მხატვრობა როგორია დაბალი გოგონების ცხოვრება - სახალისო ილუსტრაციები 2020, 16 იანვარი, 13:35 ზოგჯერ დაბალი ადამიანებისთვის რთულია ისეთ სამყაროსთან შეგუება, რომელიც მეტ-ნაკლებად საშუალო სიმაღლის ადამიანებისთვისაა შექმნილი. დაბალი გოგონები ეშხიანები და საყვარლები არიან, თუმცა, საკითხავია, მოსწონთ თუ არა თავად მათ საკუთარი გარეგნობა? საინტერესოა, რომ ხშირად ისინი ბავშვებშიც კი ერევათ და მაღაზიაში სწორი ზომის ტანსაცმლის შერჩევა მათთვის ხშირად ნამდვილი გამოწვევაა.
სტატიაში წარმოგიდგენთ ილუსტრაციებს, რომლებიც დაბალი გოგონების უმრავლესობისთვის ნაცნობი და გასაგები იქნება. ისიამოვნეთ! სამწუხარო რეალობა ისაა, რომ შოპინგისას ხშირად ჩვენი მოლოდინები რეალობას სულაც არ ემთხვევა.ზოგ კომპლექსთან გამკლავება რთულია, ზრდასრულობაშიც კი.გვიწევს იმის გაცნობიერება, რომ ყველა საუბარი თანაბარ მდგომარეობაში ვერ მიმდინარეობს.უნდა ვიყოთ კრეატიულები და გასართობი წვეულებებისთვის წინასწარ დავიჭრითო თადარიგი...... თუმცა, ყველაფრისთვის წინასწარ მომზადება არც ისე მარტივია.ყოველთვის სასიამოვნო არაა, რომ ადამიანები იმაზე პატარებად მიგვიჩნევენ, ვიდრე სინამდვილეში ვართ. იმის ახსნას, რომ არასრულწლოვნები არ ვართ, ხშირად აზრი არ აქვს......მაგალითად მაშინ, როცა ყველა ფიქრობს, რომ ჩვენი შეყვარებული ასაკით გაცილებით უფროსია, სინამდვილეში კი, ერთი ასაკის ვართ.მაგრამ გულს ვერ ვუბრძანებთ და სიყვარულის საკითხში სიმაღლეს მნიშვნელობა სულაც არ აქვს.საბედნიეროდ, კარგი რაღაცებიც ხდება და როცა არ ველოდებით, მაშინ შეიძლება გამოგვადგეს ჩვენი სიმაღლე.იმის მიუხედავად, რომ ყველა პატარა დაბრკოლებასთან გამკლავება თავად არც თუ ისე იშვიათად გვიჭირს...... ხშირად ისეთ დროს ვიღებთ სასიამოვნო დახმარებას, როცა არ ველოდებით.ოდესმე შეგმთხვევიათ სახალისო სიტუაცია თქვენი სიმაღლის გამო? გაგვიზიარეთ♥ასევე დაგაინტერესებთ:1. რას ნიშნავს დედმამიშვილობა - სახალისო კომიქსები 2. როგორია დების თანაცხოვრება - სახალისო კომიქსები 3. მაღალი და დაბალი გოგონების პრობლემები - სახალისო ილუსტრაციები 4. 11 ნიშანი იმისა, რომ ასაკი გემატებათ - სახალისო ილუსტრაციები 408 1-ს მოსწონს
|