ასტროლოგია ასტროლოგმა გამოთვალა 2020 წლის საუკეთესო დღეები ქორწინებისთვის 2020, 13 იანვარი, 8:11 ცნობილი ასტროლოგი კაროლაინ ფოლკნერი, "დინამიური ასტროლოგიის" დამფუძნებელი და წიგნის- Your Stars- ის ავტორი, ირწმუნება, რომ მთელი 2020 წელი ”განსაკუთრებით კარგი დროა გრძელვადიანი კავშირების შესაქმნელად”. თებერვალი საუკეთესო თვეა ქორწილისთვის, ხოლო რიცხვი-20 . ფოლკლნერის თქმით, რიცხვი 20 არის ანგელოზთა რიცხვი, რაც ნიშნავს კარგ დასაწყისს. ნუმეროლოგიაში, ნომერი 2 კდემამოსილი და ძლიერი ქალის სიმბოლოა, რომელიც, მართალაია თავმდაბლად ხრის თავს, მაინც არნახული სიმტკიცით და ენერგიით გამორჩევა. ასტროლოგებს შორის, ნომერი 2 ეხება კუროს სახლს, რომელსაც მართავს ვენერა - სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი, რომელიც განასახიერებს მოთმინებას და ერთგულებას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წარმოუდგენლად მყარი ოჯახი შექმნას. 20/02/20 თარიღის ციფრული სიმბოლიზმის გარდა, კაროლაინი განმარტავს პლანეტების როლს ბედნიერი ქორწინებისთვის. ”ამ დღეს სატურნი, იუპიტერი, პლუტონი, მარსი და მთვარე ერთი ნიშნის ქვეშ იმყოფებიან, რაც ნიშნავს ემოციურ სტაბილურობას და საკრალური კონტაქტების შესრულებას. რეტროგრადული მერკური მხოლოდ ხაზს გაუსვამს თქვენი გეგმების გააზრებას." ფოლკნერმა Sandals Resorts შეკვეთით ჩაატარა კვლევა, მას შემდეგ, როდესაც მათ თებერვალის თვისთვის ქორწილის შეკვეთების ზრდა შენიშნეს, წერს ბრიტანული Сosmo. ამასთან, ასტროლოგი ხაზს უსვამს, რომ მთელი 2020 წელი ხელსაყრელია ქორწინებისთვის. ეს იმით არის განპირობებული, რომ 2020 წელს სატურნი გადაადგილდება თხის რქის საკუთარი ნიშნიდან (რომელიც 2017 წლიდან იმყოფება) გადადის მერწყულის იდეალისტურ და პროგრესირებად ნიშანთან და იუპიტერს უერთდება. 1960-იანი წლებიდან ასეთი კომბინაცია არ ყოფილა - სიყვარულის, თანასწორობის, თავისუფლების და თავისუფალის სიყვარულის პერიოდში! 127 3-ს მოსწონს
|