სხვა საიდან მოდის შუა თითის მნიშვნელობა: ცნობილი ჟესტის ისტორია 2020, 21 იანვარი, 13:41 1415 წელს აზენკურის ბრძოლის (ასწლიანი ომის მესამე ეტაპის ერთ-ერთი პირველი ბრძოლა გაიმართა 1415 წლის 25 ოქტომბერს აზენკურთან, საფრანგეთის ჩრდილოეთით ქალაქ კალეს სამხრეთით) წინ, ფრანგები ინგლისელების წინააღმდეგ ბრძოლაში დარწმუნებულები იყვნენ, რომ გამარჯვებას სწორედ ისინი მოიპოვებდნენ, ამიტომ წინასწარ მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ტყვეობაში ჩავარდნილი ყველა ინგლისელი ჯარისკაცისთვის შუა თითი მოეჭრათ.ვინაიდან ფრანგებმა კარგად იცოდნენ, რომ შუა თითის გარეშე ინგლისური გრძელი მშვილდიდან სროლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, შესაბამისად, თავიანთი ამ გადაწყვეტილებით ისინი ინგლისელ მეომრებს სამომავლოდ ბრძოლებში მონაწილეობის პერსპექტივას ართმევდნენ.ეს ცნობილი ინგლისური მშვილდ-ისარი მშობლიური, ინგლისური ურთხელისგან მზადდებოდა, ხოლო თვად გრძელი მშვილდიდან სროლის აქტს - "pluck yew" ეწოდებოდა.ფრანგების გასაკვირად, ბრძოლა ინგლისელებმა მოიგეს, ისინი დამარცხებულებს წაგების გამო არა მხოლოდ დასცინოდნენ, არამედ შუა თითსაც უჩვენებდნენ, თითქოს ეუბნებოდნენ: "აი, გამარჯვება ჩვენია და ბრძოლა კვლავ შეგვიძლიაო.""pluck yew" საკმაოდ რთულად გამოსათქმელი ფრაზაა, ამიტომ, სიტყვის დასაწყისში არსებული თანხმოვნები დროთა განმავლობაში უფრო მარტივი "F"-ით შეიცვალა, ხოლო სიტყვა "yew" - "you" - თი ჩანაცვლდა, ამგვარად სიტყვათშეთანხმება "fuck you" ერთ - ერთი ვერსიის თანახმად, ახლა უკვე მხედრულ სალამთან, ერთი თითის კომბინაციაში გამოიყენება.1221 1-ს მოსწონს |