x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ზედმეტი მოკრძალების გარეშე – Versace-ს 5 კაბა, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა

მოდაში, ოდრი ჰეპბერნის დროინდელი, უმწიკვლობა და მოკრძალებულობა, უკვე რა ხანია წარსულს ჩაბარდა... და ჩვენს დროში, ვინც რა უნდა თქვას, მაგრამ მეხსიერებაში ყოველთვის, ვარსკვლავების ყველაზე ღია და თამამი სამოსი გვრჩება. აქ Versace-ს სახლის 5 კაბას გავიხსენებთ, რომლებმაც საზოგადოებაში განსაკუთრებული ფუროროგი გამოიწვია და მათ მფლობელების ბედი შეცვალა.



სინდი კროუფორდი, 1991 წ.


image


1991 წ. სინდი კროუფორდი, «ოსკარის» დაჯილდოვებაზე, წარმოუდგენლად ღრმა დეკოლტიანი კაბით გამოჩნდა. მარტივი თარგის, გრძელი კამბს ერთადერთი თვალშისაცემი ელემენი, სწორედ დეკოლტე იყო და უკვე მეორე დღეს, კაბა მსოფლიო მოდის ისტორიაში შევიდა. ხოლო, კრიტიკოსები დღემდე აღიარებენ, რომ სინდი კროუფორდის წითელი კაბა, «ოსკარის» ისტორიაში, ყველაზე ეფექტური იყო. ის საბედისწერო აღმოჩნდა თავად მოდელისთვისაც. იმ საღამოს შემდეგ, სინდის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა.


image



ელიზაბეთ ჰერლი, 1994 წ.



image


1994 წლამდე, ელიზაბეთ ჰერლი მესამე კატეგორიის, ნაკლებად ცნობილი ვარსკვლავი იყო და მას იმით იცნობდნენ, რომ წლების მანძილზე, ჰიუ გრანტის მეგობარი ქალი იყო. სამაგიეროდ, თავად მსახიობი ჯანი ვერსაჩეს იცნობდა და...


image


«ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვის» პრემიერაზე ის ინგლისური ქინძისთავებიანი შავი კაბით გამოჩნდა. ამ წარმოუდგენელი სილამაზის, თეძომდე შეხსნილ, ღრმა დეკოლტეან კაბაში, ელიზაბეთი ისე ეფექტურად გამოიყურებოდა, რომ თავისი სახელოვანი ბოიფრენდიც კი დაჩრდილა.

25 წლის შემდეგ, იტალიურმა ბრენდმა საზოგადოებას ცნობილი კაბის ახალი ვერსია შესთავაზა.


image



ჯენიფერ ლოპესი, 2000 წ.


image


ჯენიფერ ლოპესს არაერთხელ უთქვამს, რომ ის Versace-ს სახლის დიდი თაყვანისმცემელია და ეს შემთხვევითობა არა არის. ყველაზე ეფექტური გამოსვლა, რომლითაც მან თავი დაგვამახსოვრა, სწორედ ამ ბრენდის სამოსით, Grammy 2000-ის პრემიების დაჯილდოვებაზე მოხდა. ეს კაბა სეზონის ყველაზე განსჯადი სამოსი გახდა – გამჭვირვალე ქსოვილმა, ტროპიკული პრინტებით, ღტმა დეკოლტემ და თითქმის წელამდე შეხსნილმა ქვედაბოლომ, მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ყურადღება მაშინვე მიიპყრი. ხოლო, მის მფლობელს წარმოუდგენელი პოპულარობა მოუტანა.


image


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განახლებული მწვანე კაბა, გასული წლის ბოლოს, Versace-ს ჩვენების დახურვაზე, კიდევ გამოჩნდა და ბევრად უფრო თამაი სახით, ვიდრე ის 20 წლის წინ იყო.


image



ანჯელინა ჯოლი, 2012 წ.


image


კინოხელოვნების ყველა თაყვანისმცემელს, ალბათ, კარგად ახსოვს, 2012 წლის «ოსკარის» დაჯილდოვებაზე მსახიობის ულამაზესი ხავერდის კაბა. ეს Versace–ს სახლის კიდევ ერთი ტრიუმფი იყო. შავმა კაბამ მოდის კრიტიკოსები უპირობოდ დაიპყრო და ის, მოდის ისტორიაში, თავისი სიმკაცრით და ლაკონიურობით შევიდა. როგორც ამბობენ, ჭეშმარიტი ხელოვნება სიმარტივეშია და შავი ხავერდის კაბის სრულყოფილება, მხოლოდ ერთი ელემენტით – ორიგინალური ნაკეცებით იქნა მიღწეული.


imageimageimageimageimageimageimageimage








1
1159
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1159
  
2020, 24 იანვარი, 3:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1