x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ცრუ აქციები და ტყუილი საქონლის ხარისხის შესახებ: როგორ მანიპულირებენ ტანსაცმლის მაღაზიები
სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად შეცდომაში შევდივართ, პატენტი ნივთების მფლობელები ვხდებით, რომელიც უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საშიში მასალისგან არის დამზადებული.

image

ხშირად მყიდველებს ნივთის შეძენა ეჩქარებათ, რომ მომგებიანი შეთავაზება და მიმზიდველი აქციები არ გამორჩეთ.

ტყუილი ნივთის ხარისხის შესახებ


image

მაღაზიები სხვადასხვა ხრიკებს იყენებენ იმისთვის, რომ მყიდველები ცარიელი ხელებით არ წავიდნენ. მყიდველებს აქციებით იზიდავენ, ვიტრინებს აფორმებენ და აშკარა შეცდომაში შეჰყავთ.


შემადგენლობის ნაცვლად ქსოვის ტიპს უთითებენ

image

ბევრი ინტერნეტ მაღაზია შემადგენლობის ნაცვლად ქსოვის ტიპს უთითებს. შემადგენლობით შეიძლება გავიგოთ, თუ ტანსაცმელი რომელი მასალისგან არის დამზადებული - ნატურალური ბოჭკო, როგორიცაა ბამბა ან მატყლი, ხელოვნური ან სინთეტიკური, მაგალითად, აკრილი ან პოლიესტერი. ქსოვა ნიშნავს იმას, თუ ტანსაცმელი როგორ იყო მოქსოვილი.

სწორედ ამიტომ სატინი შეიძლება მომზადებული იყოს ბამბის, პოლიესტერის ან მატყლისგან. ჟაკარდის ქსოვილი ასევე შეიძლება გაკეთდეს ნატურალური ბამბისგან ან სინთეტიკისგან.

სწორედ ამიტომ, თუ სრული შემადგენლობა გჭირდებათ, პროდუქტის სრული აღწერა იპოვეთ ან კონსულტანტს ჰკითხეთ.


მოდელის დასახელება ქსოვილის შემადგენლობის შემოწმებას გავიწყებთ

image

ჩვეულებრივ მსგავსი სიტუაცია ინტერნეტით შეძენის დროს იქმნება, როცა ინტერნეტში საჭირო მოდელის სვიტერს ან პალტოს ეძებთ. დასახელებით შეიძლება გაიგოთ, რომ თქვენ „მატყლის პალტოს“ გთავაზობთ, მაგრამ ზუსტ ინფორმაციაში შეიძლება იპოვოთ, რომ 5% მატყლს შეიცავს, დანარჩენი 95% კი აკრილი ან პოლიეფირია.


image

საბედნიეროდ, ასეთი სიტუაცია სულ უფრო იშვიათად გვხვდება, და ბევრი მაღაზია წერს Wool-blend coat ან უბრალოდ Wool-coat „მატყლის“ ნაცვლად.


დეფექტური ნივთები

image

ზოგიერთი ნივთი ცნობილი ბრენდების მაღაზიებში არასდროს გაყიდულა. ეს მათ წარმოების დეფექტს უკავშირდება.

სწორედ ამიტომ, ბრენდული პროდუქტის ხარისხი ყოველთვის შეამოწმეთ. ნაკერებს და ეტიკეტის შემადგენლობას დააკვირდით. გახსოვდეთ, რომ ჩივილის და დაბრუნების უფლება ყოველთვის გაქვთ.


წარმოსახვითი ფასდაკლებები, რომლებიც იაფად ნივთების შეძენას სტიმულირებენ

image

ალბათ გინახავთ, რომ დიდი ფასდაკლების წინ ზოგიერთ ნივთზე უზარმაზარ ფასდაკლებას აკეთებენ, მაგალითად „შავი პარასკევის“ წინ. ბევრმა მაღაზიამ კი შეიძლება ფასი მოამატოს მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ სტანდარტულ ფასამდე შეამციროთ ან შემცირებულ ფასს დიდი პროცენტი ჰქონდეს.


image

სამწუხაროდ, აქ ვერაფერს გახდებით და თუ ნივთის შეძენა გსურთ, უბრალოდ შემცირებული ფასის შემდეგ ღირებულება შეამოწმეთ. ასევე კარგი საშუალებაა, რომ საშუალო ფასი გაიგოთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ნივთი ფასდაკლებით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში.


image

დეფიციტის დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ფულს მოუფრთხილდით და მაცდუნებელ შეთავაზებაზე გამოხმაურება არ იჩქაროთ, სანამ ხარისხს, შემადგენლობას და ფასს არ შეამოწმებთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს

image

თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

image

ყავა, ტუალეტის ქაღალდი, საფენები: 10 ნივთი, რომლებიც სჯობს ოჯახის ბიუჯეტის დასაზოგად საბითუმოდ შეიძინოთ

image

10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს

image

დანაზოგის გაზრდის 5 გზა, რომელსაც ყველა იაპონური ოჯახი იყენებს

image

0
787
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
787