კონფლიქტები ვინ უფრო ძლიერია : ირანი თუ შეერთებული შტატები 2020, 9 იანვარი, 3:48 ირანმა დაიწყო შურისძიება გენერალ ჰასსემ სულეიმანის მკვლელობის გამო. საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაწერა, რომ ამერიკას ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს. რამდენად რეალურია მისი ნათქვამი, ვინ უფრო ძლიერია - ამერიკა თუ ირანი? 1. ჯერ შევადაროთ სამხედრო ბიუჯეტი: აშშ- 716 მილიარდი ირანი- 13 მილიარდი აშშ-ზე მოდის მსოფლიო თავდაცვის ხარჯების დაახლოებით 40%.რიგით მეორე სიაში ჩინეთია 250 მლრდ-ის ოდენობის ბიუჯეტით თავდაცვის სექტორში. ირანის შეიარაღებული ძალების მთელი ღირებულება უდრის აშშ-ს ერთი ავიამზიდის ფასს. 2. შეიარაღებული ძალების რაოდენობა: აშშ- 1 281 900 ადამიანი (აქტიური სამხედრო ძალა.ხოლო ჯამური სამხედრო პერსონალის რაოდენობა დაახლოებით 2მლნ-ზე მეტია. ქვეყანას მარტო რეზერვში ჰყავს 860 000 ადამიანი) ირანი- 523 000 ადამიანი (ჯამური სამხედრო ძალა 873 000 ადამიანი, რეზერვი - 350 000) აშშ-ზე უფრო მეტი სამხედრო პირი ჰყავს მხოლოდ ინდოეთს და ჩინეთს.ირანი ამ სიაში მე-8 ადგილზეა. 3. სამხედრო ავიაცია : აშშ- 13 398 ირანი -509 აშშ ლიდერია მფრინავი აპარატების რაოდენობის მიხედვით.მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელიც აშშ-ზე სამჯერ ნაკლებ საფრენ აპარატს ფლობს. ირანის საფრენი აპარატები საკმაოდ ძველია... 4. ტანკების რაოდენობა: აშშ-6 287 ირანი- 1 634 ტანკების რაოდენობის მიხედვით აშშ-ს უსწრებენ რუსეთი და ჩინეთი. ირანელები დღემდე ტ-72-ის ტიპის ტანკებით სარგებლობენ.... 5. ავიამოიერიშე ჯგუფები : აშშ-10 ირანი- 0 თითოეული ავიამოიერიშე ჯგუფი მოიცავს დაახლოებით 70 სამხედრო თვითმფრინავს, წყალქვეშა ნავებს და სარაკეტო კრეისერებს.ირანის მთელი სამხედრო ძალა ვერ შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს ერთ ავიამოიერიშე ჯგუფსაც კი. 6. ატომური შეიარაღება : აშშ- 60185 ირანი- 0 ატომური შეიარაღების რაოდენობით აშშ-ს მხოლოდ რუსეთი უსწრებს. ირანს ატომური იარაღი არ აქვს, თუმცა თვლიან, რომ მის შესაქმნელად ქვეყანას მაქსიმუმ 3 წელი დასჭირდება. თუ ვინმეს აინტერესებს საქართველოს შეიარაღება, ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი 380 მლნ-ია . აქტიური სამხედრო ძალა 20 000 ადამიანი (ჯამური რაოდენობა სამხედროების-20 000, რეზერვი-0). სამხედრო ავიაცია-67(11 მოიერიშე, 2 ტრანსპორტიორი). ტანკების რაოდენობა- 143.(950 სამხედრო ტრანსპორტი, 51 სარაკეტო შეიარაღება). სამხედრო გემები არ გვყავს საერთოდ, 12 ნავთობმზიდს თუ არ ჩავთვლით. საერთო ჯამში, მსოფლიო სამხედრო შეიარაღების მიხედვით ქვეყნების სიაში 137 ქვეყნიდან აშშ პირველ ადგილზეა, ირანი მე-14-ზე და საქართველო 85-ზე (ცნობისთვის, აზერბაიჯანი 52-ე ადგილზეა, ყაზახსტანი - 54-ზე, უზბეკისტანი - 48-ზე, ბელარუსი - 39-ზე, უკრაინა - 29-ზე, თურქეთი - მე-9-ზე, სომხეთი - 96-ე ადგილზე). წყარო: https://www.globalfirepower.com/countries-listing.asp https://www.facebook.com/openworld.global/videos/1000982033611166/ 905 შეფასება არ არის |
"A military reserve force is a military organization composed of citizen-soldiers of a country who combine a military role or career with a civilian career. They are not normally kept under arms and their main role is to be available to fight when their military requires additional manpower. Reserve forces are generally considered part of a permanent standing body of armed forces. The existence of reserve forces allows a nation to reduce its peacetime military expenditures while maintaining a force prepared for war. It is analogous to the historical model of military recruitment before the era of standing armies.
In some countries, such as Canada, United States, Spain and the United Kingdom, members of the reserve forces are civilians who maintain military skills by training, typically one weekend a month. They may do so as individuals or as members of standing reserve regiments, for example the Army Reserve of the United Kingdom. In some cases a militia, home guard, or state guard could constitute part of a military reserve forces, such as the United States National Guard, the Norwegian Home Guard, the Swedish Home Guard, or the Danish Home Guard. In Colombia, Israel, Norway, Singapore, South Korea, Sweden and Taiwan service in the reserves is compulsory for a number of years after one has completed national service." სამხედრო რეზერვი და სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთიდაიგივედ არ აღიქმება სავარაუდოდ და ამიტომაც მიიჩნიეს რომ საქართველოს რეზერვი არ ყავს.ბევრ ქვეყანაში რეზერვის შემადგენლობა პერიოდულად გადამზადებას გადის,რამდენიმე თვის განმავლობაში ან რამდენიმე კვირის;რადგან საქართველოში მსგავსი რამე არ ხდება ჩათვალეს რომ ქვეყანას არ ყავს რეზერვი..ასე ღრმად ნამდვილად არ ჩავძიებივარ,იმდენად დიდი მასალა იყო და რამდენიმე რიცხვის და ქვეყნის მონაცემების გადამოწმების მერე დავასკვენი რომ სანდო წყაროა და ვთარგმნე..პ.ს. ციტატა ვიკიპედიიდანაა