რელიგია "ღმერთი მანიაკია და წარმოუდგენლად ეგოისტური ქმნილება" - ინტერვიუ ცნობილ ათეისტთან 2020, 21 იანვარი, 16:34
ბრიტანელმა მსახიობმა, მწერალმა და ათეისტმა სტივენ ფრაიმ (Stephen Fry)ინტერვიუში ისაუბრა ღმერთზე. ფრაის ჰკითხეს, რას იტყოდა, როდესაც ის სამოთხის კართან მივიდოდა და ღმერთს პირისპირ შეხვდებოდა. მან ყველაფერზე დეტალური პასუხი გასცა RTE-ს ტელეშოუში.
-წარმოიდგინეთ, რომ თქვენი რწმენის მიუხედავად, სამოთხის კარიბჭეს უახლოვდებით და იქ თავად ღმერთიც გხვდებათ. რას ეტყოდით მას? ფრაი: "პირველი, რასაც ვიტყოდი, ეს იქნებოდა თეოდიცეას სულისკვეთებით, " ძვლის კიბო ბავშვებში? რატომ? როგორ გაბედე? როგორ შექმენი სამყარო, სადაც არის ისეთი ტანჯვა, რომლისთვისაც დამნაშავეც არ ვართ? ეს არასწორია! ეს არის სუფთა ბოროტება. რატომ უნდა ვცე თაყვანი კაპრიზულ, ბოროტ და სულელ ღმერთს, რომელმაც შექმნა სამყარო, რომელშიც ამდენი უსამართლობა და ტკივილია?..აი, ამას ვეტყოდი " (შენიშვნა: თეოდიცეა-რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია გაამართლოს სამყაროს მართვა კეთილი ღმერთის მიერ, მსოფლიოში ბოროტების არსებობის მიუხედავად:ე.წ. ბოროტების პრობლემა.) -როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ შეგიშვებდათ? ფრაი: "არა, მაგრამ მე თვითონ არ წავიდოდი და არც მსურს იქ წასვლა მისი პირობებით. ის არასწორია. აი, მე თუ მოვკვდებოდი და პლუტონი, ჰადესი, თორმეტი ბერძენი ღმერთი იქ დამხვდებოდნენ, ეს უფრო ახლოს იქნებოდა ჩემთან. ბერძენი ღმერთები არ ცდილობდნენ ადამიანებზე მაღლა დგომას საკუთარი სურვილებით, ახირებით და არამიზნობრივი დამოკიდებულებით. მათ არ გამოავლინეს ყოვლისმომცველი, ყოვლისმცოდნე და ღვთისმოშიში ხასიათი. ამიტომაც ღმერთი, ვინც შექმნა ეს სამყარო - თუ ღმერთმა შექმნა იგი - აშკარად მანიაკია. ნამდვილი მანიაკი და წარმოუდგენლად ეგოისტური ქმნილება. მთელი ცხოვრება მუხლებზე დაჩოქილი უნდა ვუმადლოდეთ მას? დიახ, სამყარო წარმოუდგენლად ლამაზია, მაგრამ არსებობენ მწერებიც, რომელთა სიცოცხლის ციკლი მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვების თვალის კაკალში დაიბუდოს, ამოჭამოს შიგნიდან და დააბრმავოს ისინი. რატომ? რატომ უნდა მოგვექცეს ასე? ხომ შეიძლებოდა შეექმნა სამყარო, რომელშიც ეს უბრალოდ არ იარსებებდა. ეს უბრალოდ დაუშვებელია. " ფრაი: ”ათეიზმი არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი არ არსებობს, არამედ იმაშიც, რომ მაშინაც კი, თუ არსებობს, როგორია ის? სრულიად აშკარაა, რომ ის არის მონსტრი, საშინელი მონსტრი, რომელიც არ იმსახურებს არავითარ პატივისცემას, თუ უარყოფთ მას, თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი, სუფთა და ღირსეული გახდება, რომ ისიამოვნოთ და დატკბეთ მისით. ” ”რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე დეტალური პასუხი, რაც გაჟღერდა ამ პროგრამაში, ” - დასძინა წამყვანმა. სტივენ ფრაი არის ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, დრამატურგი, რომელიც ფართოდ გახდა ცნობილი 1997 წლის ფილმით "უაილდი", სადაც მთავარ როლს ასრულებს. იგი ურყევი ათეისტია. მან მხარი დაუჭირა ათეისტურ კამპანიას დიდ ბრიტანეთში. ასევე, ამერიკელ ჟურნალისტ კრისტოფერ ჰიტჩენთან ერთად მონაწილეობდა დებატებში, სადაც იგი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ კათოლიკური ეკლესია დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. სტივენ ფრაის დიდ პატივს სცემენ დიდ ბრიტანეთში, ადამიანს, რომელმაც შეძლო საკუთარი თავი ეტალონად ექცია, როგორც სუფთა ინგლისურის სულის მატარებელ ადამიანს. იგი გამოირჩევა უნიკალური, უჩვეულოდ დახვეწილი კლასიკური ინგლისური საუბრით, გამონათქვამებით და ითვლება სრულყოფილი ინგლისურის მცოდნეთ, სამეცნიერო წიგნიც კი გამოქვეყნდა სათაურით "ისაუბრეთ ისე, როგორც სტივენ ფრაი". 580 5-ს მოსწონს
|