x
აფხაზეთი ჩვენი მტერი არ არის

აფხაზეთი ჩვენი ტკივილია, თავისუფლების სიყვარულისთვის ჩვენი დასასჯელი ინსტრუმენტია რუსის ხელში. აფხაზეთი - ეს არის მიწის ნაგლეჯი, რომელიც დიდი ხანია მზადდება გადასაყლაპად. ორას წელზე მეტია ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად მიმდინარეობს ეს მზადება. რუსის იმპერიულ ძალებს გონიათ, რომ სწორედ ამჟამად დაუდგათ მოსავლის აღების დრო და შეუძლიათ მხართეძოზე წამოწოლილებმა მშვიდად მოინელონ ნოყიერი ლუკმა.

აფხაზები მიმხვდარი არიან თუ რა ხაფანგში გააყოფინეს თავი თავიან-თივე “ერის მამებმა". მათთვის მძიმე ტვირთი გამოდგა მოპოვებული “თავისუფლება" და “ქართული იმპერიისგან" “თავის დახსნა". არც მათ მიერ “აშენებული" დამოუკიდებელი აფხაზური რესპუბლიკაა მათი ინტერესების გამომხატველი და დამცველი. და თავიანთი არსებობის მანძილზე არასოდეს არ ყოფილან გადაშენებასთან ისე ახლოს, როგორც ახლა.


დიახ, აფხაზები გადაშენების პირას არიან...


საქართველო ყოველთვის იყო აფხაზეთის უსაფრთხოებისა და კეთილ-დღეობის გარანტი. საქართველო, როგორიც არ უნდა იყოს ის (მენშევი-კური, ბოლშევიკური, დამოუკიდებელი თუ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი) არის ისტორიის წინაშე პასუხისმგებელი აფხაზეთის არსე-ბობაზე. ჩვენ ისევე უნდა ვიბრძოლოთ აფხაზეთის დამოუკიდებ-ლობაზე, როგორც საკუთარზე, დავეხმაროთ მათ თავი დაიხსნან სასიკვდილო რუსული საფრთხისაგან და მივცეთ საშუალება თვითონ გადაწყვიტონ ვისთან ერთად გააგრძელონ თანაარსებობა, როგორი იყოს მათი სახელმწიფოებრივი მოწყობა და რა პრიორეტებით იხელმძღვანე-ლონ უკეთესი მომავლის ასაშენებლად.

0
500
1-ს მოსწონს
ავტორი:მერაბ ხუბუტია
მერაბ ხუბუტია
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0