სხვა ეგვიპტის ახალ მუსლიმანურ ტელეარხზე მუშაობენ ქალბატონები "სახის გარეშე"! 2012, 5 აგვისტო, 1:25 რამადანის პირველივე დღეს ეგვიპტეში გაიხსნა ახალი ტელეარხი "მარია", რომელიც შეიქმნა სპეციალურად მუსლიმან ქალბატონებისთვის. ტელეარხზე როგორც წამყვანები, ასევე მათი სტუმრები მაყურებლის წინაშე მხოლოდ ჩადრით წარსდგებიან, რომელიც მთლიანად მალავს ქალის სახეს. ტელეარხს ეს სახელი დაარქვეს ქრისტიანი ქალის საპატივცემლოდ, რომელიც მუჰამედის ცოლი გახდა. ტელეარხის დირექტორის აზრით აქ შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა ქალბატონებმა, რომლებიც თავის სახეს მთელი ცხოვრება მალავენ და გარეთ ვერ გადიან ამ აქსესუარის გარეშე. თემატიკაც შესაბამისი არის. გადაცემები ძირითადად ეძღვნება მუსლიმანი ქალების ცხოვრებას და რელიგიას. "ეს არის იმ ქალების გამარჯვება, ვისაც ჩადრის ტარების და დისკრიმინაციის მიუხედავად საშუალება მიეცა მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება. მათთვის დადგა თავისუფლების ეპოქა!" - აცხადებს ტელეარხის ხელმძღვანელი აჰმედ აბდულა. 48 1-ს მოსწონს
|