სხვა იცით, რატომ იღებავდნენ მეძავები ძველ რომში თმას ქერად ან წითლად? 2020, 11 იანვარი, 19:38 რეალურად ეს მართლაც ასე იყო: ძველ რომში მეძავები ვალდებულები იყვნენ თმა ქერად ან წითლად შეეღებათ. რომის სახელმწიფო, რესპუბლიკური მმართველობის პერიოდის დასრულებისთანავე თანდათან წარმოუდგენელი მასშტაბის იმპერიად გადაიქმნა, რომელსაც უამრავი კოლონია არა მხოლოდ ევროპის, არამედ აფრიკისა და აზიის ტერიტორიებზეც ჰქონდა. თავის დროზე, რომი კანონის თვალსაზრისით, მართლაც პროგრესული ცივილიზაციის ანტიკურ ზესახელმწიფოს წარმოადგენდა. თუმცა, იმ პერიოდის ზოგიერთი კანონი ისტორიკოსებს დღემდე სრულ გაურკვევლობასა და საფიქრებელში აგდებს.დანამდვილებით ცნობილია, რომ მრავალრიცხოვანი ლაშქრობების წყალობით იმპერია, და განსაკუთრებით კი, მისი მთავარი ქალაქი ტყვე ქალებით სავსე იყო, რომელთა უმრავლესობაც ჩამოყვანილი უმთავრესად გალიისა და თანამედროვე გერმანიის ტერიტორიებიდან იყვნენ. ახალგაზრდა გოგონები, საროსკიპოებში როგორც მონები ისე ხვდებოდნენ. ისინი ადგილობრივებისგან უმთავრესად - ქერა ან ჟღალი ფერის თმით განსხვავდებოდნენ.თმის ფერთან დაკავშირებული ეს პუნქტი რომაელებმა იმდენად შეისისხლხორცეს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, კანონიც კი მიიღეს, რომელიც აბსოლუტურად ყველა რომაელ "სიყვარულის ქურუმს" თმის ქერად ან წითლად შეღებვას ავალდებულებდა, რათა ისინი "პატიოსანი შავგვრემნებისგან" განესხვავებინათ. თუმცა, ზარზეიმით მიღებულმა კანონმა ძალა მალევე დაკარგა... ვინაიდან რომაელი ქალბატონები ღია ფერის თმის მიმართ გულგრილი ისედაც არ იყვნენ, ამიტომ მასობრივად თმის ქერად შეღებვა დაიწყეს, დროთა განმავლობაში მეძავების გარეგნობამ ტრანსფორმაცია იმდენად განიცადა რომ "სიყვარულის ქურუმებს" რომის რიგითი მოქალაქეებისგან უბრალოდ ვერ გაარჩევდით.სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, სწორედ იმ დროიდან მამაკაცებს ქვეცნობიერად ქერა ქალი, მუქთმიანთან შედარებით უფრო ადვილად მოსაპოვებელი ჰგონია. თუმცა, ეს მხოლოდ მოსაზრებაა.483 შეფასება არ არის |