x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"პლუს ზომის“ უჩვეულო ბალერინის 9 საოცარი ფოტო: ყველას შეუძლია მოცეკვავე იყოს

image


გაიცანით ეს 30 წლის, ამერიკელი მოდელი და ბალერინა ფროსტინა შეიკია. მოდის დიზაინის განხრით ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული დღესდღეობით ამერიკაში წარმატებულ მოცეკვავედ და დიზაინერად ითვლება.


image


ფროსტის ფსევდონიმით ცნობილი გოგონა 6 – დან 17 წლამდე ბალეტით სერიოზულად იყო გატაცებლი, თუმცა, სავსე ფორმების გამო იძულებული იყო სცენური ხელოვნების ეს სახეობა საბოლოოდ მიეტოვებინა.


imageimage



18 წლის ასაკში შეიკი ბურლესკით დაინტერესდა (ბურლესკი - თეატრალური ეროტიკული შოუს სახეობა, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით, მეოცე საუკუნის დასაწყისში სარგებლობდა) თუმცა, არასტანდარტული ფიზიკური მონაცემების მიუხედავად საკუთარი თავის რეალიზება, მართალია ბალეტში ვერა, მაგრამ აი, ეროტიკული ხასიათის ცეკვებში მაინც შეძლო.



image


როგორც გოგონა აღიარებს, ფართო საზოგადოების წინაშე ყოველი გამოსვლა მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.


image

დამწყებ მოცეკვავეებს კი ურჩევს, რომ საკუთარ ოცნებაზე უარი არასდროს თქვან და არასოდეს დანებდნენ, თუმცა მათ აქვე იმასაც აფრთხილებს, რომ ცხოვრებაში მოძრაობის მიმართულება ყოველთვის დროულად შეცვალონ თუკი ამას გარემო მოითხოვს.


image



ფროსტი, სავსე ფორმების ქალბატონებს პირველ რიგში, საკუთარი სხეულის სიყვარულისკენ მოუწოდებს.



imageimage





0
388
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
388