სპორტი – მხოლოდ ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალება კი არა, – განვითარების და წინსვლის ერთ-ერთი გზაც არის. ყოველწლიურად, სპორტის არაერთი ახალი სახეობა ჩნდება ან ძველის სრულყოფა ხდება... ახალი რეკორდები მყარება. აქ საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ სპორტის შესახებ, რომლებმაც შეიძლება, შთაგაგონოთ და ახალი მიღწევებიისკენ გიბიძგოთ.
იამაიკელი უსაინ ბოლტი ყველაზე სწრაფი ადამიანია მსოფლიოში. სწორედ მას ეკუთვნის მსოფლიოს ორი რეკორდი სპრინტში: 100 მ. მან 9, 69 წმ-ში გაირბინა. ხოლო, 200 მ. – 19, 30 წმ-ში.
კრივი სპორტის სახეობად, ოფიციალურად, 1900 წლიდან არის. მანამდე, სპორტის ეს სახეობა, მეტად სასტიკად და ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ ითვლებოდა.
ეგვიპტურ სამარხში, რომელიც ძვ. წ. აღრ. 3200 წლით არის დათარიღებული, არქეოლოგებმა კეგლების მსგავსი საგნები აღმოაჩინეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ბოულინგს ჩვენი წინაპრები, 5200 წლის წინ უკვე თამაშობდნენ. ყოველ შემთხვევაში, მეცნიერები ასე ამბობენ.
ხოლო, ბოულინგის მოყვარულების რეკომენდაცია ასეთია: თამაშის დროს, აუცილებელი არ არის ბურთის ძლიერ გადაგდება. კეგლების წასაქცევად მხოლოდ პატარა ბიძგია საჭირო და ამის მისაღწევად, მისი მხოლოდ 7, 5 გრადუსით გადახრა არის საჭირო.
ძველი ბერძნები, ოლიმპიურ თამაშებზე, სრულიად შიშვლები გამოდიოდნენ და უნდა აღინიშნოს, რომ ძველბერძნულად – ტანვარჯიში, ქართულად – «შიშველს» ნიშნავს.
კომპანია ადიდასის, პირველი საბრენდო საქონელი, სახლის ჩუსტები იყო.
ვატიკანში 605 ადამიანი ცხოვრობს (2017 წ.) და 5 საფეხბურთო გუნდი არის.
1958 წელს, იამაიკის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში ჯეი ფოსტერმა გაიმარჯვა, რომელიც, იმ მომენტისთვის, 8 წლის იყო.
გასული საუკუნის 50-იან წლებში, სნუკერის თამაში შეწყვიტეს. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მისადმი ინტერესი ისევ გაჩნდა. ამის მიზეზი კი, ის იყო, რომ ტელეკომპანია BBC-იმ, ფერადი ტელევიზოს უპირატესობის წარმოსაჩენად, სპორტის ამ სახეობის ჩემპიონატის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება დაიწყო – მწვანე ქსოვილი და ფერადი ბურთები, სარეკლამო კამპანიის საწარმოებლად, საუკეთესო მიგნება იყო. ხოლო, ჩემპიონატის ტრანსლიაცია ბიძგი გახდა, რომ ხალხი ბილიარდით დაინტერესებულიყო.
ოსკარ გომერ სვანი (Oscar Gomer Swahn) — შვედი მსროლელი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ყველაზე უხუცესი ჩემპიონი და პრიზიორი იყო. მან 1908, 1912 და 1920 ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა და 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიგო.
1920 წელს შვეციაშ ჩატარებული ოლიმპიადა, ისტორიაში იმით შევიდა, რომ მასში 72 წლის ოსკარ სვანი მონაწილეობდა.
ბადმინტონის ძაბრისებურ ბურთს (ვოლანს), 270 კმ/სთ სიჩქარით ფრენა შეუძლია.