x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ზოგიერთი წმ. მამის, ფართოდ აღიარებული და ამავე დროს არასწორი მოსაზრება, ანტიქრისტეს პიროვნების შესახებ
image



ზოგიერთი წმ. მამის, ფართოდ აღიარებული და ამავე დროს არასწორი მოსაზრება, ანტიქრისტეს პიროვნების შესახებ.

სტატიის ავტორი: დანიელ სავანელი.


სასულიერო ლიტერატურაში და დღევანდელ საზოგაოებაში საკმაოდ გავრცელებულია, ძველი თუ თანამედროვე, სხვადასხვა მოსაზრებები ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნების შესახებ და თავად ანტიქრისტეს პიროვნების შესახებ. ძირითადად ეს თანამედროვე მოსაზრებები, არის მცდარი და ზოგჯერ ფანტასმაგორიულიც, რომელნიც საერთოდ მოწყვეტილია, მსოფლიოში არსებულ რეალურ-პოლიტიკურ ყოფას და სიტუაციას. ამას ემატება ისიც, რომ სხვადასხვა საზოგადოებრივი რელიგიური ინსტიტუტები, ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური მიზნების შესაბამისად, გამოთქვან მოსაზრებები და ესქატოლოგიური დროისათვის მიკუთვნებულ წინასწარმეტყველობებს, შესაბამისად გაუკეთონ, თავიანთი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, არასწორი ინტერპრეტაციები. ამ არასწორი ინტერპრეტაციის საკითხში კი, ყველაზე მეტი აქტიურებით გამოირჩევიან, კრემლიდან მართული რუსული და კრემლთან შეგნებულად თუ შეუგნებლად მოთანამშრომლე, ფაქტიურად კრემლის პოლიტიკური მოკავშირე, სასულიერო სამყაროს წარმომადგენლები. ზოგადად, ამ თანამედროვე ყალბი მოსაზრებების სათავეს, კრემლი წარმოადგენს, სწორედ კრემლის მიერ დაკვეთილ, სამეცნიერო ინსტიტუტებში იწერება "მსოფლიო შეთქმულების მოდერნიზებული", ანტი-დასავლური ისტერიისა და პროპაგანდის ყალბი ფანტასმაგორიული თეორიები, ანტი-ქრისტეს მიერ ფანტასმაგორიულად მართულ მიკრო-ჩიპებზე, აიდი-ბარათებზე, შტრიხ-კოდებზე. ასევე მსოფლიოს მოსახლეობის ფიზიკურ განადგურებაზე მეოცნებე და ადამიანების ფიზიკურ განადგურებაზე მომუშავე, ე. წ. თანამედროვე მასონებზე ანუ მათი თქმით, დასავლეთის წამყვან პოლიტიკურ ლიდერებზე, მსხვილ ბანკირებზე, დასავლეთის მსხვილი კომპანიების მფლობელებზე, ფინანსურ წრეებზე და ზოგადად მსხვილი კაპიტალის მფლობელ ადამიანებზე, რომელთა გეგმებიც თურმე ყოფილა, კაცობრიობის არა მარტო სრული, დამონება და დამორჩილება, არამედ მათი უმრავლესობის ფიზიკური განადგურება და მაქსიმუმ ერთ მილიარდამდე დაყვანა. ეს ცრუ თეორიაც კრემლის დაკვეთით დაიწერა და მას "კაცობრიობის ოქროს მილიარდის გეგმა ქვია". შემდეგ თავიანთი მოკავშირე სასულიერო ელიტის საშუალებით, ხდება ამ ცრუ პროპაგანდის იმპორტი, სხვა ქვეყნებში და განსაკუთრებით ერთმორწმუნე მართლმადიდებლურ ქვეყნებში, რადგანაც კრემლს კვლავ სურს ამ ქვეყნების კონტროლი, როგორც პოლიტიკურად ისე რელიგიურად.



