x
ჯოან როულინგი ჰოგვორსტს აშენებს

imageჯ.როულინგი ძალიან ბევრისთვის სულ მოკლე დროში იქცა საყვარელ მწერლად..ჰარი პოტერი დაასრულა, მაგრამ თურმე სულაც არ აპირებს ასე მარტივად გამოემშვიდობოს ამ ყველაფერს და გადაწყვიტა თავისავე ეზოში ჰოგვორტსი ააშენოს, ოღონდ ის არ იქნება სკოლა, უბრალოდ შვილებს უშენებს და ეს ბავშვური, გასართობი მშენებლობა მას 150 000 გირვანქა სტერლინგი დაუჯდება. რეალური ჰოგვორტსი იმდენად დიდი იქნება, რომ მის ასაშენებლად როულინგს ედინბურგის საქალაქო საბჭოს თანხმობაც კი სჭირდება. პროექტის მიხედვით, რეალური ჰოგვორტსის კოშკებს ხიდები შეაერთებს. კოშკში მოხვედრა კი საიდუმლო გვირაბის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
როულინგის შვილებს ორი საკუთარი კოშკი ექნებათ, რომლებიც ერთმანეთს ხიდების, ბატუტებისა და ხის საიდუმლო გზებით დაუკავშირდება.
რა ვიცი, რა ვიცი..შეიძლება ეს ცოტა სასაცილოა, მაგრამ ძალიან კარგი კია და რადგან იმ წიგნის ავტორზე ვწერ, რომელიც ასე მიყვარს ცოტა ჰარი პოტერზეც დავწერ რამეს..image

ამ წიგნს მართლაც აქვს რაღაც ისეთი რაც ადამიანს მასზე დამოკიდებულს ხდის..13 წლის ვიყავი პირველად რომ წავიკითხე, ახლა 18 წლის ვარ და დღემდე, როცა უბრალოდ კითხვიის ხასიათზე ვარ, ვიღებ ამ წიგნს და ან თავიდან ვიწყებ, ან იქიდან სადაც გადამეშლება..ამ წიგნს კრძალავდნენ, მაგრამ ჩემი აზრით ისეთი არაფერია, უბრალო ბავშვებს საშუალებას აძლევს იფანტაზიორონ და ცოტა ხანს მაინც იოცნებონ რაღაც ჯადოსნურზე..მთელი გულით მომნდომებია ყოველივე ეს რეალური ყოფილიყო და მეც მათი მეგობარი ვყოფილიყავი..მათთან ერთად იმ უცნაურ თავგადასავლებში.. შეიძლება ყოველივე ეს ძალიან ბავშვურადაც ჯღერს, მაგრამ არაუშავს, ჩვენ გავიზრდებით, მაგრამ ბავშვები ყოველთვის იქნებიან და ჩემი აზრით, ეს წიგნი საკმაოდ დიდხანს იქნება აქტუალური და ყველასთვის საყვარელი..მის ავტორს კი წარმატებები ვუსურვოთ ჰოგვორტსთან დაკავშირებით..: ))
და სხათა შორის ეს ერთადერთი მწერალია რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარი იშოვა
P.S

ინფორმაცია, რომ როულინგი ჰოგვორსტს აშენებს ამბები.გე ზე წავიკითხე და უბრალოდ სტატია დავწერე.დამიბლოკავთ მაინც?: )))

4
45
1-ს მოსწონს
ავტორი:ინფანტა
ინფანტა
45
  
2013, 13 მაისი, 2:47
კარგი რა, რა ბნელი ძალები.. ყბრალოდ სასიამოვნო წასაკითხი ზღაპარია, რატომ ართულებთ ასე ყველაფერს?? : ))
2013, 11 მაისი, 22:25
ეგ ჰარი პოტერი ბნელი ძალების კარნახით დაწერა
2013, 11 მაისი, 22:24
ახლა დაიწყო სატანური კოშკების მშენებლონა!
2013, 11 მაისი, 22:24
ახალა
0 1 4