სხვა 10 დაუჯერებელი ფაქტი ამერიკის შესახებ 2020, 11 იანვარი, 16:52 1) 1. შეერთებულ შტატებს არ გააჩნია ოფიციალური ენა მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობა ამერიკაში ინგლისურად საუბრობს, ჯამში ამერიკის მოქალაქეები თუ ტურისტები 350-ზე მეტ ენაზე საუბრობენ. 2) შეერთებულ შტატებში ყოველი მერვე ადამიანი დასაქმებულია McDonald’s-ში McDonald’s შეიძლება მსოფლიოში არ იყოს ყველაზე სწრაფი კვების ქსელი, თუმცა ამერიკაში ის განსაკუთრებით პოპულარულია. ბაღის, თუ საშუალო სკოლის ბავშვებიდან დაწყებული, პენსიონერების ჩათვლით, ყველა ფლობს McDonald’s-ის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას, რადგან შესაძლოა, რომ მისი ოჯახის ერთი ან ორი წევრი სწორედ ამ კომპანიაში იყოს დასაქმებული. 3) ამერიკამ “ალასკა" რუსეთისგან შეიძინა, ფასი საკმაოდ სასაცილოა - თითო ჰექტარი ორ ცენტად. ჯამში ამერიკამ ეს ტერიტორია სულ რაღაც 7.2 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. შესყიდვიდან მხოლოდ 50 წელიწადში ამერიკამ ზემოთ ნახსენები თანხისგან 100 ჯერ მეტი გამოიმუშავა. 4) ამერიკის ერთ-ერთ შტატ მონტანში ყოველ ადამიანს ერთი ან მეტი ძროხა ყავს აქ ხუმრობით ამბობენ, რომ ძროხებმა თუ ამბოხება დაიწყეს, გაიმარჯვებენო. რადგანაც მონტანაში დაახლოებით 2.6 მილიონი მსხვილფეხა საქონელია და იქ მხოლოდ 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ამ შტატში ნომერ პირველი ინდუსტრია არის სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა კი მის ორ მესამედს შეადგენს. 5) ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ზეიმობს კოლეჯურ სპორტს და მათ სტატუსს უმაღლებს მათი სპორტული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ზოგი ქვეყანა თვლის, რომ უცნაურია კოლეჯის სპორტის სახეობების პოპულარობა. შესაძლოა იფიქროთ - სტუდენტები ხომ არ არიან პროფესიონალი სპორტსმენები?! თუმცა ეს ამერიკაში ჩვეულებრივი რამ არის. 6) ამერიკაში ყოველ მესამე ბიჭს ჭარბწონიანობა აწუხებს ასეთი პრობლემის გამო ამერიკელები მკურნალობისთვის ყოველწლიურად 315 მილიარდ დოლოარს ხარჯავენ. ხოლო ეს ციფრი ყოველ წელს იზრდება. მართლაც წარმოუდგენლად დიდი თანხაა. ეს პრობლემები კი როგორც სურათზე ხედავთ სწრაფი კვების პროდუქტებითაა გამოწვეული. 7) სიგარეტის მოწევა კანონიერია და ასაკს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მართალია, ბავშვებს არ შეუძლიათ სიგრეტის შეძენა ამერიკაში, თუმცა მისი გამოყენება ნებადართულია, არასრულწლოვანთათვისაც კი. ყველამ ვიცით, რომ სიგარეტის მოწევა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული მისი ნარკოდამოკიდებულების გამო. თუმცა ფაქტია, რომ ეს ამერიკაში ეს ნებადართულია. 8) პრეზიდენტების უმეტესობა ვირჯინიაში დაიბადა შესაძლოა ეს გამოწვეულია იმით, რომ ვირჯინია დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, შეერთებული შტატების რვა პრეზიდენტი დაიბადა ვირჯინიაში, მათ შორის პირველი ხუთიდან ოთხი. ისინი იყვნენ ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს მედისონი, ჯეიმს მონრო, უილიამ ჰენრი ჰარისონი, ჯონ ტაილერი, ზაქარი ტეილორი და ვუდრო ვილსონი. 9) თუ თქვენ გაქვთ 10 აშშ დოლარი, და არ გაქვთ გადასახადი სესხი, უფრო მდიდარი ხართ, ვიდრე ამერიკის ყველა მოქალაქის 15% თუ ბევრ ქვეყანაში რაღაცის ყიდვა ხშირ შემთხვევაში ნაღდი ანგარიშწორებით ხდება, ამერიკელებისთვის შეიძლება ითქვას, რომ სესხის აღება მათი ცხოვრების წესია. მათ ხშირ შემთხვევაში აქვთ აქვთ სტუდენტური სესხის დავალიანება, საკრედიტო ბარათის დავალიანება, სამედიცინო სესხი, იპოთეკური სესხი, მანქანის სესხები და სხვა უამრავი სახის სესხი. 10) ნიუ იორკში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე სხვა ორმოც თუ ორმოცდაათ შტატში. ნიუ იორკი გეოგრაფიულად შეიძლება არც ისე დიდი იყოს, მაგრამ ამ ქალაქში 8.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ეს რიცხვი ყოველდღე იზრდება. 365 შეფასება არ არის
|