თანამედროვე მცდარი მოსაზრებები, ანტიქრისტეს პიროვნების ვითომ მომავალში მოსვლის შესახებ, უფრო ფართოდ მაქვს განხილული სხვა წერილში. ამ წერილში კი, მინდა განვიხილოთ, ზოგიერთი საკმაოდ აღიარებული ძველი დროის წმინდა მამის, ძველი არასწორი რამოდენიმე მოსაზრება, ანტიქრისტეს პიროვნებასთან დაკავშირებით, რადგანაც სწორედ ამ არასწორი მოსაზრებებიდანაც, გამოაქვთ არასწორი დასკვნები და ფართო საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, ზოგიერთ რადიკალურად და ფანატიკურად, აგრეთვე ანტი-დასავლური ისტერიით მოაზროვნე ულტრა-ფუნდამენტალისტებს. ამ წერილში განვიხილავთ, მათ მხოლოდ სულ რამოდენიმე ფართოდ აფიშირებულ არასწორ მოსაზრებას, რადგანაც წმ. მამათა თითოეული გამონათქვამის დოგმად ქცევა, გაფეტიშება, აბსოლიტურ ჭეშმარიტებად და შეუმცდარ აზრად გამოცხადება, ულტრა-ფუნდამენტალისტური აზროვნების მავნე პრაქტიკაა. უნდა გავიგოთ ისიც, რომ შეუმცდარი ადამიანები არ არსებობენ, მათ შორის არც შეუმცდარი წმ. მამები. ჯერ ვნახოთ, ძველი საუკუნეების წმინდა მამათა ზოგიეთი მოსაზრება, ანტიქრისტეს პიროვნებასთან დაკავშირებით. სასულიერო ლიტერატურიდან ცნობილია მათი გამონათქვამები, განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი. წმიდა მამები: ირინეოსი („მწვალებლობათა წინააღმდეგ“, წგ.V, თ.39), იპოლიტე („სიტყვა ქრისტესა და ანტიქრისტეზე“), აგრეთვე ილარიონი, ამბროსი მედიოლანელი, იერონიმე და ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავდნენ, რომ ანტიქრისტე წარმოიშვება დანის, იაკობის ერთ-ერთი ძის ტომისაგანო. ხორციელის კვირის სვინაქსარში ვკითხულობთ, რომ მოვა ანტიქრისტე და იშვება, სიტყვისაებრ წმიდა იპოლიტე რომაელისა, ბილწი დედაკაცისაგან, ცრუ-ქალწულისაგან, ნათესავისაგან დანისაო. მსგავსი მტკივებისათვის საფუძველი თვით საღმრთო წერილშიც მოგვეპოვება; ვნახოთ რას გვასწავლის იგი. ა) მამამთავარ იაკობის წინასწარმეტყველებაში თავისი თორმეტი ძის გამო, რომელთაც ისრაელის ტომებს დაუდვეს სათავე, დანის შთამომავლობის მომავალი ბედი ისეთი სიტყვებითა მინიშნებული, რაც მხოლოდ ანტიქრისტეს შეიძლება განეკუთვნებოდეს. წმიდა იაკობი ასე ამბობს: „და იყოს დან გველ გზასა ზედა, მზირად მჯდომარე ალავსა, და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა და დაეცეს მხედარი მართლუკუნ“ (დაბადება 49, 17). ბ) წმიდა იერემიას წინასწარმეტყველების წიგნში ნათქვამია: „დანით გვესმა ხმაი სიმახვილისა ცხენთა მისთასა, ხმისაგან ხვივილისა ცხენოსნობისა ცხენთა მისათასა შეიძრა ყოველი ქვეყანა, და მოვიდეს და შეჭამოს ქვეყანა და სავსებაი მისი, ქალაქი და შინა დამკვიდრებულნი მის შორით მით, რამეთუ, აჰა, გამოვავლენ თქვენდამი გველთა მაკვდინებელთა, რომელთა არა არს სახვრაი, და გკბენდნენ თქვენ, - იტყვის უფალი, - უკურნებელად სალმობიერებისა გულისა თქვენისა უღონოქმნულისათა (იერემ. 8, 16-18). გ) იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსის) წინასწარმეტყველებაში, როცა საუბარია ებრაელთა ტომების შესახებ (ღმერთის მონათა და ანგელოზის მიერ „შუბლთა ზედა მათთა დაბეჭდილთა“), ჩამოთვლილია თორმეტი ტომი ისრაელისა იაკობის ძეთა მიხედვით, და მათ შორის არ არის დასახელებული დანი, რომლის ნაცვლად მოხსენიებულია „თესლი ლევისა, ვითარცა სამღველოი“ (ანდრია კესარიელი „თარგმანებაი გამოცხადებისაი“, 7, 4-8) “.


ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ჯერ წმ. მამამ ირინეოსმა (130-202წწ.), 177 წლიდან ლიონის ეპისკოპოსმა, თავის შრომებში დაწერა, რომ ბოლო ჟამის ანტიქრისტე, დანის ტომიდან იმიტომაც იქნებაო, რომ რადგან აპოკალიფსში გადარჩენილთა 12 ებრაულ ტომში იოანემ არ მოიხსენია ეთნარქი დანიო. ე. ი. რადგან დანის ტომი შობს ანტი-ქრისტესო, ამიტომაც დანის ტომი იმით დაისჯებაო, რომ ვეღარ მოხვდება ყოველი ტომიდან გადარჩენილთა თორმეტ-თორმეტ ათასშიო. ამავე დროს მხეცის (ანტიქრისტეს) სახელის რიცხვის ანუ 666-ის, შემდეგი განმარტება მოგვცა, რომ ასოების რიცხვითი მნიშვნელობების ჯამი იქნებაო 666 და რამოდენიმე შესაძლო სახელიც შემოგვთავაზა. იგივე გაიმეორა მისმა მოწაფემ წმ. მამამ იპოლიტე რომაელმა. წმ. მამამ ანდრია კესარიელმა დაახლ. 563-614 წწ. დაწერა “აპოკალიფსის” განმარტებანი, სადაც მხეცის რიცხვზე და დანის ტომზეც იგივე გაიმეორა, რაც ირინეოსმა, თანაც ამტკიცებდა, რომ ბოლო ჟამი ძალიან ახლოს არისო და ასევე აცხადებდა, რომ დანის ტომის მაგივრად აპოკალიფსში ლევის სამღვდელო ტომია ნახსენებიო, რომელიც მისი გაგებით ადრე არ შედიოდა 12 მუხლშიო. რაც არასწორია, რადგანაც ლევის ტომი ყოველთვის შედიოდა 12 ეთნარქში, მხოლოდ ის იყო, რომ როცა ეთნარქების დასახლებაზეა ლაპარაკი აღთქმულ მიწაზე, ბიბლიაში წერია, რომ მათ მიწა არ შეხვდათ, რადგან იყო სამღვდელო ტომიო. იოანემ აპოკალიფსში გადარჩებნილთა შორის, რადგან არ მოიხსენია დანის ტომიო, ამიტომაც ”ანტიქრისტე დანის ტომიდან იქნებაო”- ამ ვერსიას, ემხრობიან აგრეთვე, შემდეგი წმ. მამები: ილარიონი (288-372წწ.), ამბროსი მედიოლანელი (340-397წწ.), იერონიმე (342-420წწ.), ნეტარი ავგუსტინე (354-430წწ.), აგრეთვე თეოდორიტე.



