კერძები ფრინველის ხორცისაგან იაპონიაში 1000-მდე კვების ობიექტში ქართული კერძი შქმერული გაიყიდება(ვიდეო) 2020, 15 იანვარი, 16:46
იაპონური სწრაფი კვების ქსელ "მაცუიას" ათასამდე ობიექტში ქართული კერძის, შქმერულის გაყიდვა დაიწყო. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს:
"დღეიდან იაპონური სწრაფი კვების ქსელ მაცუიას ათასამდე ფილიალში გაიყიდება ქართული კერძი, შქმერული. აღსანიშნავია, რომ ყველა ფილიალში გამოაკრეს პოსტერი, რომელზეც დატანილია საქართველოს რუკა, დროშა და ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაცია."-აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. 811 4-ს მოსწონს
|