ორსულობა და ბავშვი "მე მგონი ბებიებმა გამომიგზავნეს ეს ბავშვები იმ ქვეყნიდან"-ამერიკელმა ქალმა ერთ წელიწადში ორჯერ იმშობიარა ტყუპები 2020, 10 იანვარი, 11:24 ![]() გასული წლის მარტში ალექსანდრიმ იმშობიარა ტყუპები, რომელსაც დაარქვა მარკი და მალაქია, მშობიარობიდან ორი თვის შემდეგ გაიგო, რომ ისევ ფეხმძიმედაა, 27 დეკემბერს ახალგაზრდა ქალს ისევ ტყუპები ეყოლა-კაილენი და კალები. "ვერასდროს ვივარაუდებდი, რომ ტყუპები მეყოლებოდა"-აღნიშნა უკვე 5 შვილის დედამ, ალექსანდრიას კიდევ ერთი, 3 წლის ქალიშვილი არ'მანი ჰყავს. როგორც გაირკვა, მრავაშვილიან დედის ბებიები ორივე მხრიდან ფეხმძიმედ იყვნენ ტყუპებზე, თუმცა ორივეს მუცელი მოეშალა. "ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ბებიებმა გამომიგზავნეს ეს ბავშვები ზეციდან"-აღნიშნა ალექსანდრიამ. 6 იანვარს პატარა კალები უკვე განოწერეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან, კაილენი ჯერჯერობით ისევ ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშაა, მალე მასაც გამოწერენ. ოჯახი ელოდება სრულ შევსებას, რომ იზეიმონ, "მე ხომ ერთ წელიწადში ორჯერ მოვხსენი ჯეკპოტი"-აღნიშნა 25 წლის ქალმა. 347 4-ს მოსწონს
|