ეხლა ვნახოთ, იაკობის ძენი, დაბადება: თ.35 “მ.23 ლეას ძენი იყვნენ რეუბენი - იაკობის პირმშო, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულონი. მ.24 რახელის ძენი იყვნენ იოსები და ბენიამინი. მ.25 ბილჰას ძენი, რახელის მხევლისა: დანი და ნაფთალი. მ.26 ზილფას ძენი, ლეას მხევლისა: გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ფიდან-არამში.”. აქვე ერთი საგულისხმო ინფორმაცია, რომელიც მერე დაგვჭირდება, იოსების ტომი გაიყო ორ ნაწილად, ესენია: დაბადება, თ.46 “მ.20 შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში ვაჟიშვილები... .მენაშე და ეფრემი.”. ე.ი. დაბადების თორმეტი ტომი, ესენია: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულონი, იოსები, ბენიამინი, დანი, ნაფთალი, გადი და აშერი. იოანეს “გამოცხადების”, “გადარჩენილ ბეჭედდასმულთა” თორმეტი ტომი ესენია: გამოცხადება, თ.7 “მ.4-8 იუდა, რუბენი, გადი, აშერი, ნეფთალი, მენაშე, სიმონი, ლევი, ისახარი, ზებულონი, იოსები, ბენიამინი.”. ე. ი. ლევის ტომი, ყოველთვის იყო მოხსენიებული თორმეტ ტომში, როგორც ძვ. აღთქმაში ისე იოანეს გამოცხადებაშიც. ანდრია კესარიელის გამონათქვამი იმაზე, რომ დანის ტომის მაგივრად იოანემ გადარჩენილთა თორმეტ ტომშიო შეიყვანაო ლევის ტომიო არასწორია, რადგანაც ლევის ტომი ყოველთვის იყო ძვ. აღთქმაში მოცემულ თორმეტი ტომის ჩამონათვალში. იოანემ კი თავის აპოკალიფსში, დანის ტომის მაგივრად, ლევის ტომი კი არ შეიყვანა, ის ყოველთვის ისედაც იყო ამ ჩამონათვალში, არამედ იოანემ დანის ტომის მაგივრად შეიყვანა, იოსების ორი შტოდან ერთ-ერთი ძე მენაშე.



მათი: ირინეოსის, იპოლიტე რომაელის და ანდრია კესარიელის მოსაზრების მცდარობა იმაშია, რომ რომც ყოფილიყო ბოლო ჟამის ანტიქრისტე დანის ტომიდან, თუნდაც ამის გამო, მთელ დანის ტომს და მის შთამომავლებს, უზენაესი ჯოჯოხეთში ხომ არ გაისტუმრებს, ანდაც მათი წარმომადგენლები ბეჭედდასმულთა რიგებშიო, ამიტომაც ვერ მოხვდნენო. ეს მოსაზრება, როგორ ფიქრობთ სწორია? რა თქმა უნდა არა.



რამდენი მტარვალ-დიქტატორი ჰყავდა მსოფლიოს ყველა ხალხს. მარტო მეოცე საუკუნე ავიღოთ: ლენინი, სტალინი, ჰიტლერი და სხვა მრავალნი. მარტო ამ სამმა პიროვნებამ, რაც დამართა კაცობრიობას და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე საშინელი სისხლიანი ამბები დაატრიალა, განა მომავალში ვინმე შეძლებს მათ გადააჭარბოს ამაში. მათი ბრძანებით არა მარტო მილიონები დახოცეს, არამედ მილიონები ჩაითრიეს თავის ბოროტებაშიც და თავის ხელით ახოცინეს ამდენ ადამიანს, თავიანთი მოწინააღმდეგენი. ამ სამი ტირან-დიქტატორის, მტარვალისა და გამტიალებლის, ძალადობითა და ზეგავლენის წყალობით, მთელს დედამიწაზე 150 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ლენინის დედა თუ წარმოშობით სუფთა ებრაელი იყო, თუნდაც დანის ტომის შთამომავალი, სტალინი თუ ქართველი იყო, ჰიტლერი კი ავსტრიელი-გერმანელი, მათი ეროვნული კუთვნილების და წარმომავლობის გამო, უზენაესი მთელს ერს ხომ არ დასჯის და მთელს ერს ხომ არ გადაუკეტავს, გადარჩენილთა რიგებში მოხვედრის შანსს ანდაც ეს ხალხი ბეჭედდასმულთა რიგებში, ამის გამო ვერ მოხვდებიანო, ეს ხომ ყოველგვარ საღ აზრს და ლოგიკასაა მოკლებიული, ეს ხომ სრული ნონსენსია. ამიტომაც კატეგორიულად არ არის სწორი ის მოსაზრება, რომ ანტიქრისტე დანის ტომიდან იმიტომ იქნებაო, რომ აპოკალიფსში, გადარჩენილთა თორმეტ ებრაულ ტომში, დანის ტომი, რადგანაც არ არის ნახსენებიო. თუმცა არავინ უარყოფს და ვერც დავამტკიცებთ იმას, რომ შესაძლებელია რომელიმე მტარვალისა და ტირან-დიქტატორის წინაპარი, მართლაც იყო დანის ტომის შთამომავალი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ამ შემთხვვაში არცა აქვს. ვლადიმერ (666) ლენინი ყველაზე რეალური პრეტენდენტია, იმ ანტი-ქრისტესი და იმ მხეცისა რომელიც აპოკალიფსში არის გადმოცემული. არა მარტო იმიტომ, რომ ეზეკიელის მიხედვითაც, უკანასკნელი მტარვალი, მაგოგის ახალი და უკანასკნელი იმპერიის, წინამძღოლი და დამაარსებელი უნდა ყოფილიყო. ლენინი არა მარტო მაგოგის იმპერიის დამაარსებელია, სხვათაშორის ლენინი წარმოშობითაც მაგოგელია, რადგანაც მამის მხრდან, თათარ-მონღოლური ანუ მართლაც მაგოგის წარმომავლობისა იყო, ხოლო ლენინს დედა სუფთა ებრაელი, ბლანკის გვარისა ჰყავდა. არც იაკობისა და იერემიას წინასწარმეტყველებას, ეწინააღმდეგება ლენინის პიროვნება. ასე, რომ კაცობრიობის მსოფლიო ისტორიაში, არ არსებობს იმაზე მსგავსი ისტორიული მოვლენები, რაც სსრკ-ში დატრიალდა და რამდენი რამეც დაემთხვევა გამოცხადების მე-12 და მე-17 თავებში აღწერილ მოვლენებს. სწორედ ანტიქრისტე ლენინზეა ნათქვამი პავლეს სიტყვები, “როცა იქნებაო დიდი განდგომილება .….. და ღვთის ტაძარშიც კი ჩაჯდებაო ურჯულოების ძე ანტიქრიტეო”. ე. ი. რადგან “დიდ განდგომილებაზეა” ლაპარაკი, ლოგიკურია, რომ ეს უნდა ყოფილიოყო, დიდ ქრისტიანულ ქვეყანაში და ასეც მოხდა. ანტიქრისტე ლენინი, ჩაჯდა რა, თავისი მომხრეებისათვის საკრარულად ღვთის ტაძარში ანუ კრემლში, სწორედ იმ კრემლში, სადაც ერთ დროს უდიდესი ღვთის ტაძარიც იყო განლაგებული, საიდანაც იქადაგა საყოველთაო ღვთის გმობა (“რელიგია არის ხალხთა ოპიუმი”) და რადიკალურ-ტოტალიტარული ათეიზმი, სისხლიანი, რადიკალურ-ბოლშევიკური, საყოველთაო წითელი ტერორით, სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ, რასაც მარტო ლენინის ეპოქაში, 10 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მან აგრეთვე იქადაგა, მსოფლიო პროლეტარული რევოლუციისა და დიქტატურის იდეა, მთელს მსოფლიოში. ქრისტიანული წმინდა სამების ანალოგიურად, ბოლშევიკებმა შექმნეს რადიკალურ-ბოლშევიკური სამება, ათეისტურ-კომუნისტური ტრიადა: მარქსი-ენგელსი-ლენინი. მიაღწიეს რა თავის მიზანს ანუ საყოველთაო განდგომილებას, ლენინი იქცა თავისი მომხრეებისათვის: ბოლშევიკებისათვის და ხალხის დიდი ნაწილისათვის - ბელადად, კერპად და ცოცხალ კაც-ღმერთად. მათთვის კრემლი იყო მათი ტაძარი, საიდანაც მათი ღმერთი ქადაგებდა და პარალელურად დატრიალდა კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე სისხლიანი ჟამი. ახალი კაც-ღმერთისა და ახალი კერპის, თაყვანის საცემად ააგეს მავზოლეუმი, სადაც მილიონები მიდიოდნენ, თავიანთი ახალი კერპის, მუმიფიცირებული გვამისათვის პატივის მისაგებად.



