სხვა რა ხდება ავსტრალიაში: ემოციური ფოტო და ვიდეო მასალა 2020, 13 იანვარი, 13:48
ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე უკვე რა ხანია ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ხანძრის გამო ადამიანებმა საცხოვრებელი დაკარგეს, რამდენიმე პიროვნება დაკარგულად ითვლება და უამრავი ცხოველი დაიღუპა. ავსტრალიას უამრავი ქვეყანა უწევს დახმარებას როგორც ფინანსურად, ისე საკვებით, მედიკამენტებით და თავშესაფრით ცხოველებისთვის.
1. 50 გრადუსიანმა სიცხემ ხანძრის გაჩენას შეუწყო ხელი, რომელიც კოსმოსიდანაც კი ჩანს. ხანძარმა უკვე 8 მლნ. ჰექტარი მოიცვა, კვამლის სიმაღლე კი 70 მ-ს აღწევს.
2.ეკოლოგების განცხადებით, ხანძარმა უკვე 1 მილიარდამდე ძუძუმწოვარი, ფრინველი და რეპტილია შეიწირა. 3.კოალების პოპულაციას საფრთხე ემუქრება 4.ახალი უელსის და ვიქტორიას შტატის მაცხოვრებლებს უკვე რესპირატორებით უწევთ გადაადგილება. 5.მეგობრები ფერმერს ანუგეშებენ, რომელიც იძულებული იყო საკუთარი ხელით ესროლა 20 ძროხისთვის, რადგან ისინი ხანძრის გამო ძლიერად დაშავდნენ. 6.მეხანძრე-მოხალისე 13 საათიანი მუშაობის შემდეგ 7.მეხანძრეები მძიმე მორიგეობის შემდეგ 8.პატრიკ ბოილი ცხოველების გადარჩენას ცდილობს. ეს მის მიერ გადარჩენილი მეშვიდე კოალაა. 9.კოალას გადარჩენის კადრები 10.მეგობრები ხანძრის ადგილებში დადიან და კოალებს აგროვებენ, რომ დახმარება აღმოუჩინონ. 11.ველოსიპედისტებმა დახმარება გაუწიეს კოალას 12.ცნობილი ავსტრალიელი ნატურალისტის სტივ ირვინის ოჯახი მის საქმეს აგრძელებს. მათი ვეტერინარული ჰოსპიტალი უკვე რამდენიმე ათას ცხოველს დაეხმარა. 13.ლეიტენანტი დეივ ბატლერი გადარჩენილ კენგურუსთან ერთად. 14.გადარჩენილი კენგურუ მოხალისე ქალს ეხუტება 15.ეს კი ბეარია, ის ადამიანებს გადარჩენილი კოალების მოძებნაში ეხმარება 16.ქალაქ მალაკუუტის მაცხოვრებლები მოახლოებული ცეცხლის გამო იძულებულნი გახდნენ სახლები მიეტოვებინათ და სანაპიროზე გასულიყვნენ. სწორედ ამ სახანძრო რაზმის დამსახურებით, ქალაქში ცეცხლი ლიკვიდირებულია. 17.10 წლის გოგონა ასე შეხვდა დიდი ხნის ნანატრ წვიმას ქალაქ ბილიმარიში იმედია, მწვანე კონტინენტი მალე მოიშუშებს თავის იარებს. წვიმას და კარგ სიახლეებს ვუსურვებთ! 540 შეფასება არ არის
|