სხვა შოკოლადი ხილზე სასარგებლოა - შოკისმომგვრელი დასკვნა! 2020, 21 იანვარი, 8:54 შოკოლადი - ტერმინი, რომელიც კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის აღნიშვნისთვის გამოიყენება. სიტყვა „შოკოლადი“ კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმლის „ჩოკოლატლის“ დასახელებიდან მომდინარეობს. აცტეკების ენაზე „ჩოკოლი"სიმწარეს ნიშნავს, ხოლო „ატლი“ წყალს, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება. კაკაოსა და რძის შემცველობის მიხედვით შოკოლადი რძისფერი, ყავისფერი, თეთრი ან შავია.
შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა, როგორც სასმელი. დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ ამ ნარევს წითელ წიწაკას (ჩილი) უმატებდნენ. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, დაახლოებით 3000 წლის წინ. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა როგორც «kakawa»-მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მექსიკის ყურეში, მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება. ოლმეკების შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ ეკუთვნით ველური კაკაოს ხის კულტივირება. სწორედ ამ დროს დაიწყო ადამიანთა მოდგმამ შოკოლადის მიღების მეთოდების შემუშავება, სხვადასხვა ინგრედიენტების დამატებით. შოკოლადის მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ და შემდეგ ისევ აცხელებდნენ, ასე მიიღებოდა კაკაო-ხსნარი, შემდეგ უკვე ამ ხსნარს ურევდნენ წყალში და შედეგად მიიღებოდა მწარე, მაგრამ სასიამოვნო სასმელი. ამ პერიოდში ასეთ სასმელს ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა და მას "ღმერთების სასმელი" ერქვა. მაიას ტომების გაქრობის შემდეგ შოკოლადის მომზადების ტრადიცია აცტეკებმა განაგრძეს. აცტეკები შოკოლადში ურევდნენ შაქარს, ვანილს, თაფლსა და დარიჩინს. ასეთი ხერხებით მიღებულ თხევად მასას აცტეკები მოიხსენებდნენ როგორც «xocolatl» და ის ცნობილი იყო მისი ნოყიერებით, გამაძლიერებელი (ენერგიის მოსამატებელი) და აღმგზნები თვისებებით. თუ შოკოლადი გიყვართ, გილოცავთ, ექიმებმა აღიარეს, რომ ის უფრო ეფექტური ანტიოქსიდანტია, ვიდრე ხილი. შოკოლადის რეგულარული მოხმარება არა მავნე, არამედ პირიქით, სასარგებლოც კია. მეცნიერებმა ერთხმად თქვეს, რომ შოკოლადის ჭამა უფრო აუმჯობესებს ჯანმრთელობას, ვიდრე ხილი. საქმე იმაშია, რომ ამ დელიკატესში ბევრი სასარგებლო ნივთიერება შედის (საქმე ნამდვილ შოკოლადს ეხება), ხილში კი, რომელსაც დღეს სურსათსა და ბაზარში ვყიდულობთ, გამოფიტულია ვიტამინებისგან და მათგან დამზადებული წვენები კი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. შოკოლადი უფრო გაჯერებულია სასარგებლო ნივთიერებებით. იგი შეიცავს ვიტამინ PP- ს, ვიტამინებს B1 და B2, ვიტამინ E- ს, ასევე მინერალებს (კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა). შეგახსენებთ, რომ სასარგებლოდ შეიძლება ჩაითვალოს შოკოლადი, რომელიც კაკაოს მარცვლებისგან 60%-ით მაინც შედგება. 2840 9-ს მოსწონს
|