ირინეოსი, იპოლიტე რომაელი და ანდრია კესარიელი ამტკიცებდნენ, ბოლო ჟამის ანტიქრისტეს სახელის რიცხვი, შემდეგნაირად უნდა გაიშიფროსო, რომ ანტიქრისტეს სახელის დაწერილობის ასოების რიცხვითი მნიშვნელობების ჯამი უნდა იყოსო 666. ჰქონდათ კიდევაც, რამოდენიმე ვარიანტი სახელის დაწერილობისა, თუმცა ამ ვერსიების სისწორე ისტორიამ არ დაადასტურა ანუ ისტორიამ დაამტკიცა, რომ ეს ვერსიები არასწორი იყო. არც მიკვირს რომ შეეშალათ, რადგან ისინი ხომ არ იყვნენ წინასწარმეტყველნი და 1800-1400 წლის წინათ, აპოკალიფსური წითელი მხეცის განმარტება, მათგან ძალიან ძნელი და წარმოუდგენელი იქნებოდა. შემდგომ ამის საფუძველზე მე-19-ე საუკუნეში, სამი გერმანელი პროტესტანტი სასულიერო პირი: ბენარი, ჰაიტციგი და როისი, ამტკიცებდა რომ მხეცი ნერონი არისო. რაც დიდი სიცრუე იყო! მათ დაწერეს ლათინური ასოებით და ებრაული შინაარსით, “კეისარი ნერონი” ანუ “ ნერონ კესსარ”- ებრაული შინაარსით. შემდეგ ვითომ შეკრიბეს, ასოების რიცხვითი მნიშვნელობები, ისე როგორც მათ აწყობდათ ანუ შეკრიბეს, მხოლოდ თანხმოვნები და თანხმოვნების შეკრებით სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღეს. ამიტომაც რაც აწყობდათ, იმ რიცხვის შესამბამისი ხმოვანი "ო" და მისი შესაბამისი რიცხვი - 6 კიდევ დაუმატეს. ე. ი. სასურველი შედეგის მისაღებად, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ხმოვანი ასოს "ო-ს" შესაბამისი რიცხვი - 6-ნი მიუმატეს და ასე, გაყალბებულად და წვალებით, მიიღეს ჯამი 666 და რეალურად ვერც მიიღეს. ეს ვერსია ძალიან მოსწონთ ათეისტებს, იოანეს აპოკალიფსის სკეპტიკოსებს და კრიტიკოსებს, ასევე ფსიქოლოგებს და სხვებსაც. რადგანაც მათ აწყობთ იმის მტკიცება, რომ მხეცი ანუ იგივე 666 ნერონი არისო და აპოკალიფსი არა წინასწარმეტყველური, არამედ უბრალოდ, რომის იმპერიაზე და ნერონზე დაწერილი, ალეგორიული და მეტაფორული ნაწარმოები არისო. 666 და მხეცი, რომ იოანეს თანამედროვე, რომის იმპერატორი ნერონი იყო, ეს ვერსია ასევე განსაკუთრებით იმათ მოსწონთ, ვისაც იოანეს აპოკალიფსი, კუნძულ პატმოსზე გადასახლებული, მათივე განცხადებით, შიზოფრენიით დაავადებული მოხუცის ჰალუცინაციური ბოდვა ჰგონიათ. თუმცა ყველა მათგანი აღიარებს, რომ გამოცხადება ხელოვნების უდიდესი შედევრია, სიტყვათა წყობით, გარკვეული პოეტურობით, თავისი ხატოვანი, მეტაფორული და სიმბოლური გამოთქმებით. ათეისტებს, სკეპტიკოსებს და აპოკალიფსის კრიტიკოსებს, რა თქმა უნდა ეჭვი შეაქვთ, წინასწარმეტყველების, ნათელხილვის ფენომენის არსებობაზე ზოგადად ბუნებაში. გამოცხადების მეცხრე თავს, რომელიც დაახლოებით ახ. წ. 90-იანი წლების დასაწყისში ანუ ლამის ორიათასი წლის წინ დაიწერა, ხომ კაცობრიობის ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნება, სადაც ფაქტიურად აღწერილია თვითმფრინავების, ამ შემთხვევაში ავია-გამანადგურებლების და ჯავშნოსანი საომარი ტეხნიკის ანუ ტანკების "გოგირდოვანი და ცეცხლოვანი" ომი, ალბათ ლოგიკურია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს. იოანე მოციქულის წინასწარმეტყველური, ნათელხილვის ნიჭი სწორედაც აქ ვლინდება ყველაზე მკაფიოდ. არადა ზოგადად არდეული საუკუნეების კაცობრიობამ, თვითმფრინავი და ტანკის აღწერა, კი არა და მფრინავი ხალიჩის მეტი, ამ მხრივ ვერაფერი გამოიგონა თავისი ფანტაზიებითაც კი. ანტიქრისტეს ანუ 666-სა და ზღვიდან ამომავალი მხეცის განმარტებისას, ზოგი აცხადებდა, რომ იოანემ ნერონის სახელი შეფარვით გადმოგვცაო, რომის იმპერია ბატონობდა და იმიტომო! ჯერ ერთი არც იოანე იყო მხდალი, რომ ნერონის სახელი ამგვარად დაემალა და მეორეც ერთი, ნერონი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო და მისი სახელის ხელახლა კოდირებას, რა აზრი ექნებოდა. საერთოდ, იოანეს მხრიდან რა აზრი ექნებოდა, ნერონისა და თუნდაც მომავალში მოსასვლელი ანტიქრისტეს, სახელის დაწერილობის ასოების რიცხვითი მნივნელობების შეკრებას და მის ამ კოდირებული სახით გადმოცემას აპოკალიფსში. საერთოდ, იოანეს მხრიდან აპოკალიფსის ამ თავის დაწერასაც რა აზრი ექნებოდა, რადგანაც ნერონის სიკვდილის შემდგომ, არც სამყარო შეცვლილა განსაკუთრებულად და არც რომის იმპერია. ნერონი გარდაიცვალა ახ. წ. 68 წელს, თავი მოიკლა, რადგან გვარდიელებს უნდა დაეპატიმრაბინათ და რომის სენატის დადგენილებით, მას ჩამოხრჩობა ელოდა. იგი თვით რომშიც ყველას ეზიზღებოდა, მისი სახელი ამოშალა ახალმა იმპერატორმა, სხვა საგვარეულოს წარმომადგენელმა, ყველა სტელადან. მისი დასაფლავებაც კი მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა განახორციელა. ქრისტიანები კი, ნერონს ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე ამხელდნენ და თავი არავის დაუხრია, ისე მოწამეობრივად იხოცებოდნენ. თუმცა დაბალი ფენის ნაწილი, ნაწილობრივ პატივს სცემდა კიდევაც ნერონს. ნერონი კარგა ხნის გარდაცვლილი იყო, როცა აპოკალიფსი დაიწერა. მე-19-საუკუნეში ერთხანს ეგონათ, რომ იოანეს აპოკალიფსი ნერონის ეპოქაში ახ. წ. 68 წლამდე დაიწერა. თუმცა ეკლესიის ადრინდელ მამებზე დაყდრდნობით, ბოლოს მაინც დადგინდა, რომ იოანე მოციქულის (ღვთისმეტყველის) აპოკალიფსი (გამოცხადება), იმპერატორ დომიციანეს ბოლო პერიოდში, პირველი საუკუნის 80-90-იან წლებში, კუნძულ პატმოსზე დაიწერა. ეს დროის პერიოდი, ასევე ზუსტად ემთხვევა იოანეს გადასახლებაში ყოფნას კუნძულ პატმოსზე. ასევე გადმოცემით ცნობილია, რომ იოანე მოციქულის სახარებაც, პირველად კუნძულ პატმოსზე დაიწერა, ხოლო ახ. წ. 94 წელს ეფესოში, იოანემ საბოლოო სახით დაასრულა. გარდა იმისა, რომ ნერონი იყო რომის იმპერატორი ანუ სიმბოლურად და ხატოვნად იგივე მხეცი, რომელმაც აგრეთვე განახორციელა პირველი ქრისტიანების დევნა და ხოცვა. აგრეთვე ის, რომ რომის იმპერიის მონეტებზე მისი პორტრეტი იყო გამოსახული. აგრეთვე ის, რომ ქ. რომი შვიდ ბორცვზე იყო განლაგებული, ნერონის ეპოქის მხოლოდ ეს მცირე დამთხვევები, ნაწილობრივ ესადაგება გამოცხადების მე-12 - მე-17 თავებში აღწერილ მოვლენებს. ანტიქრისტეს სახელის რიცხვი 666 არ ესადაგება ნერონს, აგრეთვე მთავარი ცენტრალური ნაწილი წინასწარმეტყველებისა, მეორე მიწიდან ამომავალი მხეცი, მეორე იმპერატორი, რომელმაც გააღმერთა პირველი მხეცი-იმპერატორი, აიძულა დიდები და პატარები გაეღმეღთბინათ პირველი მხეცი-იმპერატორი, საერთოდ არანაირად არ ერგება, იმდროინდელ რომის იმპერიას. ბუნებაში არ არსებობს ვლადიმერ (666) ლენინზე უკეთესი კანდიდატი და უკეთესი პერსონაჟი, რადგანაც სწორედ მეორე მხეცმა სტალინმა, გააღმერთა ლენინი და ლენინიზმი სსრკ-ში უკვე ფაქტიურად რელიგია იყო. კიდევ გავიმეორებ დაბეჯითებით, რომ მსოფლიოს უკანასკნელ, ყვლაზე დიდ და ყველაზე სისხლიან იმპერიაში, სსრკ-ში და დღევანდელ მოდერნიზებულ რუსეთში, მომხდარი ტრაგიკული მოვლენები, ძალიან გავს იოანეს აპოკალიფსის მე-12 - მე-17 თავებშია აღწერილ ტრაგიკულ პროცესებს. რა თქმა უნდა, თანამედროვე ეპოქაში, ეხლა აპოკალიფსური წითელი მხეცის განმარტება შედარებით ადვილია, ვიდრე იმ დროს, როცა ანდრია კესარიელი ცდილობდა ამას, რადგანაც ეხლა აპოკალიფსური წითელი მხეცის ძირითადი ამბები უკვე მომხდარია, ეხლა იმპერიათა ბოლო ჟამის ანუ იმპერიათა რღვევის, ბოლო სტადიაში ვიმყოფებით.



