x
image
alex999
გადარჩენილი კაცობრიობა: შეუჩერებელი სუპერ-გრიპი 2011 წელს

2010 წლიდან იაპონელებმა შეიმუშავეს პროგრამა, რომლის მიზანიც ფრინველის ვირუსის სამუდამოდ განადგურება იყო. პროგრამაზე მუშაობდნენ მსოფლიოს რჩეული მეცნიერები და მათი მიზანი იყო, 2011 წლამდე ან მაქსიმუმ 2012 წლამდე დასრულება. მათ კარგად შეისწავლეს ვირუსი, რამოდენიმე ექსპერიმენტიც ჩაატრეს, თუმცა განადგურებისთვის საჭირო ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიდნენ...


image





2011 წელს ცნობილმა ვირუსოლოგმა, იოშირო კავაოკამ, რომელიც ქათმის გრიპზე მუშაობდა, მოულოდნელად, სრულიად შემთხვევით შექმნა ბევრად უფრო ძლიერი და მომაკვდინებელი ვირუსი. კავაოკა ცნობილი იყო ასეთი ვირუსების წინააღმდეგ ვაქცინის პოვნაში, თუმცა მისი ახლანდელი მცდელობა ნამდვილად საშიში გამოდგა. მან ექსპერიმენტი მალევე დაასრულა და ვირუსზე მუშაობაც შეწყვიტა. რომ არა კავაოკას კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება, შესაძლოა კაცობრიობა სრულად განადგურებულიყო, რადგან ვირუსოლოგის მიერ შექმნილი სუპერ-გრიპი, 10 ჯერ უფრო ძლიერი და მომაკვდინებელი იყო, ვიდრე ესპანური გრიპი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა XX-საუკუნის დასაწყისში.


მოგვიანებით სხვა მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა კავაოკას ნამუშევარი და ამ ვირუსის საშიშროების შესახებ განმარტება გააკეთეს. მათი განცხადებით, კავაოკას მიერ შექმნილი სუპერ-გრიპი არც ისე საშიში იყო, როგორც თავად ვიროლოგი ამტკიცებდა. თუმცა, რას გაიგებ? დღეს ხომ ყველაფერი ადამიანების ხელშია!


























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< იხილეთ ასევე >>>>>




გადარჩენილი კაცობრიობა: ნივთიერება, რომელმაც ოზონის ხვრელი გახვტირა - ქლოროფუეროკარბონი!

image





გადარჩენილი კაცობრიობა: ებოლას კრიზისი

image





გადარჩენილი კაცობრიობა: მზის ქარიშხალი 1859 წელს

image





გადარჩენილი კაცობრიობა: ასტეროიდი 2018 GE3


image





გადარჩენილი კაცობრიობა: მინოსის აფეთქება!

image





გადარჩენილი კაცობრიობა: NORAD -ის კომპიუტერული ჩიპის ხარვეზი!

image








0
886
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
886
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0