რელიგია იოანეს გამოცხადება 2012, 5 აგვისტო, 17:54 ინცენირებული ახალი აღთქმის აუდიო წიგნი, იოანეს გამოცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია რათა ადამიანები ჩაფიქრდნენ და მეტი დრო დაუთმონ სულიერ ცხოვრებას.ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია.ხშირად მოიხსენიებენ როგორც აპოკალიფსი(ბერძნულად.გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება, ).შექმნილია ჩვენ წელთაღრიცხვით 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოგლის უკანასკნელი დღეები. იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგან ერთ ერთი და, ამავ დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული.პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა.იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგი:საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა:"მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი;რასაც ხედავ, დაწერე წიგნი და დაუდზავნე შვიდ ეკლესიას...გამოცხ. 1, 8-11.ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად:მაგ.წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი-666, ბაბილონი-დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავით და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა."იოანეს გამოცხადება"შეიცავს ღვთი საიდუმლოებებს.უფამი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. 123 1-ს მოსწონს 1-ს არა
|