საქართველო სსრკ-ს და რუსეთის ГРУ-ს გენერალი, 1991-92წწ. კრიმინალური ბანდების ამბოხების, მთავარი სამხედრო კოორდინატორი 2020, 15 იანვარი, 20:02 სსრკ-ს და რუსეთის ГРУ-ს გენერალი, 1991-92წწ. კრიმინალური ბანდების ამბოხების, მთავარი სამხედრო კოორდინატორი. საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტი სუფიან ბეპაევი - 1991-92წწ. დეკემბერ-იანვარში საქართველოში სამხედრო-კრიმინალური ამბოხების დროს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის პირველი მოადგილე და პუტჩის დროს, სამხედრო ოლქის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი. სულ-გაყიდული პუტჩისტების მთავარი სამხედრო დირიჟორი და კოორდინატორი, რუსეთის ინტერესებზე სულ-მიყიდული პუტჩისტებისათვის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მთავარი მიმწოდებელი. გენერალ-ლეიტენანტი, თავდაცვის სამინისტროს და საბჭოთა არმიის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს "ГРУ"-ს შეფი მთელს ამიერკავკასიაში. ფაქტიურად საბჭოთა არმიის უკანასკნელი სამხედრო სპეც-ოპერაციის ავტორი და უშუალო ხელმძღვანელი, რადგანაც საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა 1991წ. დეკემბერის ბოლოს. "1991 წლის 24-28 დეკემბერს, როცა შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი იარაღით და ცოცხალი ძალით დაეხმარა გადატრიალების ორგანიზატორებს" - სუფიან ბეპაევი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, "მოსკოვსკიე ნოვოსტი", 1992 წლის 15 დეკემბერი. მოსკოვიდან სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებას უშუალოდ ხელმძღვანელობდა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მდივანი გენადი ბურბულისი. მან მოგვიანებით განაცხადა, რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თავად იყო. რუსეთის დემოკრატიული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელისა და უფლებადამცველის იური აფანასიევის გამოკვლევით, კრემლს თბილისში სამხედრო-გადატრიალების ორგანიზება, რამოდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაუჯდა. მისი განმარტებით ამ თანხის ძირითადი ნაწილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების სახით იყო გადაცემული მეამბოხე ოპოზიციისათვის, დანარჩენი ნაწილი კი თავად მეამბოხე ოპოზიციის ლიდერებს გადაეცა, გამსახურდიას მაშინდელი მთავრობის ზოგიერთი ძალოვანი მაღალჩინოსნის, მათ შორის შსს მაღალჩინოსნების მოსასყიდლად, რის შედეგად შსს ქვედანაყოფებს სერიოზული მონაწილეობა არც კი მიუღიათ კანონიერი ხელისუფლების დაცვის საქმეში. სწორედ ამ ყველაფრის შედეგი, აგრეთვე იყო, სატელევიზიო ანძის მეამბოხეებისათვის ჩაბარება და 1992წ. 28 დეკემბერს უშიშროების იზოლატორიდან, ჯაბა იოსელიანისა და სხვა პატიმრების გამოშვება. 1822 3-ს მოსწონს |
მაგის შემდეგ დავკარგე წარმოდგენა "ქართველ კაცზე" და სულ სხვანაირად შევხედე ჩვენს ისტორიასაც...
და მარტო ედიკას გველაძუობაში კი არაა საქმე, ის იყო ამგვარი, თუმცა "გაუვიდა", თან როგორ - მთელ თავის შთამომავლობას ფინანსურად უზრუნველი ცხოვრება "მიანიჭა", ოღონდაც რომ "გაუვიდა" და ჯერ კიდევ რომ "გასდის", მაგაშია ჩვენი უბედურება...
შევარდნაძეზე ჭკვიანი და გეველაძუა ხელისუფალი არასდროს ყოლია საქართველოს, საკუთარი ძმაც კი შეწირა კარიერულ წინსვლას.
"ნიანგის ცრემლების" ღვრა მოგეცათ ლხენა, კარგად ეხერხებოდა.
ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება, არც მე და ბატონი დანიელი გადასულვართ ზღვარს.
ირმა ინაშვილი იყო შეიარაღენული ოპოზიციის რუპორი!
მთავარია, რომ ყველა ის ფაქტი, რაც თუნდაც ახლა დაწერეთ გინდ ერთმა და გინდ მეორემ, ოფიციალურად,სამართლებრივად შეფასდეს და ბეპაევს და პატრიკიევს თუ ვერა, იმ ვიგინდარა ვითომ ქართველებს მაინც მოეკითხოთ ქვეყნის ღალატისთვის, ვინც თავად დედამ******მა დუმბაძემ და იოსელიანმა თავიანთ "მემუარებში" უნებლიედ ჩაუშვეს, იმათაც უნდა აგონ პასუხი, ვინც იდეოლოგიური ე.წ. ბაზა შექმნეს სამხედრო გადატრიალებისთვის, მაგალითად ახლა რომ "მაგრად პატრიოტობს" ირმა ინაშვილი, ირინა სარიშვილი და სამწუხაროდ სხვანიც ბევრი არიან...