შოუბიზნესი 12 ვარსკვლავი, რომლებმაც ჭარბ წონასთან ერთად სილამაზეც დაკარგეს 2020, 12 იანვარი, 12:55 ცნობილი სელებრითები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც მე და თქვენ. თუმცა, აი შეცდომებს მათ არავინ პატიობს.12. მეთიუ პერიამერიკული საკულტო სერიალი - "მეგობრების" - ყველაზე მხიარული პერსონაჟი წლებთან ერთად რადიკალურად შეიცვალა. როგორც ცნობილია, მსახიობს პირადი ხასიათის პრობლემები ჰქონდა, ამიტომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საკუთარ გარეგნობაზე ის ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა. შედეგიც სახეზეა.11. სტივენ სიგალიოდესღაც სექს - სიმბოლოდ წოდებული სტივენ სიგალი თვალსა და ხელს შუა ჩასუქებულ ბაბუად იქცა. მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, 67 წლის მსახიობი დროის მოტყუებას მაინც ვერ ახერხებს.10. მერაია ქერიჯადოსნურმა ხმამ, უსაშველოდ გრძელმა ფეხებმა და ულამაზესმა თმამ მერია ქერი მთელ მსოფლიოში ერთ - ერთ ყველაზე ცნობილ მომღერლად და სცენის ნამდვილ დედოფლად აქცია, თუმცა ჟურნალ "ბილბორდის" თანახმად, 90 - იანების ყველაზე წარმატებული არტისტის პრობლემები წონის მატებასთან ერთად კიდევ უფრო გაუარესდა.9. ჯონ ტრავოლტა80-იან წლებში მასზე მსოფლიოს თითქმის ყველა გოგონა ოცნებობდა. მას შემდეგ მისი სამოსის სტილი არ შეცვლილა, მაგრამ ფილმ "ბრეოლინის" გადაღებისას მსახიობის სოცარი ფიზიკური მონაცემები სამწუხაროდ, დღესდღეობით იგივე აღარ არის.8. ბრენდან ფრეიზერიმაგრამ, ჯუნგლებიდან სად გაუჩინარდა სწორედ ის, ყველასთვის საყვარელი ჯორჯი? ბრენდანის გარეგნობაში მისი კუნთოვანი მასა და ათლეტური აღნაგობა ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც საკმაოდ გრძელი თმაც.7. ჯონ ფავროჯონ ფავროს საერთაშორისო აღიარება და უდიდესი წარმატება რეჟისორ დაგ ლაიმანის 1996 წელს გადაღებულმა კინოსურათმა - "გართობის მოყვარულნი" მოუტანა, ქალების გულთამპყრობელი იმ პერიოდში ჯერ კიდევ ახალგაზრდა, სიმპათიური და სექსუალური მამაკაცი იყო, ახლა კი, თქვენ მის მხოლოდ აჩრდილს ხედავთ. მსახიობი ჭარბ წონას აგერ უკვე წლებია წარუმატებლად ებრძვის.6. ჯენეტ ჯექსონიეს არტისტი ოდესღაც იდეალურ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდა, რომლის საოცარი ნიჭი და მოქნილი სხეული მის მილიონობით თაყვანისმცემელს ერთნაიარდ აღაფრთოვანებდა. დღესდღეობით, პოპ - ვარსკვლავის კარიერაში სრული სიმშვიდეა, თუმცა საზოგადოების ყურადღებას ის მაინც იპყრობს - რთული დასაჯერებელია, როგორ შეძლო ერთ დროს ამ შესანიშნავი სხეულის მქონე ვარსკვლავმა წონაში ასე მომატება.5. კევინ ფედერლაინიამ ამერიკელმა მოცეკვავემ და რეპერმა სახელი ბრიტნი სპირსთან სკანდალური ურთიერთობით გაითქვა. ცნობილ პოპ- ვარსკვლავთან რომანის დროს, თქვენ მას არა მხოლოდ ცნობილი ტაბლოიდური ჟურნალების გარეკანზე, არამედ სხვადასხვა სახის პოსტერებსა და სატელევიზიო შოუებშიც ნახავდით. ერთ დროს ნამდვილმა კაზანოვამ ჭარბ წონასთან ერთად პოპულარობაც დაკარგა.4. ველ კილმერიახალგაზრდობაში ველს ნებისმიერი გოგონას მოხიბვლა უპრობლემოდ შეეძლო. ეს ლამაზი ტუჩები, ოდნავ წვეტიანი ნიკაპი, მომაჯადოებელი მზერა გულგრილს მშვენიერი სქესის ვერც ერთ წარმომადგენელს ვერ ტოვებდა. თუმცა მსახიობი ასაკის მატებასთნ ერთად საკუთარ გარეგნობას ნაკლებ ყურადღებას აქცევს, რაც მის ჭარბ წონაზეც აისახება.3. კელი კლარქსონიკლარქსონმა პოპულარობა ამერიკულ სატელევიზიო შოუ "American Idol" - ში მონაწილეობით მოიპოვა. მას შემდეგ, ის გარეგნულად რადიკალურად შეიცვალა. დღესდღეობით, მომღერალს ზედმეტი წონის გამო, ბევრი აკრიტიკებს, თუმცა როგორც თავად კელი აცხადებს, ჭარბი წონა მას კარიერაში ხელს არანაირად არ უშლის.2. რობ კარდაშიანიოდესღაც, კიმისა და ქლოე კარდაშიანების ძმაც თქვენ წარმოიდგინეთ და, წარმატებული მოდელი იყო, მაგრამ შემდეგ მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები შეექმნა, რის გამოც მან წონაში კატასტროფულად მოიმატა.1. ჯესიკა სიმპსონიბევრი წლის წინ, ეს მომხიბლავი გოგონა ერთ -ერთ ყველაზე სექსუალურ ლამაზმანად ითვლებოდა, რომელზეც მსოფლიოში თითქმის ყოველი მეორე მამაკაცი ოცნებობდა. თუმცა 2005 - დან 2011 წლამდე ვარსკვლავმა წონაში იმდენად მოიმატა, რომ მას საკუთარი თაყვანისმცემელი ქუჩაშიც კი ვეღარ სცნობდა. მომღერალმა ძველი ფორმების დაბრუნება გადაწყვიტა, 39 წლის ვარსკვლავი ჯანსაღად იკვებება და სპორტით აქტიურად არის დაკავებული, შეიძლება ითქვას, რომ ჯესი თავის იდეალურ წონას დაუბრუნდა.866 შეფასება არ არის |