ე. წ. ანტიქრისტეს სახელის კოდი 666, იოანეს მიხედვით ნიშნავს "მსოფლიოს მპყრობელს", "მოძალადე მპყრობელს", რომელიც თავის-თავად რუსულად ნიშნავს "ვლადეი მირომ-ს", "ვლადიმირ-ს" - ანუ დაიპყარი მსოფლიოს. აპოკალიფსის მხეცი ანტიქრისტეს სახელის შინაარსის, რიცხვითი მნიშვნელობა არის 666. ამ სახელის მქონე მხეცი-ანტიქრისტე, უკანასკნელ იმპერიის დამაარსებელი უნდა ყოფილიყო. თუ უფალი არის “ყოვლისმპყრობელი” ანუ “ვლადიკა მირა”, ანტიქრისტე უნდა იყოს უფლის სახელის, საპირისპირო აზრის მატარებელი ანუ "მოძალადე - მსოფლიოს მპყრობელი”, ამ სახელის თარგმანის შინაარსი იოანემ სწორად გამოიცნი. ე. ი. ბოლო ჟამის მტარვალი ე. წ. მხეცი-ანტიქრისტეს სახელი, შინაარსობრივად უნდა ყოფილიყო უფლის სახელის საპირისპირო აზრის მატარებელი. მისი სახელის შინაარსი უფრო დაწვრილებით, ასე უნდა ითარგმნებოდეს “მსოფლიოს მოძალადე მპყრობელი ანუ მსოფლიოს დამპყრობი” და ეს იქნებოდა იმ ერის ენაზე, სადაც ანტიქრისტე მოვიდოდა ამ სახელით. მარტო სახელის შინაარსით კი არ უნდა გავდეს, ეს პიროვნება ალეგორიულად მხეც-ანტიქრისტეს, არამედ საქმეებითაც, იგი მოვიდოდა უკანასკნელ მეოთხე სამეფოში და აპოკალიფსურ წითელი მხეცის იმპერიაში. თქვენ თუ იცით, მსოფლიო ისტორიაში ლენინზე უკეთესი კანდიდატურა? მაგრამ, ეგეთი ბუნებაში არ არსებობს, თანაც საქმეებიც ემთხვევა და სახელიც. მისი სახელია “ვლადიმერი”, “ვლადეი მირომ“ ანუ უფლის მოწინააღმდეგე - “დაიპყარი მსოფლიო”- “მსოფლიოსმპყრობელი” ანუ სატანის მიწიერი განსახიერება 666. ეს არის ვლადიმერ (666) ლენინი, რომელიც მოვიდა იმპერიის დასაწყისში, მერე აღარ იყო და ამ სახელის მქონე მხეცი და მტარვალ-დიქტატორი, ასევე მოვიდა იმპერიის დასასრულისათვის, ვლადიმერ (666) პუტინის სახით, რათა იმპერია საბოლოოდ დაიღუპოს. სხვა არცერთ ლიდერს ამ იმპერიაში, გარდა პირველისა და უკანასკნელისა, არ უნდა რქმეოდა ეს სახელი და ესეც მოხდა. ამ სახელის მქონე მხეცი, უკანასკნელ იმპერიაში უნდა მოსულიყო ორჯერ, დავუკვირდეთ, იოანეს გამოცხადება: “მხეცი რომელიც იყო, არ არის და მოვა, და დასაღუპად მიდის”. რატომ გადმოგვცა იოანემ ანტიქრისტეს სახელი “ვლადიმერი” დაშიფრული კოდით, კონკრეტულად რიცხვი 666-ით, ამაზე პასუხი უფრო ვრცლად იხ. ჩემს სხვა წერილში: " რას ნიშნავს რიცხვი 666 იოანეს აპოკალიფსში".



