ელ. წიგნები გადარჩენილი კაცობრიობა: შეუჩერებელი სუპერ-გრიპი 2011 წელს 2020, 25 თებერვალი, 14:23 2010 წლიდან იაპონელებმა შეიმუშავეს პროგრამა, რომლის მიზანიც ფრინველის ვირუსის სამუდამოდ განადგურება იყო. პროგრამაზე მუშაობდნენ მსოფლიოს რჩეული მეცნიერები და მათი მიზანი იყო, 2011 წლამდე ან მაქსიმუმ 2012 წლამდე დასრულება. მათ კარგად შეისწავლეს ვირუსი, რამოდენიმე ექსპერიმენტიც ჩაატრეს, თუმცა განადგურებისთვის საჭირო ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიდნენ... 2011 წელს ცნობილმა ვირუსოლოგმა, იოშირო კავაოკამ, რომელიც ქათმის გრიპზე მუშაობდა, მოულოდნელად, სრულიად შემთხვევით შექმნა ბევრად უფრო ძლიერი და მომაკვდინებელი ვირუსი. კავაოკა ცნობილი იყო ასეთი ვირუსების წინააღმდეგ ვაქცინის პოვნაში, თუმცა მისი ახლანდელი მცდელობა ნამდვილად საშიში გამოდგა. მან ექსპერიმენტი მალევე დაასრულა და ვირუსზე მუშაობაც შეწყვიტა. რომ არა კავაოკას კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება, შესაძლოა კაცობრიობა სრულად განადგურებულიყო, რადგან ვირუსოლოგის მიერ შექმნილი სუპერ-გრიპი, 10 ჯერ უფრო ძლიერი და მომაკვდინებელი იყო, ვიდრე ესპანური გრიპი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა XX-საუკუნის დასაწყისში. მოგვიანებით სხვა მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა კავაოკას ნამუშევარი და ამ ვირუსის საშიშროების შესახებ განმარტება გააკეთეს. მათი განცხადებით, კავაოკას მიერ შექმნილი სუპერ-გრიპი არც ისე საშიში იყო, როგორც თავად ვიროლოგი ამტკიცებდა. თუმცა, რას გაიგებ? დღეს ხომ ყველაფერი ადამიანების ხელშია! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი <<<<< იხილეთ ასევე >>>>>გადარჩენილი კაცობრიობა: ნივთიერება, რომელმაც ოზონის ხვრელი გახვტირა - ქლოროფუეროკარბონი! გადარჩენილი კაცობრიობა: ებოლას კრიზისი გადარჩენილი კაცობრიობა: მზის ქარიშხალი 1859 წელს გადარჩენილი კაცობრიობა: ასტეროიდი 2018 GE3 გადარჩენილი კაცობრიობა: მინოსის აფეთქება! გადარჩენილი კაცობრიობა: NORAD -ის კომპიუტერული ჩიპის ხარვეზი! 886 6-ს მოსწონს
|