ადმინისტრაციული რატომ არის ინგლისში მარცხენამხრიანი მოძრაობა? 2020, 15 იანვარი, 20:21 მოგეხსენებათ, ინგლისში მარცხენამხრიანი საავტომობილო მოძრაობაა. მაგრამ, რატომ ანიჭებენ ბრიტანელები მარცხენა მხარეს მოძრაობას ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა ამ ტრადიციის წარმოშობის მრავალი ვერსია არსებობს, რომელთაც ერთი საერთო რამ აერთიანებთ - მარცხენამხრიანი მოძრაობა მაშინ წარმოიშვა, როდესაც ავტომობილის შესახებ ჯერ კიდევ არავინ არაფერი იცოდა.არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც მეეტლები, რომლებიც ოთხთვალაში შებმულ ცხენებს მართავდნენ უმეტეს შემთხვევაში, ცაციები იყვნენ. შესაბამისად, გრძელი მათრახი, რომელიც მათ მარჯვენა ხელში ჰქონდათ, მოქნევისას შეეძლო შემთხვევით ტროტუარზე ქვეითად მოსიარულეები დაეზიანებინა, ამიტომ გადაწყდა, რომ ეკიპაჟები გზის მარცხენა მხარეს გადაეტანათ.თუმცა არსებობს სხვა თეორიაც. ზოგი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთში ეს ტრადიცია საზღვაო წესებიდან მოვიდა, სადაც გემს მეორე ხომალდი, რომელიც მას მარჯვენა მხრიდან უახლოვდებოდა გზა უნდა დაეთმო.როგორც არ უნდა იყოს, დანამდვილებით ცნობილია, რომ 1756 წელს ინგლისში დადგენილება გამოიცა, სადაც საუბარი იყო, რომ ეკიპაჟებს ლონდონის ხიდზე მოძრაობა მხოლოდ მარცხენა მხარეს ეძლეოდათ. თუკი წესი ირღვეოდა, "მძღოლებს" ერთი ფუნტი ვერცხლის ოდენობის ჯარიმა უნდა გადაეხადათ (რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდ თანხას წარმოადგენდა) 20 წლის შემდეგ კი, ბრძანება გამოიცა, რომლის თანახმადაც, გაერთიანებული სამეფოს მთელს ტერიტორიაზე მარცხენა მხრიანი მოძრაობა დაკანონდა.დღესდღეობით, ბრიტანეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მარცხენამხრიანი საავტომობილო მოძრაობაა. მრავალი თვალსაზრისით, სწორედ ამ სახელმწიფომ მოახდინა გავლენა სხვა ქვეყნებზეც, მათ შორის თავის ყოფილ კოლონიებზეც. როგორც ცნობილია, დღემდე ავსტრალიაში, პაკისტანსა და ინდოეთში მძღოლები მანქანებს კვლავაც მარცხენა მხარეს მართავენ. ჯერ კიდევ მე -18 საუკუნეში იგივე გზა იპონიამაც აირჩია.819 2-ს მოსწონს |