ანდრია კესარიელი ამბობს, რომ დანის ტომის მაგივრად აპოკალიფსში, ისრაელის შთამომავალ ბეჭედდასმულთა 12 ტომში ლევის ტომი შეიტანაო, რაც ასევე არა სწორია, რადგანაც ლევის ტომი ყოველთვის შედიოდა თორმეტ ტომში. თავდაპირველად დანის ტომი შედიოდა თორმეტში, მაგრამ იოანემ აპოკალიფსში არ შეიტანა დანის ტომი, ხოლო მის მაგივრად, რადგან სიმბოლურად თორმეტი უნდა ყოფილიყო, შეიყვანა იოსების ერთ-ერთი ძე მენაშე, ხოლო იოსების მეორე ძე ეფრემი, იოსების სახით შევიდა ამ სიაში. რას ნიშნავს ეს 12 000 ყოველი ტომიდან და სულ 144 000 ათასი ბეჭედდასმული. ესენი არიან მღვდლები ქრისტესი, ანუ სულიერი იერარქიით დაწინაურებულები, ახალ ზეციურ იერუსალიმში და ამ ციფრს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს, ებრაული 12 ტომის, შემდგომ უკვე 12 მოციქულის საპატივცემულოდ. ათასი სინამდვილეში ნიშნავს ბევრს და აკი იოანეს, შემდგომ მოყვანილი ყავს, შემდგომ ყველა ერიდან და ხალხიდან ზეციურ იერუსალიმში, 10 000-ჯერ 10 000-სი სული ვიხილეო, აქ ზუსტ ციფრზე არ არის ლაპარაკი, ესეც სიმბოლურია და ნიშნავს სრულიად კაცობრიობიდან ძალიან, ძალიან, ბევრს.



