვიანებით, ქალბატონებს "ბიუსტის გასაუმჯობესებელი" პატენტირებული "Lemon Cup"- მოევლინათ.
Lemon Cup, 1890
"Lemon Cup", ბამბის თეთრ ჩანთაში მოთავსებულ ორ მრგვალ ბალიშს მოგაგონებდათ, თუმცა ერთი შეხედვით, ეს კონსტრუქცია არც ისე მარტივად გამოიყურებოდა! ჩანთის შიგნით, ცხენის ძუაში ჩამალული სპეციალური ზამბარები მდებარეობდა, რომლებიც დამაგრებული ჰორიზონტალურად არც მეტი, არც ნაკლები ვეშაპის ულვაშით იყო. "Lemon Cup" - ის კორსეტთან ტარების დროს კი, მკერდი ვეშაპის ულვაშს აწვებოდა, რომელიც პრესისგან ზამბარას გარეთ სწევდა, რითიც საბოლოოდ დიდი ბიუსტის შთაბეჭდილება იქმნებოდა.
"ნაქსოვი ცელულოიდი" და ბამბის "მკერდის გასაუმჯობესებელი" 1890- იანი წლები
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ცელულოიდის მაგარი თასები ბამბით იყო ამოვსებული, რომლის ზემოდან მშვენიერი სქესის წარმომადენლები ნანსუკს (ერთგვარი ბამბის წმინდა ქსოვილი, ტილოს მსგავსი; იყენებენ თეთრეულისათვის) იცვამდნენ, ხოლო როდესაც მოდაში S - ფორმის სილუეტი შემოვიდა, ქალბატონები იძულებულები იყვნენ კორსეტის გარდა, უკვე სპეციალური ბიუსტჰალტერი ე.წ. - "monobosom" -იც მოერგოთ, რომელიც ძირითადად ბამბისა და ვეშაპის ულვაშისგან მზადდებოდა.
ქალის მკერდის მოცულობის გასაზრდელი (გარედან) 1905 წწ
ქალის მკერდის მოცულობის გასაზრდელი (შიგნიდან) 1905 წწ
მოდა ამ ფორმის ბიუსტჰალტერზე 10 წელზე მეტხანს, 1900 - დან 1910 - წლის შუა ხანებამდე გაგრძელდა.
|