პანსიონატი "საქართველო" ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრაში, არქიტექტურული სიდიადის ნიმუში, რომელიც ახლა უპატრონოდაა მიტოვებული
2020, 22 იანვარი, 20:58
აფხაზეთის საკურორტო ქალაქ გაგრის ცენტრში გორაკზე დგას ერთ დროს ელიტარული ახლა კი უპატრონოდ მიგდებული, დანგრეული და გაპარტახებული აფხაზეთის ცოცხალ მატიანედ დარჩენილი პანსიონატი "საქართველო". ეს დიდებული შენობა, ულამაზესი არქიტექტურით დღესაც იზიდავს ტურისტებს, ტურისტებს, რომლებსაც მძაფრი შეგრძნებები იზიდავთ. პანსიონატი სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გაყიდა და დღეს კერძო პირის ხელშია, მაგრამ მისი აღდგენისათვის ხელი არავის გაუნძრევია. ფორმალურად შესვლა აკრძალულია, ღობეზეც აბრაა მიკრული, რომელიც შესვლის მსურველებს აფრთხილებს, რომ ობიექტი კერძო საკუთრებაშია და გარეშე პირთა შესვლა აკრძალულია. თუმცა ვინაიდან ობიექტს არავინ იცავს შესვლის და ობიექტის დათვალიერების მსურველიც ბევრია. პანსიონატი სტალინის ზეობის შემდგომი პერიოდის არქიტექტურული შედევრია. პანსიონატი თავიდან აშენდა, როგორც 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რაშიც მისი ბრწყინვალე მდებარეობა, არქიტექტურა და ობიექტის ინტერიერი და ექსტერიერი არწმუნებს მნახველებს. მარმარილოს კოლონები და ძვირფასი ხის მასალისგან დამზადებული პარკეტი, ულამაზესი თაღები, კოლონების მთელი კასკადი, უზარმაზარი დარბაზები და დეკორირებული ჭერი თითქოს გეუბნება: ნახე რა ლამაზი ვარო! დიახ აქ ულამაზესი და მდიდარი არქიტექტურაა, რომელიც მიროვებულია, ისევე, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. შენობა 3 სართულიანია, ზღვისკენ ულამაზესი ხედებით, მაგრამ უსინათლობის გამო ჩაბნელებული უზარმაზარი დარბაზები და ოთახები შიშის შეგრძნებას მოგგვრით. ძალიან დიდი დრო გავიდა გაგრის და აფხაზეთის დაცემიდან და იქიდან ქართველების გამოდევნისა, მაგრამ შენობას არც სეპარატისტული ხელისუფლების და არც ობიექტის კერძო მეპატრონის მხრიდან არაფერია სასიკეთოდ გაკეთებული. შენობა 1960 წელს იქნა აშენებული და ამდენი დროის გასვლის და იპატრონოდ მიტოვების მიუხედავად სამეფო სასახლეს მოგაგონებთ მისი ზვიადი და მედიდური არქიტექტურული სიდიადით. პანსიონატის სიახლოვეს კერძო სასტუმროები და სანატორიუმებია აშენებული და არა მგონია ამ ყოფილი პანსიონატის მეპატრონემ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადოს ობიექტში, რადგან დარწმუნებული ვარ იცის, უკანონოდ, არალეგიტიმური ხელისუფლებისაგან გროშებად შეძენილ უზარმაზარ პანსიონატს სახელმწიფო დაუდგება მფარველად და მეპატრონედ, როგორც კი მოხდება აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენა და ეს აუცილებლად, რომ მოხდება დარწმუნებული ვარ. რადგან-აფხაზეთი საქართველოა!!!
ეს დიდებული შენობა, ულამაზესი არქიტექტურით დღესაც იზიდავს ტურისტებს, ტურისტებს, რომლებსაც მძაფრი შეგრძნებები იზიდავთ.
პანსიონატი სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გაყიდა და დღეს კერძო პირის ხელშია, მაგრამ მისი აღდგენისათვის ხელი არავის გაუნძრევია.
ფორმალურად შესვლა აკრძალულია, ღობეზეც აბრაა მიკრული, რომელიც შესვლის მსურველებს აფრთხილებს, რომ ობიექტი კერძო საკუთრებაშია და გარეშე პირთა შესვლა აკრძალულია.
თუმცა ვინაიდან ობიექტს არავინ იცავს შესვლის და ობიექტის დათვალიერების მსურველიც ბევრია.
მარმარილოს კოლონები და ძვირფასი ხის მასალისგან დამზადებული პარკეტი, ულამაზესი თაღები, კოლონების მთელი კასკადი, უზარმაზარი დარბაზები და დეკორირებული ჭერი თითქოს გეუბნება: ნახე რა ლამაზი ვარო!
დიახ აქ ულამაზესი და მდიდარი არქიტექტურაა, რომელიც მიროვებულია, ისევე, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.
ძალიან დიდი დრო გავიდა გაგრის და აფხაზეთის დაცემიდან და იქიდან ქართველების გამოდევნისა, მაგრამ შენობას არც სეპარატისტული ხელისუფლების და არც ობიექტის კერძო მეპატრონის მხრიდან არაფერია სასიკეთოდ გაკეთებული.
რადგან-აფხაზეთი საქართველოა!!!