შევეცადოთ გავერკვეთ, რა მიზეზით შეიძლებოდა, რომ არ შეეტანა იოანეს თავის აპოკალიფსში, ისრაელიტელთა შთამომავალ, ბეჭედდასმულთა თორმეტ ტომში, დანის ტომი. ისრაელის უდიდესი არქეოლოგი იგაილ იადინი ამტკიცებდა, ებრაული დანის ტომი, არაებრაული წარმოშობისაა და უფრო ძვ. ბერძული ტომები, არგოსელი დანაიდების შთამომავლები უნდა იყვნენო. თუმცა არგოსელი დანაიდები, თავდაპირველად პროტო-იბერები და იბერო-კავკასიელები იყვნენ. რადგან იგივე ძვ. ბერძნული გადმოცემებიდან ცნობილია, რომ არგოსელი დანაიდები აპენინებზე გადასახლდნენ და ეტრუსკებთან ერთად შექმნეს სახელმწიფოო. მე მაინც მიმაჩნია, რომ დანის ტომი, უფრო დიაოხიდან (ასურულად დაიაენი, იგივე დანი) დევნილი და ემიგრირებული დანელები (დაიანელები) უნდა ყოფილიყვნენ. თანაც ეზეკიელი, ფინიკიის ტვიროსის გოდებაში, როცა მიმართავს ადრინდელი ნაირის ქვეყნების ტერიტორიაზე, შემდგომ ჩამოყალიბებულ ქვეყანას, ვანის ანუ ურარტუს ერთ-ერთ სამეფოს და მის მეზობელ უძველესს ქვეყანას დიაოხს (ასურულად დაიაენს), შესაბამისად მათ იავანისა და დანის ქვეყანას უწოდებს. დანის ქვეყანას კი, იავანის ქვეყნის მეზობლად მოიხსენიებს. სოლომონის იმპერიის დაცემის შემდგომ, დანელები სულ ჩამოშორდნენ სამხრეთით მდებარე იუდეას. მათ პროტო-იბერიული კულტურისთვის დამახასიათებელი, ხარის კულტი შემოიღეს და ელოჰიმის (შემდგომ გალილეველთა ღმერთი - ელოი, ელი) მიწიერ გამოხატულებად აცხადებდნენ. ამაზე სულ გადაიმტერეს სამხრეთელი იაჰვისტი იუდაველები, ამიტომაცაა რომ ბიბლიაში დანის ტომზე, მრავალი უარყოფითი გამონათქვამი არსებობს. იუდაველებსა და დანის ტომებს შორის, გაუცხოება და ანტაგონიზმი, იქამდეც კი მივიდა, რომ შემდგომ, ბიბლიის გადამწერმა იუდაველური რელიგიის მწიგნობარმა ქურუმებმა, სულ გარიყეს დანის ტომი, თავიანთი რელიგიური არეალიდან. საბოლოოდ მას, ალტერნატივაც კი მოუძებნეს, რადგან ქალდეური ასტროლოგიით, თორმეტი სისრულის ნიშანია (12თვე, თორმეტი ზოდიაქო და ა.შ.), ამიტომაც დანის ტომის სახელი, რომ გამქრალიყო და კვლავ თორმეტი ტომი ჰქონოდათ, ამიტომაც იოსების ტომი ორად გაყვეს: მენაშედ და ეფრაემად. აი ასე კვლავ მიიღეს თორმეტი ტომი, დანის ტომის გარეშე. სხვათაშორის დანი ივრითზე “მსაჯულს” ნიშნავს. მამამთავარი იაკობი, თავის წინასწარმეტყველებაში, თავისი თორმეტი ძის მიმართ, დანს შემდეგი სიტყვებით მიმართავს, ძვ. აღთქმა, დაბადება თ.49 მ.16--18: “მ.16 დანი -- მსაჯული თავის ხალხის, ვითარცა ერთი შტო ისრაელისა. მ.17 გველი იქნება დანი გზაზე, უნასი (უნასი-გველი, უკეთურება-ავტ. დ.ს.) -- ბილიკზე; დამგესლავი ცხენის ქუსლისა; გადაექანება უკან მხედარი. მ.18 შენგან მოველი ხსნას, უფალო!”. მსაჯული იყო ოცი წელი, დანის ტომელი სამსუნი ნაზაროველი, “ნაზაროველი” ანუ ღვთისადმი შეწირული, რომელიც ძვ. აღთქმაში, წინა სახეა იესო ნაზაროველის, იგივე იესო ნაზარეთელის. ამიტომაც არსებობდა ქალაქი ნაზარეთი გალილეაში, სადაც ცხოვრობდა იესო ნაზაროველი.



