x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
გაიცანით: ბეტონის მილებისგან აშენებული სახლი ახალგაზრდებისთვის
ნიჭიერმა ახალგაზრდა არქიტექტორმა ჰონგ-კონგიდან იაფი სახლების აშენების უნიკალური მეთოდი იპოვა, რომ დასაქმებულ ახალგაზრდებს პირველი საკუთარი საცხოვრებელი ბინის შეძენაში დახმარებოდა.

image

რით არის ეს სახლები ასეთი ხელმისაწვდომი? არქიტექტორის პროექტით, ახალი სახლი ბეტონის საკანალიზაციო იქნება აგებული.


რისთვის არის საჭირო ასეთი სახლი?


image

საცხოვრებელ ფართებზე ფასების მუდმივი ზრდა და არასტაბილური ეკონომიკური სიტუაცია ახალგაზრდა სამუშაო ძალას საკუთარი საცხოვრებლის შეძენაში ხელს უშლის.

ადგილობრივმა არქიტექტორმა, ჯეიმს ლოუმ ეს პრობლემა გააცნობიერა და ახალგაზრდებს ხელმისაწვდომი საცხოვრებლისთვის იაფი გზა შესთავაზა. ლოუს გასაოცარი იდეა არატრადიციული და იაფი მასალის გამოყენებას გულისხმობს, მაგალითად, კანალიზაციის ბეტონის მილი.


პრობლემის ეფექტური გადაწყვეტილება

image

ასეთი სახლის შექმნის კონცეფცია მიმართულია იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ჰონგ-კონგის სამუშაო ძალის ნაწილი გახდნენ და საცხოვრებელი ბინის შეძენა სურთ.


image

ამერიკის დემოგრაფიული სააგენტოს თანახმად, ჰონგკონგი ზედიზედ 7 წელი მსოფლიოს იმ ათეულში შედის, სადაც ბინის შეძენა რთულია. სწორედ ამიტომ, ლოუმ ამ დაბრკოლების გადალახვა გადაწყვიტა. მისმა კომპანიამ James Law Cybertecture უნიკალური და ძალიან მომგებიანი პროექტი შექმნა.


როგორი იქნება ახალი სახლი?

image

სახლი ასეთი ბეტონის მილებისგან იქნება აგებული.

ეს სქელი და ფართო ბეტონის მილი ქალაქის საკანალიზაციო სისტემისთვის გამოიყენება. თუმცა ჯეიმს ლოუ მის გამოყენებას სახლის სრულად მოსაწყობად გირჩევთ.


image

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საცხოვრებლად მილის შიგნით საკმაოდ პატარა ფართია, მაგრამ ბეტონის მილი შესანიშნავი სამშენებლო მასალაა: ის ცეცხლის, ქარის, ცხელი ამინდის და ხმაურისგან დაგიცავთ. გარდა ამისა, სახლი დიდ წნევას გაუძლებს.


image

რაც ყველაზე საინტერესოა, ლოუ ინტერიერის უკვე მზა კონცეფციას გვთავაზობს - პირველი აუცილებლობის ფუნქციური ავეჯი, დასაკეცი დივანი, რომელიც ლოგინის ფუნქციასაც ითვისებს, პატარა მაცივარი და რამდენიმე ნივთი.


image

შეზღუდული სივრცე პატარა, მაგრამ სრულყოფილად აღჭურვილ სამზარეულოს და სააბაზანოს მოიცავს.

ბეტონის მილის დიამეტრი 2, 5 მეტრს შეადგენს. კომპაქტური და კარგად მოფიქრებული კონსტრუქციის თანახმად სახლი შეიძლება მრავალოთახიან კომპლექსად იყოს მოწყობილი. მილები შეიძლება ერთმანეთს მარტივი კიბით დაუკავშირდნენ. ეს არა მხოლოდ ფულის, არამედ სივრცის ეკონომიას იძლევა, რაც მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისთვის მნიშვნელოვანია.

image

image

ბეტონის აშენებული სახლების ხელმისაწვდომი ფასი 120 ათასი ჰონგ-კონგური დოლარია, ანუ 15 ათასზე ცოტა მეტი ამერიკული დოლარია. ამ ეტაპზე სახლი პირველი ფუნქციური პროტოტიპის სტადიაზეა.


ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის უჩვეულო ამ სახლებში?

image

ეს სახლი 500 წლისაა. შიგნიდან ნახვისას მეტყველების უნარს დაკარგავთ

image

14 ყველაზე უცნაური სახლი მსოფლიოში, სადაც ადამიანები ნამდვილად ცხოვრობენ

image

სახლი იაპონიაში - არ დაიჯერებთ, მაგრამ შიგნიდან უფრო დიდია, ვიდრე გარედან

image

ვისაც ეჩქარება: იტალიელი არქიტექტორი სახლს მხოლოდ 6 საათში აგიწყობთ

image

მაქსიმალური ეკონომია: ავტოსახლი მზის ბატარეებზე

image


0
579
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
579