x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
ყველაზე ხშირი ტრამვები სექსის დროს

image ალბათ, არავისთვის უნდა იყოს საიდუმლო, რომ პორნოფილმებში ან "კამასუტრაში" ნანახი პოზების განმეორების მცდელობა ვნებიან საყვარლებს საძინებლიდან პირდაპირ საავადმყოფოში უკრავს ხოლმე თავს. სწორედ ამ საკითხით დაინტერესდნენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც ყველაზე გავრცელებული სექსუალური ტრამვების ერთგვარი რეიტინგი შეადგინეს და შედეგებით imageსაზოგადოების გაკვირვებაც შეძლეს.

image კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ პრობლემა გამოგონილი სულაც არ ყოფილა. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, სექსის დროს თუნდაც უმნიშვნელო ტრამვა მაინც, ყოველ მესამე ინგლისელს აქვს მიღებული. ამასთანავე, გამოკითხულთა 40 პროცენტი გამოტყდა, რომ ვნებიან ღამეს ჩადენილი სიგიჟეების საფრთხე მხოლოდ დილითღა გაუცნობიერებია. რესპოდენტების 50 პროცენტის თქმით, საწოლში "მამაძაღლობისას" ნამდვილად არ ჰქონია სურვილი, ქცევები ეკონტროლებინა, დაახლოებით 10 პროცენტი კი იძულებული გამხდარა, სექსის შემდეგ კლინიკაში წასულიყო და მკურნალობის კურსი დაეწყო.

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე სახიფათო იმ მაგიდაზე შერწყმა ყოფილა, რომელზეც რამდენიმე წუთით ადრე რომანტიკული ვახშამი შედგა, რადგან ძალიან ხშირად, პარტნიორებიდამტვრეული ბოთლებისა და ჭიქების ნამსხვრევებით სერიოზულ და საშიშ ჭრილობებს იღებენ. ასევე, ძალიან სახიფათო ადგილად დასახელდა სადარბაზო, რადგან ხშირია შემთხვევა, როცა წყვილი კიბეებზე გორდება. ყველაზე უფრო ვნებიანი პარტნიორები გამოტყდნენ, რომ მათ დაუმტვრევიათ საწოლი, გაუმტვრევიათ კედელი და მეზობელთან აღმოჩენილან, ჩაუმტვრევიათ ფანჯრები და ასე შემდეგ.

0
100
2-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0