x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დიდი აურზაური ყოფილა! ჰოდა, დალილავებულია და კაბინეტიდან ვერ გამოდისო" - ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა +" -ის რედაქტორი ელისო კილაძე თავდაცვის სამინისტროში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს, ჟურნალისტის სანდო წყაროს მიხედვით, კორპორატიულ საღამოზე, მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანდასწრებით უთანხმოება სახმელეთო ჯარების სარდალ ალექსანდრე კიკნაძესა და პოლკოვნიკ მალხაზ მერლანს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილა, კილაძის ინფორმაციით გენერალი სახის არეში მიღებული დაზიანებების გამო კაბინეტიდან ვერ გამოდის: "თავდაცვის სამინისტროში უკვე ერთმანეთს სცემენ?! კორპორატიულ საღამოზე მინისტრ ღარიბაშვილის გვერდით იჯდა სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი ალექსანდრე კიკნაძე, რომელიც ზედ სუფრაზე უცემია პოლკოვნიკ მალხაზ მერლანს. სადღეგრძელოზე გაღადავებია ! დიდი აურზაური ყოფილა! ჰოდა, გენერალი დალილავებულია და კაბინეტიდან გარეთ ვერ გამოდისო, -ჩემმა წყარომ... ეტატ გაი სავსემ ტებია ნე უვაჟაეტ, ირაკლი" - დაწერა ჟურნალისტმა ფეისბუქგვერდზე.


0
902
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
902