x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
პირველად: 7 ცნობილი ქალბატონი, რომლებმაც ქალწულობა კოლეგა- მამაკაცებთან დაკარაგეს

image


პირველი სექსუალური გამოცდილება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ინტიმურ საკითხზე ხმამაღლა საუბარს, რომელიც მხოლოდ ორ ადამიანს ეხება, გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ადამიანი ერიდება, ხოლო თუ თქვენ ცნობილი ადამიანი ხართ და შესაბამისად მუდმივად ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში იმყოფებით, ცნობისმოყვარე პრესის წარმომადგენლებს თქვენი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ დეტალებსაც კი ნაკლებად გამოაპარებთ. გთავაზობთ 7 ცნობილ ქალბატონს, რომლებმაც ქალიშვილობა საკუთრ კოლეგა მამაკაცებთან დაკარგეს.




ტეილორ სვიფტი და ჯეიკ ჯილენჰოლი


image


ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობამ არც მეტი, არც ნაკლები მხოლოდ 3 თვეს გასტანა, თუმცა ტეილორისთვის სწორედ ჯეიკი აღმოჩნდა ის ადამიანი, ვისთანაც მან ქალწულობა დაკარგა.




კირსტენ დანსტი და ჯეიკ ჯილენჰოლი


image


შეიძლება ითქვას, რომ ჯეიკს ლამაზ ქალბატონებში ნამდვილად გაუმართლდა. საკუთარი უმანკოება მას კიდევ ერთმა ლამაზმანმა -კირსტენ დანსტმა უბოძა - ისინი ერთმანეთს 2 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, ტეილორ სვიფტის მსგავსად, მისთვისაც ჯეიკი პირველი მამაკაცი აღმოჩნდა.





ბიონსე და ჯეი ზი


image


მომავალ მეუღლესთან შეხვედრამდე, ბიონსე ურთიერთობაში სხვა მამაკაცთან იმყოფებოდა, რომელსაც ის 4 წლის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა საქმე ამ მეტად მნიშვნელოვან მომენტამდე არასდრო მისულა, მომღერლის აღიარებით, სწორედ ჯეი ზი გახდა მისი პირველი სექსუალური პარტნიორი.




კრის მარტინი და გვინეტ პელტროუ



image


რაც შეეხება ამ ვარსკვლავურ წყვილს, მათთან ყველაფერი პირიქით მოხდა: რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სწორედ გვინეტი აღმოჩნდა კრის მარტინის პირველი ქალი. დიახ, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მათი ურთიერთობის დასაწყისში კრისი ჯერ კიდევ ვაჟიშვილი იყო. საქმე იმაშია, რომ ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი რელიგიური ოჯახიდან არის და ყველა ტრადიციის აქტიური დამცველია.




მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორთი


image


ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მაილი მკაცრ რელიგიურ ოჯახში გაიზარდა. მომღერალმა როგორც თავის ერთ - ერთ ინტერვიუში გულწრფელად აღიარა, მას ყოველთვის სურდა ქალწულობა მხოლოდ მომავალ მეუღლესთან დაეკარგა, თუმცა ლიამთან შეხვედრამ ამერიკელი პოპ - ვარსკვლავის გეგმები რადიკალურად შეცვალა.




სელენა გომესი და ჯასტინ ბიბერი



image


ამ ვარსკვლავურ წყვილში ორივე მათგანი ქალწული იყო, როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ სელენა - 17, ჯასტინი კი მხოლოდ - 16 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა პოპ - შემსრულებელი "ერთგულების ბეჭედს" ატარებდა, ბიბერისადმი მისი სიყვარული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მან საკუთარი წესების წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტა.






მილა კუნისი და მაკოლეი კალკინი


image


როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, მაკოლეი უკვე დიდების მწვერვალზე იმყოფებოდა, მილა კი კინოკარიერაში თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა. მათმა რომანმა 8 წელს გასტანა, სწორედ მაკოლეი აღმოჩნდა უკრაინელი ლამაზმანის პირველი მამაკაცი.



0
1719
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1719