დანის ტომი, ერთი პერიოდი, იუდეის ჩრდილო დასავლეთ საზღვარზე სახლობდა, ხოლო შემდგომ იმდენად შეავიწროვეს მეზობელმა ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის ტომთაგან უკიდურეს ჩრდილოეთში, ლიბანის (ფინიკიის) საზღვართან და მისთვის თორმეტთაგან ეთნიკურად ყველაზე მონათესავე ტომის, ნაფთალის ანუ ეხლანდელი გალილეის ტერიტორიის, ჩრდილოეთ საზღვარზე გადასახლდნენ. დაბადების წიგნის ავტორი, შემთხვევით არ მოიხსენიებს დანს და ნაფთალს, უშუალოდ ღვიძლ ძმებად და საერთო დედის, ბილჰას ძეებად, მათ აბსოლიტურად საერთო ეთნიკური წარმომავლობაც ჰქონიათ. ჩემი მოსაზრებით, სახარების დროინდელ გალილეველთა უმეტესი ნაწილი, დანისა და ძვ. აღთქმის მიხედვით მისი ღვიძლი ძმის, ნაფთალის ტომის შთამომავალნი უნდა ყოფლილიყვნენ. სახარებიდან ცნობილი, შემდეგდროინდელი გალილეა, ისედაც ხომ დანისა და ნაფთალის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ესაიასთან უკვე ვხვდებით, წარმართული გალილეა, მაკაბელთა დროშიც გალილეა კვლავ წარმართებად მოიხსენიება. მაკაბელთა დროში და ჩვ. წ. აღ. პირველ საუკუნეში, ძარცვის მიზნით გალილეას ხშირად ესხმოდნენ თავს იუდას სამეფოს მთავრები, რომლებიც პირწმინდად ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ გალილეის ადგილობრივ მოსახლეობას. აქედანაც ჩანს გალილეის მოსახლეობის გაუცხოვება იუდეას სამეფოს მიმართ. გალილეველები, თვით იესოს დროსაც კი არაებრაულ ენაზე ლაპარაკობდნენ, ზოგი მეცნიერის აზრით არამეულ (სემიტურ) და რაღაც ინდოევროპულ (ზოგს ბერძნულის მონათესავე ენა ჰგონია) ნარევი ტიპის ენაზე. სინამდვილეში გალილეველები არც სემიტურ და არც ინდო-ევროპულ ენაზე არ ლაპარაკობდნენ, ისინი ერთ-ერთ ძვ. ხურიტულ (ხურიტულ-სუბარულ) ენაზე ლაპარაკობდნენ. იესო ქრისტემ ჯვარცმის დროს თავის უკანასკნელი სიტყვები გალილეურ ენაზე წარმოთქვა, რომელი სიტყვებიც, იქ მყოფი იუდაველებისათვის აბსოლიტურად გაუგებარი დარჩა. ე. ი. ეს იყო აბსოლიტურად განსხვავებული ენა და არ იყო მაშინდელი სემიტური ებრაული ენების რომელიმე დიალექტი. ჯვარცმის შემდგომ კი პეტრე მოციქული, იუდაველებმა თავისი გალილეური აქცენტითაც კი ამოიცნეს, რომ გალილეველი იყო და მაშასადამე, ამიტომაც იესოს მომხრე უნდა ყოფილიყო თურმე. იესოს დედა მარიამი, გალილეველი იყო, ყველა მოციქული გალილეველი იყო, მხოლოდ იუდა არ იყო გალილეველი, რომელიც იუდეადან იყო. საკრალულია ის ფაქტიც, რომ სწორედ იმან გასცა იესო, ვინც არ იყო გალილეადან და იუდეადან იყო. იესოსადმი იგრძნობა ის გაუცხოება და ანტაგონიზმი, რაც იუდაველ სწავლულებს ახასიათებდათ ზოგადად გალილეველებისადმი სახარებაში: “შენ გალილეველი არა ხარო, კვერით-ხუროს, იოსების შვილიო” ანუ შენ მესია როგორ იქნებიო. ალბათ კიდევ ამიტომაც არ აღიარეს და არ მიიღეს იესო იუდაველებმა, ან როგორ დაუმტკიცებდა, რომ დავითის ფესვიდან იყო. ჯვარცმის შემდგომ მოციქულებმა, კვლავ შეავსეს თორმეტამდე, თავიანთი რიცხვი და იუდას ნაცვლად, მეთორმეტედ გალილეველი მატათია აირჩიეს. რასაც ეხლა განვაცხადებ, ეს ჩემი პირადი მოსაზრება და ვერსიაა, რომ იოანემ სწორედ იმიტომაც არ შეიტანა, ებრაელთა თორმეტ მუხლში, დანის ტომი, იცოდა რა, მათი არაებრაული წარმოშობის შესახებ და ამით არ დაარღვია, ებრაული ტომების, შემდგომდროინდელი სიმბოლური ერთობა აპოკალიფსში. იოანემ გარკვეული დიპლომატიური მოსაზრებების გამოც, არ დაარღვია იმ დროისათვის უკვე ჩამოყალიბებული, ებრაული ტომების სიმბოლური ერთიანობა, რადგანაც ეტყობა მაშინდელი ებრაული თემიც, დანის ტომს, უცხო ტომის შთამომავლებად თვლიდნენ და დანის ტომს ებრაელთა თორმეტ ტოშში აღარ განიხილავდნენ. იუდაველთათვის თორმეტი ტომი, აუცილებლად თორმეტი უნდა ყოფილიყო, ოღონდაც დანის ტომის გარეშე. ამიტომაც იუდაველები დანის მაგივრად თორმეტთაგანში იოსების ძეს მენაშეს განიხილავდნენ. ამიტომაც, იოანემაც იმ დროისათვის არსებული რეალობიდან და იუდაველთა განწყობებიდან გამომდინარე, თორმეტ ტომში დანის მაგივრად, შეიყვანა იოსების ერთ-ერთი ძე მენაშე, ხოლო იოსების მეორე ძე ეფრემი, კი იოსების სახით შევიდა ამ სიაში. დანის ტომის არ შეტანით აპოკალიფში, ებრაელთა თორმეტ ტომში, იოანემ არ გააღიზიანა იუდაველი მწიგნობარნი და იუდაური რელიგიის მსახურნი, რადგანაც ისინი დანის ტომსაც და ასევე მოციქულთა დროის გალილეველებსაც კი, უცხო ტომის შთამომავლებად თვლიდნენ. მიუხედავად იმისა რომ პირველ ქრისტიანები ძირითადად გალილეველები იყვნენ და იუდაველებმა მართალია მარტო ამის გამო არა, მაგრამ თავიდანვე, ამ ანტაგონიზმისა და გაუცხოვების გამოც არ აღიარეს მესიად მაცხოვარი და ამის გამოც, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯვარზე გაკვრით დაასჯევინეს რომაელ ხელისუფალთ მაცხოვარი, ჯვარზე გაკვრით ხომ ძირითადად მეამბოხეებსა და ავაზაკებს სჯიდნენ.




სტატიის ავტორი: დანიელ სავანელი.
image
image






1
601
შეფასება არ არის
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
601
  
2020, 24 იანვარი, 3:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1