რაგბი რაგბის ლეგიონი: "ბრივმა" ქართველების წყალობით იმარჯვა 2020, 19 იანვარი, 22:14 ![]() ლექსო ყაულაშვილის, ლაშა ტაბიძისა და ბექა გორგაძის "ბორდომ" გასვლაზე 27-0 გაანადგურა "უოსპსი" და ჯგუფში დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავა. განვლილ მატჩში ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ტაბიძე და გორგაძე მეორე ტაიმში ჩაერთვნენ თამაშში, ამ უკანასკნელმა კი ლელოც გაიტანა. ბექა გიგაშვილის "ტულონმა" იოანე იაშაღაშვილის "ავირონი" არ დაინდო (50-6). ორივე ქართველი თადარიგში იყო, თუმცა გიგაშვილს შესანიშნავი მატჩი გამოუვიდა, მან მეორე ტაიმში ორი ლელო დადო. "ტულონმა" ჯგუფში პირველი, "ავირონმა" კი მესამე ადგილი დაიკავა. "ჩემპიონთა ლიგაზე" ქართველების "მონპელიემ" ირლანდიურ "კონაქტს" 35-29 სძლია, თუმცა ამ მოგებით მაინც ვერ გააღწია ჯგუფიდან. "მონპელიედან" ძირითად შემადგენლობაში იყო ლევან ჩილაჩავა რომელმაც მატჩის სადებიუტო ლელო მე-3 წუთზე დადო, კოტე მიქაუტაძე და მიხეილ ნარიაშვილი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვნენ 136 შეფასება არ არის
|